კულტურის სამინისტრო

კულტურის სამინისტრომ ხელოვნების სფეროს განვითარებისთვის კიდევ 9 კონკურსი გამოაცხადა

37
(განახლებულია 18:55 14.07.2021)
კონკურსებში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, ფიზიკურ პირებს და ინდივიდუალურ მეწარმეებს.

თბილისი, 14 ივლისი - Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ხელოვნების სფეროს სხვადასხვა პროექტების დაფინანსების მიზნით 9 კონკურსი გამოაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, კონკურსები ხელს შეუწყობს ვოკალური მუსიკის პოპულარიზაციას, ახალგაზრდა მუსიკოსთა საშემსრულებლო დონის ამაღლებას, ახალგაზრდა თაობაში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პოპულარიზაციას და სხვა.

კონკურსები მიზნად ისახავს საგამომცემლო სექტორის, ახალგაზრდა მუსიკოსების, სამუსიკო სასწავლებლების, საერთაშორისო კინოფესტივალების და სხვა პროექტების ხელშეწყობას.

მაგალითად, „საგამომცემლო სექტორის ხელშეწყობის“ მიზნით გამოყოფილია 50 ათასი  ლარი. ამ კონკურსის მიზანია ქვეყანაში საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა, ლიტერატურული პროცესების განვითარება, ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა თანამედროვე ქართული მხატვრული ლიტერატურის ახალი გამოცემების ხელშეწყობის გზით.

„ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსებისა და მასტერკლასების ხელშეწყობისთვის“ გამოყოფილია 100.000 ლარი. პროექტის მიზანია ვოკალური მუსიკის პოპულარიზაცია; ქართული ვოკალური სკოლის ტრადიციების აღორძინება; ახალგაზრდა მომღერალთა საშემსრულებლო დონის ამაღლება.

„მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსის ჩატარების ხელშეწყობა“ - კონკურსისთვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 25 ათას ლარს და მისი მიზანია პროფესიული მუსიკის პოპულარიზაცია; სხვადასხვა პროფილის ახალგაზრდა მუსიკოსთა საშემსრულებლო დონის ამაღლება; ახალი სახელების წარმოჩენა; პროფესიული მუსიკალური განათლების პოპულარიზაცია; პედაგოგების სტიმულირება.

„საერთაშორისო კინოფესტივალების ხელშეწყობა“ - ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 253 ათას ლარს და მისი მიზანია კინოხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით საქართველოში საერთაშორისო საფესტივალო ღონისძიებების ხელშეწყობა;

„სამუსიკო სასწავლებლებში ინსტრუმენტების განახლება“ - კონკურსისთვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 700 ათას ლარს. პროექტის მიზანია უმაღლესი და სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესება; უმაღლესი და სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურული განვითარება.

„ახალგაზრდა პიანისტთა ეროვნული კონკურსის ხელშეწყობა“ - კონკურსისთვის გამოყოფილი საერთო ბიუჯეტი შეადგენს 20 ათას ლარს და მისი მიზანია ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებლების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა და ახალი სახელების წარმოჩენა.

„ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანთა განათლების ხელშეწყობა“ - კონკურსისთვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 100 ათას ლარს და მისი მიზანია ახალგაზრდა ხელოვანთა განათლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.

„ფესტივალებისა და საერთაშორისო მასტერკლასების ხელშეწყობა“ - კონკურსისთვის გამოყოფილი საერთო ბიუჯეტი შეადგენს 300 ათას ლარს. კონკურსის  მიზანია მნიშვნელოვანი საფესტივალო ღონისძიებების ხელშეწყობა.

„არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად“ - კონკურსისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენს 10 ათას ლარს და მისი მიზანია ახალგაზრდა თაობაში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პოპულარიზაცია.

სამინისტროს ინფორმაციით, საკონკურსო განაცხადების მიღება 14 ივლისიდან დაიწყება და 23 ივლისის 12:00 საათამდე გასტანს.

 

37
ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“

კულტურული მემკვიდრეობა, სპორტი და ახალგაზრდობა: თეა წულუკიანის ათწლიანი გეგმა

19
(განახლებულია 17:23 29.07.2021)
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უახლოესი ათი წლის სამოქმედო გეგმის ძირითადი მიმართულებები უწყების ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა წარადგინა.

თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. კულტურაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობა და კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობა, კულტურასა და შემოქმედებით პროცესებში საზოგადოების ყველა ჯგუფის ინტეგრაცია, ხელოვანთა მხარდაჭერა და სოციალური დაცვა, შემოქმედებითი საქმიანობის და ინდუსტრიების გაძლიერება, სახელოვნებო განათლების განვითარება და ხელმისაწვდომობა, ქართული კულტურის პოპულარიზაცია უცხოეთში – ეს არის კულტურის სამინისტროს ათწლიანი გეგმის ძირითადი პრიორიტეტები, რომელიც უწყების ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა წარადგინა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვა

მინისტრის თქმით, კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობის მიმართულებით 2030 წლისთვის შესწავლილი იქნება საქართველოს ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების 75%-ის მდგომარეობა, ძეგლების 100% აღირიცხება ელექტრონულ პლატფორმებზე, კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულდება 500-მდე ძეგლზე. შესწავლილი იქნება საზღვარგარეთ გამოვლენილი ქართული ძეგლების 55%.

გარდა ამისა, იგეგმება სამუზეუმო საქმიანობის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მართვის ერთიანი პოლიტიკის შემუშავება. აღდგენილი იქნება საქართველოს ყველაზე დიდი მუზეუმი – შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, რისთვისაც 70 მლნ ლარამდე დაიხარჯება.

სახელოვნებო განათლება

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, სამინისტრო აპირებს სახელოვნებო განათლების განვითარებას, დედაქალაქსა და რეგიონებში იმუშავებენ სახელოვნებო განათლების დაწესებულებები. მოხდება არაფორმალური განათლების დაწესებულებების ხელშეწყობა: ესაა სახელოვნებო წრეები, სტუდიები, სკოლები და სხვ.

ასევე გეგმებშია უმაღლესი სახელოვნებო განათლების რეფორმის განხორციელება, უმაღლესი სახელოვნებო სასწავლებლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება. რეფორმის შედეგად 168%-ით, 28 მლნ-მდე გაიზრდება უმაღლესი სახელოვნებო განათლების დაფინანსება. გარდა ამისა, აღდგება კულტურის სფეროს 30-მდე გამქრალი პროფესია და უზრუნველყოფილი იქნება სახელოვნებო პროფესიების განვითარებისა და ახალგაზრდების დასაქმებისთვის შესაბამისი უწყვეტი განათლების სისტემა. კულტურის სფეროში ხელი შეეწყობა სამეცნიერო და კვლევით საქმიანობას – 5-მდე პროგრამა ყოველწლიურად (1,5 მლნ ლარი).

კულტურა და კანონი

კულტურის სამინისტროს მიერ სალიტერატურო და საგამომცემლო საქმიანობის, თანამედროვე დრამატურგიის და თეატრალური ხელოვნების განვითარების, ქართული პროფესიული მუსიკალური განვითარების, სახვითი და თანამედროვე ხელოვნების, ქართული ფოლკლორისა და ეროვნული კინოინდუსტრიის განვითარებისათვის ყოველწლიურად 80 მილიონამდე დაიხარჯება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გაუმჯობესდება სამართლებრივი გარემო – შემუშავდება „კულტურის კოდექსი“, რომელიც იქნება კულტურის სფეროს ერთიანი, სისტემატიზებული სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც დაფუძნებული იქნება სამართლიანობის, პროპორციულობის და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებზე. კოდექსი გააერთიანებს კულტურის სფეროს ყველა დარგსა და მიმართულებას და დაარეგულირებს კულტურის სფეროში სახელმწიფოს, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლება-მოვალეობებს, მათ შორის, სოციალურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ ურთიერთობებს, ამ ურთიერთობათა ძირითად პრინციპებსა და თავისებურებებს.

თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ მომდევნო ათი წლის განმავლობაში გაიზრდება სახელმწიფო და კერძო სექტორის პარტნიორობა და კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ეკონომიკური პოტენციალი. კერძოდ, სექტორის წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში გაიზრდება 2,8%-დან 3,5%-მდე, ხოლო სექტორში დასაქმებულთა წილი საერთო დასაქმებაში გაიზრდება 5,2%-დან 5,8%-მდე. კულტურული ტურიზმის წილი გაიზრდება 7,3%დან 8%-მდე.

