самолет авиакомпании Airzena

ავიარეისი თბილისი-თეირანის გახსნა ორი კვირით გადაიდო

7
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
რეგულარული ავიამიმოსვლა თბილისი-თეირანის გახსნა, რომელიც 1 ოქტომბრისთვის იგეგმებოდა, წინასწარი მონაცემებით, ორი კვირით გადაიდო, განუცხადა ”ახალი ამბები - საქართველოს” ნინო გიორგობიანმა.

თბილისი, 29 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. რეგულარული ავიამიმოსვლა თბილისი-თეირანის გახსნა, რომელიც 1 ოქტომბრისთვის იგეგმებოდა, წინასწარი მონაცემებით, ორი კვირით გადაიდო, განუცხადა ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს ავიაკომპანია Airzena Georgian Airways-ის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა.

სავარაუდოდ, ავიარეისები 15 ოქტომბრიდან განხორციელდება.

გიორგობიანის თქმით, ავიაკომპანიის წარმომადგენლები ამჟამად ირანში იმყოფებიან და დეტალების დაზუსტების მიზნით ირანულ მხარესთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

მანამდე გიორგობიანმა განაცხადა, რომ თბილისი-თეირანი-თბილისის რეისები კვირაში ორჯერ განხორციელდება, თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია, კვირის რომელ დღეებში შესრულდება ფრენები.

კომპანია Airzena Georgian Airways რამდენიმე ხნის წინ უკვე ასრულებდა თეირანის მიმართულებით რეისებს.
ბოლო თვეებში საქართველოსა და ირანის ოფიციალური წარმომადგენლებმა არაერთხელ გააკეთეს განცხადებები სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში.

კერძოდ, 2010 წლის მაისში თბილისში იმყოფებოდა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი რამინ მეხმანპარასტი (Ramin Mehmanparast), რომელმაც განუცხადა ჟურნალისტებს მთავრობის დონეზე ვიზიტების გაცვლისა და ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ.

აღნიშნულ განცხადებას მოჰყვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადება, რომლის თქმით, ”საქართველოს და ირანის დაახლოება არ არის მიმართული სხვა ქვეყნების ინტერესების წინააღმდეგ და არ იმოქმედებს ურთიერთობებზე სტრატეგიულ პარტნიორებთან”.

7