დღეს საფრანგეთიდან გენერალ კვინიტაძის ნეშტს საქართველოში გადმოასვენებენ

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკშიდაკრძალვა
დაკრძალვა  - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2021
გამოწერა
დღეიდან სამების საკათედრო ტაძარში პანაშვიდი გაიმართება, ხოლო 26 მაისს ემიგრაციაში გარდაცვლილ გენერალ გიორგი კვინიტაძეს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს დღეს საფრანგეთიდან საქართველოში გადმოასვენებენ.

ემიგრაციაში გარდაცვლილი ქართველი გენერლის პატივის მისაგებად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური ღონისძიება გაიმართება.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ემიგრაციაში გარდაცვლილ გენერალ გიორგი კვინიტაძეს 26 მაისს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

ქაქუცა ჩოლოყაშვილი და შეფიცულთა რაზმი - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2018
ქაქუცა ჩოლოყაშვილის ჩოხა სამშობლოში დაბრუნდა

22 მაისიდან სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება.

გიორგი კვინიტაძე იყო საქართველოს რესპუბლიკის  საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი 1918-1921 წლებში. იგი დაიბადა 1874 წლის 2 სექტემბერს, დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი და პეტერბურგის ფეხოსანთა სასწავლებელი. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებაში. დიდი წვლილი შეიტანა 1919 წელს ტფილისის იუნკერთა სამხედრო სკოლის შექმნაში და მისი პირველი ხელმძღვანელი იყო. 1918 წლიდან 1919 წლამდე აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. 1921 წლის 16 თებერვალს რუსეთ-საქართველოს ომის დროს ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ გენერალი კვინიტაძე მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0