სპორტი და ახალგაზრდობა

სიახლეები სპორტსაც შეეხება – სამინისტრო აპირებს შექმნას სასპორტო განათლების სისტემა, რომელიც სპორტის თითოეული სახეობისთვის მოამზადებს კვალიფიციურ კადრებს. უმაღლესი და პროფესიული სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებები (სპორტის უნივერსიტეტი და კოლეჯი) აღიჭურვება თანამედროვე სასწავლო, საწვრთნელი და სამეცნიერო ინფრასტრუქტურით.

საქართველოს ყველა რეგიონში იარსებებს მრავალპროფილური სპორტული აკადემია, სპორტის ძირითად სახეობებში (ჭიდაობა, ძიუდო, მძლეოსნობა, ძალოსნობა, კალათბურთი, ცურვა, ფეხბურთი, რაგბი და სხვ.) სრულყოფილი წვრთნისა და ვარჯიშის შესაძლებლობებით.

საქართველოში შეიქმნება სულ მცირე სამი სპეციალიზებული, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სამედიცინო დაწესებულება, რომლებიც უზრუნველყოფენ სპორტსმენების ტრავმის შემდგომ სწრაფ და სრულყოფილ რეაბილიტაციას.

მინისტრი ასევე შეეხო ახალგაზრდობის მიმართულების სტრატეგიას, რომელიც ახალგაზრდობის როგორც ქვეყნის ყველაზე დიდი განახლებადი რესურსის განვითარებას გულისხმობს.

ქვეყანაში გამართულად იმუშავებს არაფორმალური განათლების სისტემა. დაინერგება ახალგაზრდული ინიციატივების დაფინანსების სისტემა, რომლის ყოველწლიური ბიუჯეტი 5 მლნ ლარი იქნება. სამინისტრო ასევე მოაწყობს ახალგაზრდულ ბანაკებს, რომლებიც წელიწადში 15 ათას მონაწილეს უმასპინძლებს. დასვენებისა და გართობის გარდა, ბანაკები არაფორმალური განათლებისა და სახელმწიფოსათვის სტრატეგიულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლების ფუნქციას შეასრულებს.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ათწლიანი გეგმის პრეზენტაციას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, სპორტსმენები, ახალგაზრდები და სამინისტროს მიერ კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსების გამარჯვებულები.

 

19
ბათუმი

ბათუმში სულიკო ჟღენტის კინომუზეუმი გაიხსნება

37
(განახლებულია 17:55 27.07.2021)
მუზეუმი ბათუმის ცენტრში, ძველ სახლში გაიხსნება, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს

თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. ბათუმში ქართველი კინოდრამატურგის, მაყურებლისთვის საყვარელი და საერთაშორისოდ აღიარებული ფილმების სცენარის ავტორის სულიკო ჟღენტის სახელობის კინომუზეუმი გაიხსნება, ნათქვამია საქართველოს კინოაკადემიის განცხადებაში.

მუზეუმის მოწყობა წელს დაიწყება ხულოს ქუჩაზე სახლში, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს

„მსოფლიოს ზღვისპირა ქალაქებში ერთგვარი სახელოვნებო ტენდენციაა კინომუზეუმების არსებობა. ბათუმი ნამდვილად იმსახურებს, რომ ჰქონდეს ასეთი სამუზეუმო სივრცე“, – განაცხადა სცენარისტის შვილმა ოლიკო ჟღენტმა.

პროექტისა და მუზეუმის კონცეფციის ავტორი ოლიკო და ქეთევან ჟღენტები არიან.

