დემნა გვასალია

„ბაზრის ჩანთა“ 80-იანი წლებიდან დემნა გვასალიამ ტრენდად აქცია ნახეთ ჩანთის ფასი

139
(განახლებულია 16:46 04.06.2021)
დემნა გვასალია დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დიზაინერია, Balenciaga-სთვის თავისი კოლექცია მან პირველად 2016 წლის მარტში წარადგინა.

ბადე-ჩანთა, რომელიც 80-იან წლებში ასე პოპულარული იყო, მოდაში ბრუნდება. მსოფლიოს წამყვანმა დიზაინერებმა ერთხმად აღიარეს, რომ ის წლის მთავარი საზაფხულო აქსესუარი გახდება. დიზაინერები ამბობენ, რომ მისი ტარება შესაძლებელია ყველგან, როგორც საქმიან შეხვედრებზე, ასევე ყოველდღიური მოხმარებისთვის. ამიტომ წამყვანმა ბრენდებმა მისი ყველაზე ორიგინალური ვერსიები შემოგვთავაზეს.

წელს ბადე-ჩანთები შექმნა „მანგომ“. ბრენდმა ტრადიციული ბადე ორიგინალური სამკაულებით გააფორმა და მას ახალი ცხოვრება შესძინა. სამაგიეროდ სტანდარტული და ძალიან ორიგინალურია „ბუდი შოპოს“ ფერადი ბადე-ჩანთების კოლექცია, რომელიც ბიუჯეტური და პრაქტიკულია. ცალკე აღნიშვნის ღირსია ბადეები „მასიმო დუტისგან“, შავი და მოხდენილი, ისეთი როგორიც ის იყო ადრე.

„მიუ მიუს“ მოდის სახლმა კი წითელი ბადე-ჩანთები ტყავისგან დაამზადა და მისი უფრო კლასიკური ვერსია შემოგვთავაზა. ულამაზესი და ჰაეროვანია „ასოსის“ ბადე-ჩანთებიც, ძირითადად ყველა მათგანი თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი. წელს ყველაზე მოდური საზაფხულო ჩანთა შექმნა „ვეტმანმა“. დემნა გვასალიას მიერ შექმნილი ბადე-ჩანთა 1540 დოლარი ღირს, მას პატარა საფულეც მოჰყვება.

დემნა გვასალია დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დიზაინერია, Balenciaga-სთვის თავისი კოლექცია მან პირველად 2016 წლის მარტში წარადგინა. დიზაინერი მანამდე რვა წლის განმავლობაში „მარჯიელაში“ მუშაობდა და მას მარჯიელას „სულიერ შვილად“ მოიხსენიებდნენ. რაღაც პერიოდი დემნამ ლუი ვიტონთანაც იმუშავა.

139
თემები:
ქართველი სელებრითები (480)
რუსთაველის თეატრი

რუსთაველის თეატრი მოსკოვში ჩეხოვის თეატრალურ ფესტივალზე მიემგზავრება

56
ქართველი არტისტები წარადგენენ გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის, მაესტრო გია ყანჩელის ხსოვნისადმი მიძღვნილ სპექტაკლს „თამაშის დასასრული“.

თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დასი რეჟისორ რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით მოსკოვში, ჩეხოვის თეატრალურ ფესტივალზე მიემგზავრება.

ქართველი არტისტები 30 ივნისს, 1 და 2 ივლისს „მოსსოვეტის“ თეატრის სცენაზე წარადგენენ სპექტაკლს „თამაშის დასასრული“ (Endgame). Endgame ფრანგი და ირლანდიელი მწერლის, დრამატურგ-ექსპერიმენტატორის, ნობელის პრემიის ლაურეატის სემუელ ბეკეტის ტრაგიკომედიაა.

ფესტივალში დსთ-ის და ბალტიისპირეთის ქვეყნების თეატრები მონაწილეობენ.

„ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ შევძლებთ მოსკოველ მაყურებელს ვაჩვენოთ ჩვენი სპექტაკლი - ერთ-ერთი ბოლო სპექტაკლი. უჩვეულო პიესაა, უჩვეულო ავტორი და, ჩემი აზრით, მსახიობებიც არ თამაშობენ ცუდად", - განაცხადა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რუსეთის „პირველ არხთან“ ინტერვიუში.

„თამაშის დასასრული“ სამყაროს არსებობის ბოლო წუთებზეა. რაღაც გლობალურმა კატასტროფამ ცივილიზაცია გაანადგურა, გადარჩა მხოლოდ ოთხი ადამიანი, და მათი აღსასრულიც ახლოვდება.

სპექტაკლი ეძღვნება გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის, მაესტრო გია ყანჩელის ხსოვნას, რომელიც რობერტ სტურუას თანაავტორი და დიდი ხნის მეგობარი იყო.

საქართველოში სპექტაკლის პრემიერა 2020 წლის 20 თებერვალს შედგა.

ჩეხოვის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 1992 წელს დაარსდა. მას შემდეგ ფესტივალმა 51 ქვეყნის 500-ზე მეტი სპექტაკლი აჩვენა.

56
ბაკურიანი

ბაკურიანში ქართული ფილმების კინოფორუმი გაიმართება

31
(განახლებულია 13:53 20.06.2021)
წელს ბაკურიანი ქართულ კინოფორუმს მესამედ უმასპინძლებს. ღონისძიება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეგულაციების დაცვით ჩატარდება.

თბილისი, 20 ივნისი - Sputnik. ბაკურიანში 25-30 ივნისს გაიმართება კინოფორუმი „ნახე პირველად ბაკურიანში“, სადაც საზოგადოება იხილავს იმ ახალ ქართულ ფილმებს, რომლებიც ფართო აუდიტორიას ჯერ არ უნახავს, იუწყება ეროვნული კინოცენტრი.

