дорога, трасса

დასავლეთ საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიებით ახალი გზა შენდება

1
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
საქართველოს მთავრობა ახალ ათკილომეტრიან საავტომობილო გზას აშენებს, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ოთხ სოფელს დააკავშირებს.

 

თბილისი, 20 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. საქართველოს მთავრობა ახალ ათკილომეტრიან საავტომობილო გზას აშენებს, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ოთხ სოფელს დააკავშირებს, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველო” რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრეს-სამსახურში.

პრეს-სამსახურის მონაცემებით, გზა თანამედროვე სტანდარტების დაცვით გერმანული ტექნოლოგიით შენდება, რომელიც გზის დაფარვის ექსპლუატაციის 35 წლიან ვადას უზრუნველყოფს.

კერძოდ, იგება ცემენტ-ბეტონის გზის საფარი, ტრასა უზრუნველყოფილი იქნება სანიაღვრე სისტემით, ასევე გზის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებელი ნაგებობებით.

პროექტის ღირებულება 4 მილიონ 340 ათას ლარს შეადგენს.

 

1