კინომუზეუმის გახსნის ინიციატივა 2020 წლის 22 ივნისს კინოდრამატურგის დაბადებიდან 95 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე გახდა ცნობილი. ინიციატივას მხარი დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. პროექტი აჭარის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

სულიკო ჟღენტი 1925 წლის 22 ივნისს დაიბადა. მეორე მსოფლიო ომში მოხალისედ წავიდა, სადაც მძიმედ დაიჭრა. შემდეგ ასწავლიდა სკოლაში ქართულ ენას, ბეჭდავდა მოთხრობებსა და ჩანახატებს ქართულ გაზეთებში. 1954 წელს დაამთავრა ВГИК–ის სასცენარო ფაკულტეტი. მის კალამს ეკუთვნის სცენარები შემდეგი ფილმებისა: „ჯარისკაცის მამა“, „ბურთი და მოედანი“, „ღიმილის ბიჭები“, „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“, „ნერგები“, „წუთისოფელი“, „რაჭა, ჩემო სიყვარულო“, „ფესვები“ „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“, „მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი“ და ა.შ.

არის საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967), ღირსების ორდენის კავალერი, საუკეთესო სცენარების შექმნისათვის მიღებული აქვს ლენინური და მემედ აბაშიძის პრემიები, საკავშირო კინოფერტივალების პრემიების ლაურეატი (1970, 1972, 1973).

სულიკო ჟღენტი გარდაიცვალა 2000 წლის 3 თებერვალს. დაკრძალულია თბილისის დიდუბის პანთეონში.

37
თემები:
ქართული კინო
დავით ზალკალიანი

როგორ პასუხს გასცემს ქართული ხელისუფლება დასავლეთის კრიტიკაზე: ზალკალიანის ხედვა

0
საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ შარლ მიშელის შეთანხმების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია და ამას ადასტურებს საქართველოს საარჩევნო კოდექსი

თბილისი, 29 ივლისი - Sputnik. დასავლეთისთვის ცნობილია საქართველოს მმართველი პარტიის არგუმენტები შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით და ახლა ჩვენ ვაწარმოებთ დამატებით კონსულტაციებს, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

გუშინ მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ანულირებულად  გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით 19 აპრილს ხელმოწერილი კომპრომისული შეთანხმება. ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია მკვეთრი კრიტიკა დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რომლებმაც ხელისუფლების პროდასავლურ კურსში ეჭვი შეიტანეს.

„მინდა, გითხრათ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში როგორც ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები, საპარლამენტო ხელისუფლების წარმომადგენლები „ქართული ოცნებიდან“, ისე პირადად მე ვარ მუდმივ კონტაქტზე ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, იგივე შარლ მიშელის კაბინეტთან, რათა მათ ჰქონდეთ მკაფიო წარმოდგენა, თუ რასთან გვაქვს საქმე და რატომ მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ ეს გადაწყვეტილება. ჩვენი არგუმენტები მათთვის ამ დღეების განმავლობაში უკვე ცნობილია და დამატებითი კომუნიკაციაც იქნება, რომ კიდევ უფრო საფუძვლიანად გავაანალიზოთ, თუ რა სიტუაციაში ვართ“, - განაცხადა ზალკალიანმა „პირველი არხის“ ეთერში.

მან აღნიშნა, რომ ქვეყნის კურსი რჩება პროდასავლური და ამ არჩევანს განსაზღვრავს ქართველი ხალხი და მათ შორის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი.

ამავე დროს მინისტრმა აღნიშნა, რომ შარლ მიშელის შეთანხმების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია და ამას ადასტურებს საქართველოს საარჩევნო კოდექსი, რომლის საფუძველზე 2 ოქტომბერს ჩატარდება ადგილობრივი არჩევნები.

„ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას უკვე აქვს ოფიციალური მოწვევა ადგილობრივ არჩევნებზე და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოვიდეს საქართველოში, იქნება ეს OSCE/ODIHR (ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი - რედ.), ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეგიონალური ბიურო, თუ სხვა დიდი საერთაშორისო ორგანიზაცია. ასევე ორმხრივად ყველა ჩვენს პარტნიორ ქვეყანას ექნება შესაძლებლობა, დააკვირდეს ამ არჩევნებს. უფრო მეტიც, არჩევნები რომ დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარდება, ამის გარანტია არის ის ახალი საარჩევნო კანონმდებლობა, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი იყო“, – განაცხადა ზალკალიანმა.

სიტუაციის შეფასების მიზნით საქართველოში უკვე იმყოფება ევროპარლამენტარების ჯგუფი. გარდა ამისა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ემზადება კონსულტაციების მორიგი რაუნდისთვის საქართველოს პოლიტიკურ სუბიექტებთან.

 

0