ლელობურთის შეკერვა

პანდემიის გამო სოფელ შუხუთში ლელობურთი კვლავ ვერ აღნიშნეს

56
ზედიზედ მეორე წელია კორონავირუსის პანდემიის გამო ლელობურთის საყურებლად ვერ იკრიბებიან უამრავი მაყურებლები და მოთამაშეები

თბილისი, 2 მაისი - Sputnik. დღეს აღდგომის დღესასწაულზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთის მცხოვრებლებმა სიმბოლურად ლელობურთი შეკერეს.

კორონავირუსის პანდემიის გამო ზედიზედ მეორე წელია „ლელობურთის“ საყურებლად ვერ იკრიბებიან უამრავი მაყურებლები და ზემო და ქვედა შუხუთელების გუნდები.

„ტრადიციულად აღდგომის დღესასწაულზე ლელობურთი იმართებოდა. პანდემიის გამო, ხალხმრავალი ღონისძიება უკვე მეორედ აღარ ტარდება. იმედი მაქვს, მომავალში შევძლებთ დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს. მინდა, ყველას მივულოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, ჯანმრთელობა და წარმატებები ვუსურვო“, – განუცხადა ჟურნალისტებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.

სიმბოლურად 16-კილოგრამიანი ლელობურთი ტრადიციისამებრ ადგილობრივებმა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მიიტანეს.

2019 წელს „ლელობურთს“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. გურულები ამ თამაშს უკავშირებენ „შუხუთფერდის“ ბრძოლას, რომელიც 1854 წელს გაიმართა. ისტორიული ბრძოლა, რომელიც ცნობილია როგორც ნიგოითის ბრძოლა, რუსეთ-თურქეთის ომის დროს მოხდა.

ლელო - გუნდური თამაშია, რომელიც ბევრი რამით ტრადიციულ რაგბის წააგავს. თამაშში ორი 30 წუთიანი ტაიმი და 10 წუთიანი შესვენებაა.

56
თეა წულუკიანი

„ოსტატების რეესტრი“: კულტურის სამინისტროში განაცხადების მიღება იწყება

95
(განახლებულია 22:26 06.05.2021)
უწყების ინფორმაციით, გასაუბრებაზე მოსაწვევად პირმა უნდა წარმოადგინოს თავისი ბიოგრაფია და ჩამოთვალოს წარსულში განხორციელებული სამუშაოები.

თბილისი, 6 მაისი – Sputnik. სააქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრატორ-კონსერვატორ ოსტატთა რეესტრის შექმნას იწყებს, განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ოსტატთა რეესტრის შექმნა წულუკიანმა მიმდინარე წლის მარტში დააანონსა და განაცხადა, რომ „ყველა ძეგლს უნდა შეეხოს მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც საქმის პროფესიონალია, და გარემონტება კი არ უნდა მიმდინარეობდეს, არამედ რეალური რესტავრაცია“.

წულუკიანის განმარტებით, 2022 წლიდან მათი სერტიფიცირების სისტემის ამუშავება იგეგმება.

სამინისტრო შემდეგი პროფესიის ოსტატების განაცხადებს მიიღებს:

  • ქვითხურო (ქვისმთლელი მწყობელი, ჩუქურთმის მჭრელი, დეკორატორი);
  • ხითხურო (ყოველი სადურგლო სამუშაოს შემსრულებელი);
  • კირითხურო (მლესავი, ყორემწყობელი, მძერწავი);
  • სახურავთა ოსტატი (კრამიტ-ლორფინის ოსტატები, მეთუნუქე ოსტატები)
  • მჭედელ-ზეინკალი;
  • მეავეჯე; ხარატი; დეკორატორი.

დღეიდან 15 ივნისამდე რეესტრში მოსახვედრად პრაქტიკოს ოსტატებს შეუძლიათ მიმართონ საქართველოს კულტურის სამინისტროს „ფეისბუქის“ ოფიციალური გვერდის, ოფიციალური ელექტრონული ფოსტის info@culture.gov.ge ან ცხელი ხაზის მეშვეობით ნომერზე 2-022-229.

