ლიტვა საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების უფრო აქტიური განვითარების მომხრეა - პრეზიდენტი

გამოწერა
ლიტვის და საქართველოს ერთობლივი პროექტები არა მხოლოდ ორმხრივ თანამშრომლობას უწყობს ხელს, არამედ საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვასაც, განაცხადა ხუთშაბათს ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ნიკოლოზ გილაურთან შეხვედრის დროს, რომელიც ვიზიტით ვილნიუსში იმყოფება.

 

თბილისი, 3 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. ლიტვის და საქართველოს ერთობლივი პროექტები  არა მხოლოდ ორმხრივ თანამშრომლობას უწყობს ხელს, არამედ საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვასაც, განაცხადა ხუთშაბათს ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ნიკოლოზ გილაურთან შეხვედრის დროს, რომელიც ვიზიტით ვილნიუსში იმყოფება.

”ლიტვა კვლავ თანამიმდევრულად უჭერს მხარს  საქართველოში სტრუქტურული პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას. ლიტვა მზადაა, თქვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს. ერთობლივი პროექტები, რომლებიც ეკონომიკის სპეციფიკურ სფეროებში თანამშრომლობას წაახალისებს, ხელს შეუწყობდა არა მარტო ლიტვასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გამყარებას, არამედ საქართველოში ევროპული სტანდარტების და ნორმების დანერგვასაც”, - განაცხადა გრიბაუსკაიტემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ აუცილებელი რეფორმების გატარებაში, ბაზრის ლიბერალიზაციაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, მაინც, მან უფრო აქტიურად უნდა განამტკიცოს ადმინისტრაციული პოტენციალი. მხოლოდ ამ სფეროში არსებითი პროგრესი, მისი აზრით, გახსნის გზას ევროპის კავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებისკენ.

ლიტვის მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გამყარების მომხრეა.

”ლიტვის და საქართველოს სამეწარმეო წრეების წარმომადგენელთა უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ორივე ქვეყნის მეწარმეებისთვის ვაჭრობის და ბიზნესის განვითარების ახალ პერსპექტივებს გახსნიდა”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

სააგენტო ”რია ნოვოსტის” მონაცემებით, სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2010 წლის პირველ ნახევარში საქართველო, ლიტვის 169 უცხოელ სავაჭრო პარტნიორთა შორის საქონელბრუნვით 52-ე ადგილზე იყო, ექსპორტის სფეროში - 42-ზე, იმპორტის სფეროში - 51-ზე. 2009 წლის იმავე პერიოდთან შედარებით საქართველოსთან საქონელობრუნვა 51,8%-ით გაიზარდა. 2010 წლის პირველ ნახევარში საქონელბრუნვამ ლიტვასა და საქართველოს შორის 39 მილიონი ლიტი (11,3 მლნ ევრო) შეადგინა, ექსპორტირებული იყო 28,9 მილიონი ლიტის (8,37 მლნ ევრო) ოდენობის საქონელი, იმპორტირებული - 10,1 მლნ ლიტის თანხის (2,93 მლნ ევრო).

პირდაპირმა ქართულმა ინვესტიციებმა ლიტვაში 2010 წლის 1 აპრილისთვის 8,2 მლნ ლიტი (2,375 მლნ ევრო) შეადგინა, ლიტვის პირდაპირმა ინვესტიციებმა საქართველოში - 35,2 მლნ ლიტი (10,2 მლნ ევრო).

ყველა ახალი ამბავი
0