საქართველომ აზერბაიჯანში ექსპორტის მოცულობა თითქმის მესამედით გაზარდა

გამოწერა
წლის დასაწყისიდან რვა თვეში, 2009 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ექსპორტის მოცულობა აზერბაიჯანში 29,5%–ით (35,3 მილიონი აშშ დოლარით) გაიზარდა და დაახლოებით 155 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

თბილისი, 29 სექტემბერი - „ახალი ამბები - საქართველო. წლის დასაწყისიდან რვა თვეში, 2009 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ექსპორტის მოცულობა აზერბაიჯანში 29,5%–ით (35,3 მილიონი აშშ დოლარით) გაიზარდა და დაახლოებით 155 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ეს საქართველოს ექსპორტის საერთო მოცულობის 15,8%-ია, განუცხადეს „ახალი ამბები – საქართველოს“ კორესპონდენტს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში „საქსტატში“.

2010 წლის რვა თვეში საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტირებულია 69,2 მილ დოლარის ოდენობის მსუბუქი ავტომობილები. ეს თითქმის ორჯერ მეტია (39, 3 მლნ აშშ დოლარით), ვიდრე გასული წლის ამავე პერიოდში. 

2010 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში აზერბაიჯანში ექსპორტირებული იყო 14,2 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 24,1 ათასი ტონა ნახშირბადის ფოლადის წნელები, რაც 13,2 მილიონით მეტია, ვიდრე 2009 წლის ამავე პერიოდში.

ამავე დროს, გაიზარდა იმპორტის მოცულობა აზერბაიჯანიდან საქართველოში - 19,1%-ით (43,5 მლნ აშშ დოლარით) და 271,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს იმპორტის საერთო მოცულობის 8,8%-ია.

ნავთობის აირის და გაზისებრი ნახშირწყალბადის (ბუნებრივი აირი) იმპორტის მოცულობამ 50,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 406,6 მლნ კუბომეტრი შეადგინა, 656,5 ათასი დოლარით ნაკლები, ვიდრე 2009 წლის ამავე პერიოდში. 2010 წლის იანვარ-აგვისტოში აზერბაიჯანიდან საქართველოში იმპორტირებული იყო 69,7 მილიონი დოლარის ღირებულების დაახლოებით 246 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, 1, 31,5 მლნ-ით მეტი, ვიდრე 2009 წლის ამავე პერიოდში.

წელს აზერბაიჯანი საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორებს შორის მეორე ადგილზე იმყოფება.

ორ ქვეყანას შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ რვა თვეში 426,6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ეს 22,65%-ით მეტია, ვიდრე 2009 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში. აზერბაიჯანთან ბრუნვამ საქართველოს მთელი საგარეო სავაჭრო ბრუნვიდან 20,5% შეადგინა.


ყველა ახალი ამბავი
0