კულტურის სფეროს დიდი რეფორმები ელოდება – რა გეგმები აქვს მინისტრს>>

უფრო ადრე წულუკიანმა კულტურის სფეროში რეფორმები დააანონსა. კერძოდ, კულტურის მინისტრმა განაცხადა, რომ შეიქმნება კულტურის კოდექსი და განახლდება მოძველებული სამართლებრივი ნორმები.

პარლამენტის დეპუტატი თეა წულუკიანი კულტურის მინისტრად 19 მარტს დაინიშნა, მოვალეობების შესრულებას 22 მარტს შეუდგა.

95
თემები:
საქართველო და კულტურა
ქართული სამოსის გამოფენა პრაღაში

პრაღაში ქართული ეროვნული სამოსი გამოფინეს

39
(განახლებულია 22:22 06.05.2021)
გამოფენაზე წარმოდგენილია ტანსაცმლის ნიმუშები, რომლებსაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იყენებდნენ, აგრეთვე ცნობილი მხატვრის ლადო გუდიაშვილის ესკიზების ასლები.

თბილისი, 6 მაისი – Sputnik. პრაღის „სკლენაკის" გალერეაში გამოფენა „ქართული ეროვნული სამოსი" გაიხსნა, ნათქვამია ორგანიზაცია „საქართველოს დიპლომატიური მისიების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოფენა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება, ჩეხეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიხსნა და 30 მაისამდე გასტანს.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ქართული ეროვნული კოსტიუმები, ასევე გამოჩენილი ქართველი მხატვრის ლადო გუდიაშვილის ესკიზების ასლები.

საელჩო მხარდაჭერისა და გამოფენის ორგანიზებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის პრაღის მერიის მრჩეველს სტრატეგიული განვითარებისა და ძეგლთა დაცვის საკითხებში ევა სმუტნას, საქართველოს ხელოვნების სასახლის გენერალურ დირექტორს გიორგი კალანდიას, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო კონსულს  ონდრეი სვობოდას და „ნაციონალური სამოსის სახლის" ხელმძღვანელს ეკატერინე ჯავახიშვილს.

39
არწივი მთებში

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 8 მაისი

0
(განახლებულია 18:38 07.05.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 8 მაისია, შაბათი. კლებადი მთვარე ვერძის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.

იღბალი იქნება თანმდევი ყველა საქმეში, რაც ოგანიზაციულ მომენტებსა და ურთიერთობებს უკავშირდება. საუკეთესო დღეა კომპრომისების მოსაძებნად, რთული სიტუაციების გასაშიფრად, ნესბიემიერი ღონისძიებისთვის – ოფიციალური მოლაპარაკებებიდან დაწყებული წვეულების მოწყობით დამთავრებული. ძალზე ხელსაყრელი დროა იმისთვის, რომ საქმეები კარგად დაალაგოთ და საჭირო კალაპოტი მისცეთ.

ეგვიპტური ჰოროსკოპი – დაინახეთ თქვენი თავი განსხვავებულად>>

ვერძი: დღეს ვითარება თქვენგან მოითხოვს, რომ ინიციატივა აიღოთ ხელში. თუნდაც ეს თქვენთვის ჩვეული არ იყოს, იგრძნობთ მოთხოვნილებას, რომ მიიღოთ გადაწყვეტილებები და მათზე პასუხისმგებლობა აიღოთ. საინტერესო ისაა, რომ გარშემომყოფები მშვიდად დაგითმობენ პირველობას. შესაძლოა, ყველა გადაწყვეტილება და მოქმედება სწორი არ იყოს, მაგრამ ამით მოგეცემათ შანსი, ყველას და საკუთარ თავსაც აჩვენოთ, რომ ბევრი რამ შეგიძლიათ.

