Тбилиси

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს 100 მილიონი აშშ დოლარის კრედიტი გამოუყო

2
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
აზიის განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭომ (ADB) საქართველოსთვის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების დაფინანსებისთვის 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კრედიტის გამოყოფა მოიწონა.

თბილისი, 23 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. აზიის განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭომ (ADB) საქართველოსთვის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების დაფინანსებისთვის 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კრედიტის გამოყოფა მოიწონა, აღნიშნულია ADB-ის პრეს-რელიზში.

კრედიტი ავსებს 70 მილიონი დოლარის ოდენობის ადრე წარმოდგენილ სახსრებს პოსტკონფლიქტური აღდგენისთვის 2008 წელს და 80 მილიონ დოლარს 2009 წელს გლობალური კრიზისის შედეგების შესამსუბუქებლად.

კრედიტი წარმოდგენილია 15 წლის ვადით, 3 წლით შეღავათიანი პერიოდით და LIBOR-ის საპროცენტო განაკვეთით.

კრედიტი მთავრობას საშუალებას მისცემს, მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერით, დააფინანსოს სოციალური საჭიროების ძირითადი ხარჯები, რათა გაუმჯობესდეს სოციალური დაცვის პროგრამების მისაწვდომობა და ხარისხი. ასევე სახსრები ავსებს მუნიციპალური მომსახურეობის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების დაფინანსებას, მათ შორის წყალმომარაგებას და პირველ რიგში, ორიენტირებულია მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ფენებზე.

ამა წლის ივლისში აზიის განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭომ საქართველოსთვის 300 მილიონი დოლარის ოდენობის კრედიტი გამოყო იმ პროექტების განხორციელებაზე, რომლებიც მიმართულია ქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე.

სახსრები მიმართული იქნება სამუშაოების დაფინანსებაზე ქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის რემონტზე, რაც საშუალებას იძლევა, განიმუხტოს საავტომობილო საცობებთან დაკავშირებული სიტუაცია, შეამცირებს გარემოზე ზემოქმედებას, ასევე სტიმულს მისცემს ეკონომიკურ ზრდას და საქართველოს ქალაქებში დასაქმების გაზრდას.

ADB-ს სესხი სამ ტრანშს მოიცავს. პირველი ტრანშის მოცულობა 85 მილიონ აშშ დოლარს მოიცავს, რომელიც მიმართული იქნება თბილისში მეტროს, ასევე საავტომობილო გზების გაფართოებაზე, ფეხით და ველოსიპედით სასიარულო გზების შექმნაზე, რომელიც დასახლებულ პუნქტებში, მათ შორის მესტიაში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

მეორე ტრანშის მოცულობა 100 მლნ დოლარი იქნება, მესამის - 115 მლნ დოლარი.

მთლიანობაში კრედიტი გამოყოფილია 32 წლის ვადით, შეღავათიანი პერიოდია 8 წელი, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 1,0% შეღავათიან პერიოდში და 1,5% - დანარჩენ ვადაში.

2