იტალიაში ქართული ეკონომიკის შესახებ ბიულეტენი გამოვიდა - იტალიის საელჩო

2
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
იტალიური გამოცემის ”იტალიური ეკონომიკური დიპლომატია” სპეციალური ნომერი ქართული ეკონომიკის განსაკუთრებულობებს მიეძღვნა, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს სამშაბათს საქართველოში იტალიის საელჩოს პრეს-სამსახურში.

 

თბილისი, 31 აგვისტო - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. იტალიური გამოცემის ”იტალიური ეკონომიკური დიპლომატია” სპეციალური ნომერი ქართული ეკონომიკის განსაკუთრებულობებს მიეძღვნა, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს სამშაბათს საქართველოში იტალიის საელჩოს პრეს-სამსახურში.

13 გვერდიანი საინფორმაციო ბიულეტენი საქართველოს შესახებ მოამზადეს იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საინფორმაციო სააგენტომ ”Il Sole 24 Ore Radiocor” საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით, აღნიშნულია განცხადებაში.

”იტალიური ეკონომიკური დიპლომატია” კვირაში ორჯერ გამოდის.

”დოსიე შეიცავს საქართველოში იტალიის ელჩის ვიტორიო სანდალის ინტერვიუს ქართული ეკონომიკის ტენდენციებისა და სტრატეგიის შესახებ ინტერნაციონალიზაციის კუთხით, რომელსაც იტალია მხარს უჭერს”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ბიულეტენი იტალიელი მეწარმეებისთვის არის განკუთვნილი, რომლებსაც საქართველოში ბიზნესის წარმოების და განვითარების შესაძლებლობების გაცნობა სურთ, აღნიშნავენ საელჩოში.

საინფორმაციო ბიულეტენი გამოქვეყნებულია იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე: http://www.esteri.it/MAE/Newsletter_Diplomazia_Economica/NotiziarioFarnesina13_27082010.pdf

2