კურო: დღეს გარშემომყოფებმა შეიძლება თქვენით მანიპულირება მოინდომონ. არ არის გამორიცხული, რომ ვიღაც შეეცადოს თავისი მდგომარეობის, კავშირების ან პირადი მომხიბვლელობის გამოყენებას, რათა თავის თამაშში ჩაგითრიოთ. თუ ამ მცდელობას აჰყვებით, დროთა განმავლობაში ინანებთ – ამან შეიძლება თქვენს რეპუტაციას დაარტყას. ასე რომ, დღეს თქვენი თვალსაზრისი უნდა დაიცვათ და მოერიდოთ ადამიანებს, რომლებიც თქვენით მანიპულირებას შეეცდებიან.

ტყუპი: დღეს კარგად ვერ გაართმევთ თავს იმ საქმეებს, სადაც ლოგიკური აზროვნებაა საჭირო – გათვლები, ანალიტიკა, მეცნიერება, დაგეგმვა, სწავლა. სამაგიეროდ, ძალიან იოლი იქნება კონტაქტები ადამიანებთან, მათი თქვენი იდეებითა და ემოციებით დამუხტვა. ამას გარდა, ურთიერთობებში მწვავედ იგრძნობთ სიყალბეს, რისი გამოყენებაც „სიცრუის დეტექტორის“ სახით შეგიძლიათ.

კირჩხიბი: ვარსკვლავები გირჩევენ, დრო გამონახოთ კარიერული, პროფესიული თუ პიროვნული ზრდის მეთოდიკის გასაცნობად. ამ თემებზე წიგნების ნახვა ადვილია – ნებისმიერი წიგნის მაღაზიიდან დაწყებული ინტერნეტით დამთავრებული. თუნდაც სკეპტიკურად უყურებდეთ მსგავს ლიტერატურას, ნამდვილად ღირს მისი შესწავლა, ან შეგიძლიათ შეეგუოთ დღევანდელ მდგომარეობას. მაგრამ გახსოვდეთ, რომ რამდენიმე რჩევის გათვალისწინებაც კი წარმატებებს მოგიტანთ.

ლომი: დღეს ნებისმიერი შეკრების „მიზიდულობის ცენტრი“ შეგიძლიათ გახდეთ. გარეშემომყოფები თქვენკენ მოილტვიან. საჭირო შედეგი რომ მიიღოთ, საკმარისია თქვენი ქარიზმა გამოიყენოთ – უარს ვერავინ გეტყვით. სხვათა შორის, დღევანდელი ვითარება სხვანაირადაც შეიძლება შემობრუნდეს თქვენთვის – ირგვლივ მყოფებმა გასაქანი არ მოგცენ, სულის მოთქმა არ გაცადონ და სულ „ნაწილ–ნაწილ“ დაგიტაცონ.

ქალწული: დღეს შეიძლება დიდ მანიპულატორად იქცეთ და ადამიანები თოჯინებივით ათამაშოთ. თუნდაც ეს მანიპულაცია სუსტი იყოს, მაგრამ არსი მაინც არ იცვლება. მზად ხართ, გარშემომყოფების მოქმედებებს საჭირო კალაპოტი მისცეთ. ამისთვის კი აამუშაოთ კავშირები, მინიშნებები, დაპირებები, ჭორები... ამან რომ არ იმუშაოს კიდეც, თქვენსას მაინც მიაღწევთ, მაგრამ უფრო ადვილი გზებით – ქედუხრელობითა და სხვების დარწმუნების უნარით.

სასწორი: დღეს ის იშვიათი დღეა, როდესაც ირგვლივმყოფებთან კამათში ნამდვილად შეიძლება დაიბადოს ჭეშმარიტება. მაგრამ მაინც სჯობს, არა იკამათოთ, არამედ განიხილოთ, იმსჯელოთ ნებისმიერ თემაზე – იდეებზე, გეგმებზე, პერსპექტივებზე. დღეს არაფერი ისე არ გაგამხნევებთ, არაფერი გაგიჩენთ ცინცხალ იდეებსა და მოქმედების სურვილს, როგორც ტვინის კარგი „შეჯანჯღარება“. თანამოაზრეებთან ერთად ნებისმიერ ამოცანასთან შეჭიდებას შეძლებთ.

