„ეხო კავკაზა“: რუსეთში გახშირდა „მოდა საქართველოზე“

7
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
პირველი გამკვალავი აქ ქსენია სობჩაკი იყო. გვინდოდა სიფრთხილე გამოგვეჩინა ამ არაორდინალური გოგონასადმი მსუბუქი დამოკიდებულებისაგან. ქსენია ანატოლის ასული - თანამედროვე რუსული ისტებლიშმენტის, შესაძლებელია, ყველაზე ჭკვიანი, ანგარიშიანი და შორსმჭვრეტელი წარმომადგენელია.

თბილისი, 7 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“. საქართველოს  მონახულება, საქართველოზე საუბარი, თუნდაც უბრალოდ მისით დაინტერესება შესაძლოა ეფექტური ფსიქოთერაპევტული საშუალება გახდეს განათლებული მოქალაქეებსთვის, რომლებსაც დღეს არ აქვთ შეასძლებლობა, საჯაროდ გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება მათ გარშემო არსებული რუსული სინამდვილის მიმართ. საქართველო ამგვარი ადამიანებისთვის სრულიად შეიძლება გახდეს რაიმე ნიშანი. საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისგან ამ სიტუაციაში მხოლოდ ერთს მოითხოვენ – არ დააფრთხოს გამიზნული ტენდენცია...

„ეხო კავკაზა“, მოდური განაჩენი

ხედვა როსტოვიდან – ვლადიმერ გოლიშევი: 

– მიმდინარე წლის ზაფხულის ყველა მოულოდნელობებს კიდევ ერთი დაემატა – რუსეთში ძალას იკრებს მოდა საქარველოზე და მის პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე, ადრე თუ გვიან ეს უნდა მომხდარიყო. პატარა, გამარჯვებით დასრულებული ომი, რა თქმა უნდა, ძლიერი საშუალებაა, თუმცა, მას მოქმედების შეზღუდული ვადა გააჩნია. საათი შუაღამეს რეკს. ეტლი გოგრად გადაიქცევა, ხოლო „კაკასიელი ძმები“ სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან – ვირთხებად. 

ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როდესაც ახალგაზრდა რუსმა პრეზიდენტმა სარდლის აბჯარი რეფორმატორის ტოგაზე გაცვალა. შედეგი ურთიერთგამომრიცხავი გამოვიდა. ერთი მხრივ, თუ რუსეთს სასწრაფო „მოდერნიზაცია“ ესაჭიროება, მაშინ რითი იყო დაკავებული ამ პოსტზე მისი სიცოცხლით სავსე წინამორბედი? მეორე მხრივ, თუ რეფორმების დაპირება ხუმრობა არ არის , მაშინ როგორ უნდა ავუაროთ გვერდი ერთადერთ დადებით მაგალითს პოსტსაბჭოთა სივრცეში – საქართველოს? განსაკუთრებით, როდესაც საუბარი შეეხო შსს–ს რეფორმას და გაჟღერდა სიტყვა „პოლიცია“, რომელიც რუსულ ენაზე მხოლოდ ქართულიდან ითარგმნება.

ისევ და ისევ, ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე გულწრფელი ზიზღი – მფრინავი სუბსტანციაა. ამიტომაც გააჩნია ამოსუნთქვის ჩვევა. რაღა ვილაპარაკოთ არაგულახდილ ზიზღზე? რუსეთში ხომ, კვლავ უყვართ ქართული სამზარეულო და კინო, და თბილისური მისამართებიც შენახული აქვთ ფურცლებგაცვეთილ ბლოკნოტებში. როგორც ჩანს, დადგა ამ ბლოკნოტების აბურძგნის დრო.

პირველი გამკვალავი აქ ქსენია სობჩაკი იყოგვინდოდა სიფრთხილე გამოგვეჩინა ამ არაორდინალური გოგონასადმი მსუბუქი დამოკიდებულებისაგან. ქსენია ანატოლის ასული - თანამედროვე რუსული ისტებლიშმენტის, შესაძლებელია, ყველაზე ჭკვიანი, ანგარიშიანი და შორსმჭვრეტელი წარმომადგენელია. რა თქმა უნდა, მისი ვიზიტი თბილისში ისევე, როგორც ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, მისი პირადი სტრატეგიის ნაწილია, სტრატეგიის, რომელიც აქამდე არასდროს ჩავარდნილა. და მაისურიც, პუტინის პორტრეტით, რომელმაც ამდენი მითქმა-მოთქმა გამოიწვია - ოსტატის კაპრიზია, რომლის მუშაობაშიც წვრილმანები არ არსებობს. ქსენია სობჩაკს იშვიათი ნიჭი აქვს - პირველმა გამოიცნოს ახლადგამოჩეკილი ტრენდები და დაიკავოს უფრო მომგებიანი პოზიცია. ასე, მან პირველმა დაინახა რამზან კადიროვში ფედერალური დონის პოლიტიკოსი და თავისთვის წლებით წინ მისი მთავარი იმპრესარიოს როლი უზრუნველყო.

ასეთივე გრძელვადიანი პროექტი გახდება „საქართველოს ახალი აღმოჩენა“, რომელიც დიდი ხანია მომწიფდა. უბრალოდ, ჩვენ რუსეთში, რაღაცნაირად ვახერხებდით, ეს არ შეგვემჩნია. მაგრამ ჩვენ ვერც ვამჩნევდით, რომ კუზიაინი თბილისური მოსახვევები – აი ისინი. რომ ღვინის დალევა იქ სჯობს, სადაც ის იზრდება, ხოლო ბორჯომი იქ უნდა დალიო, საიდანაც ის ქვებიდან ამოდის. კარგად ვიქნებით ხვალ – როდესაც „რეკონსტრუქციაზე დახურული“ საქართველო ჩვენთვის კვლავ გაიხსნება! მაგრამ საქმე ამაშიც არაა...

საქართველოს  მონახულება, საქართველოზე საუბარი, თუნდაც უბრალოდ მისით დაინტერესება შესაძლოა ეფექტური ფსიქოთერაპევტული საშუალება გახდეს განათლებული მოქალაქეებსთვის, რომლებსაც დღეს არ აქვთ შეასძლებლობა, საჯაროდ გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება მათ გარშემო არსებული რუსული სინამდვილის მიმართ. საქართველო ამგვარი ადამიანებისთვის სრულიად შეიძლება გახდეს რაიმე ნიშანი.

საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისგან ამ სიტუაციაში მხოლოდ ერთს მოითხოვენ – არ დააფრთხოს გამიზნული ტენდენცია. უფრო უკეთესიც – მხარი დაუჭიროს მას. მაგალითად, მოიწვიოს ცნობილი რუსი ტელეწამყვანი თინა კანდელაკი მოინახულოს მშობლიური პენატები. დარწმუნებული ვარ, ის უკვე მზად არის, ზოგიერთი თავისი სიტყვები უკან წაიღოს.

წყარო: „ეხო კავკაზა“

ავტორის აზრი შესაძლოა არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

7