правительство Грузии

საქართველოს მთავრობა სოციალური პროგრამების და ჯანდაცვის სააგენტოს ხურავს

1
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
სამშაბათს, სხდომაზე საქართველოს მთავრობა შრომის, ჯანმრთელობის, და სოციალური დაცვის სამინისტროსთან არსებული სოციალური პროგრამების და ჯანდაცვის სააგენტოს ლიკვიდაციის საკითხს განიხილავს.

თბილისი, 21 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. სამშაბათს, სხდომაზე საქართველოს მთავრობა შრომის, ჯანმრთელობის, და სოციალური დაცვის სამინისტროსთან არსებული სოციალური პროგრამების და ჯანდაცვის სააგენტოს ლიკვიდაციის საკითხს განიხილავს.

”რეფორმა ჯანდაცვის პროგრამების უფრო ეფექტური მართვის მიზნით ხორციელდება”, - განუცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა სანდრო ურუშაძემ ჟურნალისტებს. მისი თქმით, მთავრობა რეფორმისგან ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას ელოდება და გამოთავისუფლებული თანხები კონკრეტულ პროგრამებს შორის გადანაწილდება.

”ჩვენ ჯანდაცვის პროგრამებზე 350 მილიონ ლარს ვხარჯავთ და ყველა ეს ხარჯი გამჭვირვალე უნდა იყოს. თითოეული დახარჯული ლარი მოქალაქეებამდე უნდა მივიდეს”, - განაცხადა ურუშაძემ.

მისი თქმით, სააგენტოს ფუნქციები სხვა სტრუქტურულ ერთეულებს შორის გადანაწილდება, ამავე დროს, გამკაცრდება კონტროლი სახელმწიფო შესყიდვებზე, რომელსაც, ბოლო დრომდე, სააგენტო ახორციელებდა.

1