მორიელი: მოთმინებითა და გაგებით უნდა მოეკიდოთ ადამიანს, რომელსაც დღეს თქვენი დახმარება, მხარდაჭერა ან რჩევა სჭირდება. თუ კეთილ საქმეს დროს დაუთმობთ, არ ინანებთ. პირიქით, კეთილისმყოფელის როლში თავს არაჩვეულებრივად იგრძნობთ. თქვენც ხომ დაგჭირვებიათ ვინმეს დახმარება ან რჩევა, და რატომ არ უნდა დაეხმაროთ თქვენ? და გახსოვდეთ, რომ სიკეთეცა და ბოროტებაც უკან ბუმერანგივით გვიბრუნდება.

მშვილდოსანი: დღეს ძალიან გაგიჭირდებათ თავის მოთოკვა, რომ ახლობლებს ბრძანებები არ მისცეთ და თქვენი ვალდებულებების ნაწილიც მათ არ გადააბაროთ. ვერაფერს გააწყობთ – ეს გუნდის კანონია, ყოველთვის დამყოლი ვერ იქნებით, ხანდახან კლანჭებიც უნდა გამოაჩინოთ. ამასთან დღეს ეს თავისთავადაც შეიძლება გამოვიდეს – სიტუაცია ისე ჩამოყალიბდეს, რომ არჩევნის წინაშე დადგეთ: ან ვერ გაუმკლავდეთ ყველა საქმეს, ან სხვა დაიხმაროთ.

თხის რქა: დღეს ირგვლივ არსებული ატმოსფერო გაგახარებთ. სითბოსა და ურთიერთდახმარების განცდა თქვენში დაბადებს გრძნობას, რომ ყველა, ვინც გარშემო ტრიალებს, ერთი დიდი ოჯახია. ასეთი სიკეთით სავსე განწყობა აუცილებლად აისახება თქვენ ქცევაზე – ჩვეულებრივზე მეტად გულგახსნილი იქნებით ურთიერთობებში. თქვენი მომხიბვლელობისთვის წინააღმდეგობის გაწევას ირგვლივ მყოფნი ვერ შეძლებენ – თუ მოინდომებთ, დაუძინებელ მტერსაც კი საუკეთესო მეგობრად აქცევთ.

მერწყული: თქვენი კომუნიკაბელურობა დღეს სასიამოვნო დივიდენდებით შეიძლება შემოგიბრუნდეთ. შესაძლოა, გარშემომყოფებთან თქვენი ცოდნით გაიბრწყინოთ, ან პერსპექტიული ნაცნობობა გააბათ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დღეს სრულად უნდა წარმოაჩინოთ თქვენი დიდი ორატორული ნიჭი. რა თქმა უნდა, ლაპარაკი ყოველთვის არაა მისასალმებელი, მაგრამ დღეს გამონაკლისი შეგიძლიათ დაუშვათ და „მჭევრმეტყველების მაგიური ძალა“ აჩვენოთ.

თევზები: დღის განმავლობაში საინტერესო შეხვედრები და ნაცნობობა გელოდებათ, რომლებიც ზეგავლენას მოახდენს თქვენ შემდგომ ცხოვრებაზე. რა სახის იქნება ეს გავლენა – დადებითი თუ უარყოფითი, უკვე თვითონ თქვენზეა დამოკიდებული. ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, ყოველი შემთხვევისთვის, მთელი თქვენი ბუნებრივი ხიბლი აამოქმედოთ თითოეულ თანამოსაუბრესთან. მომხიბვლელობა კი, რაც მართალი, მართალი – არ გაკლიათ.

0