ლოკარნოში გაიმართება ფილმ „მედეას“ პრემიერა, რომელშიც ქართველი მსახიობი მონაწილეობს

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშითინა დალაქიშვილი
თინა დალაქიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2021
გამოწერა
ესაა სულისშემძვრელი დრამა ქალისა და მისი შინაგანი სამყაროს შესახებ, რომელიც სავსეა რევოლუციით, პროტესტით, ამბოხითა და სიყვარულით.
თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე რუსი რეჟისორის ალექსანდრ ზელდოვიჩის ფილმ „მედეას“ პრემიერა გაიმართება, რომელშიც მთავარ როლს ქართველი მსახიობი თინათინ დალაქიშვილი ასრულებს.
ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალი ევროპის ერთ-ერთი უძველესი ფესტივალია. 1946 წლიდან ის ყოველწლიურად აგვისტოში შვეიცარიის ქალაქ ლოკარნოში იმართება. ევროპის მასშტაბით ლოკარნოს ფესტივალი, კანის, ვენეციისა და ბერლინის ფესტივალების შემდეგ, მიჩნეულია მნიშვნელობით მეოთხე კინოფესტივალად. კინოფესტივალი ოფლაინ-რეჟიმში 4-14 აგვისტოს გაიმართება. ფილმ „მედეას“ პრესტიჟული კინოფესტივალის ძირითად კონკურსში წარადგენენ.
ფილმი მედეას შესახებ ძველბერძნული მითის თანამედროვე ვარიანტია. მთავარი როლები სურათში შეასრულეს თინათინ დალაქიშვილმა და ევგენი ციგანოვმა.
„მედეა“ – რევოლუციის ჩემთვის ცნობილი პირველი მეტაფორაა. რევოლუცია ყოველთვის გარდაუვალია, ის მსხვერპლს ყოველთვის ჯალათად აქცევს და თავის შვილებს შთანთქავს. ამბოხს ქალური ბუნება აქვს. ის, რომ ეს მითი ორი ათასი წლისაა, მეტყველებს, რომ მასშია ქალური ბუნების გაგების გასაღები, იმის, რაც უკვე ორი ათასია წელია ცდილობს, რომ იყოს გაგებული“, – აცხადებს რეჟისორი ზელდოვიჩი თავის ფილმზე.
ლოკარნოს კინოფესტივალი - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2021
ლოკარნოს კინოფესტივალზე ერთდროულად ორი ქართული ფილმია წარდგენილი
ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე ასევე ორი ქართული ფილმია წარდგენილი – სალომე ჯაშის „მოთვინიერება" და ელენე ნავერიანის „სველი ქვიშა".
კინოფესტივალზე მთავარი პრიზის - „ოქროს ლეოპარდისთვის" 17 ფილმი იბრძოლებს.
თინა დალაქიშვილი განათლებით ლანდშაფტის დიზაინერია, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, რომ სულ სხვა სფეროში მოეხვეჭა პოპულარობა. დალაქიშვილი ამჟამად ცნობილი მსახიობია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. ის გადაღებულია ფილმებში „სიყვარული აქცენტით“, „მძევლები“, „ვარსკვლავი“ და სხვ.
ყველა ახალი ამბავი
0