კინოცენტრის ინფორმაციით, ღონისძიება რეგულაციების დაცვით ჩატარება. მისი მონაწილეები ნახავენ უახლეს ქართულ მხატვრულ, დოკუმენტურ და მოკლემეტრაჟიან ფილმებს (სულ 20-მდე ფილმს).

ფილმებს შორისაა ქართველი რეჟისორის – ზაზა ურუშაძის ბოლო ნამუშევარი „ანტონი“, კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში შერჩეული და უკვე არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი ფილმი „დასაწყისი“ (რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი), ასევე საერთაშორისო ასპარეზზე აღიარებული დოკუმენტური ფილმი „მოთვინიერება“ (რეჟისორი სალომე ჯაში) და ალექსანდრე კობერიძის ფილმი „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“, რომლის მსოფლიო პრემიერაც წელს გაიმართა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე.

ბაკურიანის კინოფორუმს დაესწრებიან კინოკრიტიკოსები, ჟურნალისტები, რეჟისორები, პროდიუსერები და მსახიობები.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კინოჩვენებების გარდა, ფორუმის სტუმრებს „შემოქმედებითი ევროპა” შესთავაზებს პროგრამის პრეზენტაციასა და საინტერესო დისკუსიებს ქართულ კინემატოგრაფში მიმდინარე პროცესებზე.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან შპს „ემ თი ეი “ , „შემოქმედებითი ევროპა“ , სასტუმრო „კრისტალი“ და ბორჯომის მუნიციპალიტეტი.

 

31
თამო ვაშალომიძე

თამო ვაშალომიძემ იმიჯი კარდინალურად შეიცვალა - ქერა თმა ცეცხლოვანმა წითელმა ჩაანაცვლა

0
(განახლებულია 13:20 21.06.2021)
სექსუალური მოდელი გარდასახვას თავს არ არიდებს, თუმცა ეროტიკულ ფოტოსესიებში აღარ მონაწილეობს. მოულოდნელი ცვლილებები დაოჯახებამ და მეორე შვილის გაჩენამ განაპირობა, თუმცა თამო ძველ სითამამეს არ კარგავს. როგორ მოგწონთ ფოტომოდელის უახლესი გადაწყვეტილება?

სექსუალურმა ფოტომოდელმა ცხოვრების წესი შეიცვალა და დიასახლისობას დიდი მონდომებით შეუდგა. თამო ახლა ორი შვილის დედაა. ტელესახემ 28 ნოემბერს მეორე შვილი გააჩინა. დეკემბრის დასაწყისში დედა-შვილი სამშობიაროდან გაწერეს და თამოს მეუღლემ ოჯახის წევრებს სახლში ლამაზი სიურპრიზი დაახვედრა. ახალშობილ მაქსიმეს ახალბედა მამა ზღაპრული დეკორაციებითა და დიდი სიხარულით დახვდა. პატარა ძმას სოფიაც მალევე დაუმეგობრდა. აკა სამხარაძე სოფიასა და მაქსიმეს თანაბარ დროს უთმობს და ანებივრებს.

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Tamo Vashalomidze (@tamovashalomidze)

მეორე ნახევრის დახმარებით, თამო საკუთარ თავს კვლავ დიდ დროს უთმობს. ფოტომოდელი ექსპერიმენტებზე უარს ვერ ამბობს, და ამჯერად იმიჯი რადიკალურად შეიცვალა. 2 შვილის დედა წითელი თმის მოხდენას ცდილობს, რაც მისმა თაყვანისმცემლებმა დადებითად შეუფასეს. ბევრმა აღნიშნულ ფოტოზე თამოს ტანი შენიშნა, თუმცა ჩრდილქვეშ არც ვარცხნილობა მაქცეულა. როგორ მოგწონთ სექს-სიმბოლოდ წოდებული ყოფილი ფოტომოდელის ახალი იმიჯი?

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Tamo Vashalomidze (@tamovashalomidze)

თამო ვაშალომიძე, ფაქტობრივად, საიდუმლოს გარეშე ცხოვრობს. ერთადერთი, რაც მოდელმა თაყვანისმცემლებს დღემდე არ გაუმხილა – მისი ყოფილი პარტნიორის ვინაობაა.მან ახალშობილი ვაჟის ფოტო მშობიარობის დღესვე გამოაქვეყნა და დაწერა, რომ სიტყვებით ვერ გადმოსცემს ისეთი ბედნიერია, თუმცა ბავშვის სახე დამალა. ახლა მოდელმა გადაწყვიტა თაყვანისმცემლებს მაქსიმეს სახეც აჩვენოს, რასაც სოფიას დაბადებისას არ აკეთებდა და საგულდაგულოდ მალავდა.

Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от Tamo Vashalomidze (@tamovashalomidze)

ეპატაჟური ვარსკვლავი ახალ ცხოვრებას ახალი ძალებით შეუდგა. რთული ცხოვრების მიუხედავად, თამო უამრავი ქალბატონისთვის სიძლიერის მაგალითად იქცა. ახლა მისი ცხოვრება ფოტომოდელობის მიღმა ოჯახურ სივრცეში მიედინება, რაც თამოსთვის დიდი კომფორტის ზონა და ბედნიერებაა. უახლეს ფოტოებსა და ვიდეოზე კარგად ჩანს, თუ რა მარტივად მოირგო ცოლ-ქმარმა მშობლის როლი.

0
თემები:
ქართველი სელებრითები (480)