სვანეთში მოკლემეტრაჟიანი კინოს საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება

© Mestia International Short & Mountain Film Festivalსვანეთი
სვანეთი - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2021
გამოწერა
თავმბრუდამხვევი მთები და კინო – მესტია კინომოყვარულებს, და არა მხოლოდ, საინტერესო მოვლენაზე ეპატიჟება.
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. მესტიაში 15–19 სექტემბერს მოკლემეტრაჟიანი კინოს საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება, იუწყებიან ორგანიზატორები.
ფესტივალი ორ საკონკურსო სექციას გააერთიანებს – მოკლემეტრაჟიანი ფილმები და ფილმები მთების თემაზე.
პარიზი - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2021
ქართული ანიმაციური ფილმი პარიზში დაჯილდოვდა
საკონკურსო სექციების გარდა, ფესტივალზე იქნება სპეციალური სექცია ევროპელი პარტნიორებისთვის, ასევე ცალკე იქნება წარმოდგენილი კინოსტუდია „ქართულ ფილმი", რომელიც ახლად აღდგენილ, უნიკალურ ანიმაციურ ფილმებს წარმოადგენს. ამ სექციის ფარგლებში ფილმების რესტავრატორი ელია ფარსადანიშვილი სტუმრებს რესტავრაციის დეტალების შესახებ უამბობს.
ფესტივალის ბოლოს გამოავლენენ საუკეთესო მოკლემეტრაჟიან კინოფილმსა და საუკეთესო სურათს მთების თემაზე, ასევე განსაკუთრებული პრიზები გადაეცემათ საუკეთესო კინომუსიკისა და საუკეთესო მხატვრობისთვის. იქნება ასევე ჟიურის სპეციალური პრიზი.
„ჩვენთვის, ფესტივალის ორგანიზატორებისთვის პირველ ადგილზე ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაცია დგას და ამ მიზნით გადავწყვიტეთ, მთის თემატიკის ფილმების პრიზისთვის მიხეილ ხერგიანის სახელი მიგვენიჭებინა და ამით კიდევ ერთხელ მიგვეგო პატივი ამ გენიალური ადამიანისა და საოცარი სპორტსმენისადმი", — განაცხადა კინოფესტივალის დამფუძნებელმა ხათუნა ხუნდაძემ.
ფილმებს ქართველი და უცხოელი პროფესიონალებისგან შემდგარი ჟიური შეაფასებს.
ყველა ახალი ამბავი
0