გამოთხოვება კახი კავსაძესთან

მშვიდობით, ბატონო კახი... ლეგენდარული მსახიობი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

91
(განახლებულია 16:26 01.05.2021)
კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვილი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში გაიმართა, საიდანაც ის ტაშის ფონზე გამოასვენეს.

თბილისი, 1 მაისი - Sputnik. ცნობილი ქართველი მსახიობი კახი კავსაძე საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალეს.

კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვილი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში გაიმართა, საიდანაც ის ტაშის ფონზე გამოასვენეს.

დღეს ყველასათვის საყვარელ მსახიობს პატივი მიაგეს და სამძიმარი გამოუცხადეს მის ოჯახის წევრებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ, თბილისის მერმა კახა კალაძემ, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, კულტურის ცნობილმა მოღვაწეებმა, პოლიტიკოსებმა და რიგითმა მოქალაქეებმა. ცნობილ მსახიობს გამოეთხოვა ასევე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.

კახი კავსაძე: ,,უკვე დე-ფაქტო ვხდები!“

85 წლის კახი კავსაძე 27 აპრილს გარდაიცვალა. მსახიობი კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკაში გასული წლის 28 ნოემბერს მოათავსეს. მას სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა. დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობმა დაამარცხა დაავადება და კლინიკიდან გაეწერა. თუმცა, მოგვიანებით მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და იგი თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა.

ათწლეულების განმავლობაში კახი კავსაძე შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის აკადემიური თეატრის წამყვანი მსახიობი იყო. მის ანგარიშზეა ბრწყინვალე თეატრალური დადგმები, 80-ზე მეტი ფილმი.

კახი კავსაძეს დღეს საბურთალოს სასაფლაოზე მისი მეუღლის ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ.

91
ეთნოგრაფიული მუზეუმი

საქართველოში მუზეუმების ფესტივალი გაიმართება

33
(განახლებულია 19:28 17.05.2021)
საქართველოს ეროვნული მუზეუმის მმართველობაში არსებულ ყველა მუზეუმში 18 მაისს, 10:00-დან 17:30 საათამდე შესვლა ყველასთვის უფასო იქნება.

თბილისი, 17 მაისი – Sputnik. მუზეუმების კვირეული, ანუ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფესტივალი, რომელიც მუზეუმების საერთაშორისო დღეს ეძღვნება, 18–26 მაისს მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება, ნათქვამია ეროვნული მუზეუმის ვებ-გვერდზე.

ამ დღეებში საქართველოს ეროვნული მუზეუმის მმართველობაში არსებულ ყველა მუზეუმში მოეწყობა ექსკურსიები კურატორებთან ერთად, საგანმანათლებლო პროგრამები, წიგნების პრეზენტაციები, საჯარო ლექციები, დროებითი გამოფენების გახსნა. ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის მმართველობაში არსებული მუზეუმები:

მუზეუმები თბილისში

  • სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი | რუსთაველის გამზ. 3
  • დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა | რუსთაველის გამზ. 11
  • იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი - ქარვასლა | სიონის ქ. 8
  • გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი (კუს ტბის გზატკეცილი)

მუზეუმები რეგიონებში

  • სვანეთის მუზეუმი | მესტია, ა. იოსელიანის ქ. 7
  • სიღნაღის მუზეუმი | სიღნაღი, რუსთაველის ჩიხი 8
  • ბოლნისის მუზეუმი | ბოლნისი, აღმაშენებლის ქ. 48ა
  • ვანის არქეოლოგიური მუზეუმი | ვანი, ოთარ ლორთქიფანიძის ქ. 32
  • ძალისას მუზეუმ-ნაკრძალი | მცხეთის რაიონი, სოფელი ძალისა
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის მუზეუმი | ახალციხე, რაბათის ციხე, პეტრე ხარისჭირაშვილის ქ. 1
  • ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი | ფოთი, 26 მაისის ქ. 9
  • დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი | დმანისის რაიონი, სოფელი პატარა დმანისი
33
თემები:
საქართველო და კულტურა
მუსიკალური პროექტი The Voice of Georgia ბრუნდება

ქართული „ვოისის“ გამარჯვებული მაგდა ივანიშვილი გახდა

102
ფინალისთვის მაგდამ შეარჩია ლეგენდარული Queen-ის ჰიტი Bohemian Rhapsody, მას ხმა მისცა მაყურებელთა 25%-მა.

თბილისი, 16 მაისი – Sputnik. „პირველ არხზე“ გრანდიოზული მუსიკალური შოუს The Voice of Georgia გამარჯვებული სტეფანე მღებრიშვილის გუნდის წევრი მაგდა ივანიშვილი გახდა.

The Voice of Georgia - არის სატელევიზიო ვოკალური შოუ. 2012 წლიდან კონკურსი „იმედის“ არხზე გადიოდა, ამჟამად კი „პირველი არხით“ გადაიცემა.

ადრე მას ეწოდებოდა „ახალი ხმა“. პირველი ორი სეზონის გამარჯვებულები გახდნენ სალომე ქათამაძე და მარიამ ჩაჩხიანი. პროექტი არის ორიგინალური ფორმატის The Voice ქართული ანალოგი. პროექტი 2010 წელს ჰოლანდიურ ტელევიზიაში RTL4 გამოჩნდა, როგორც The Voice of Holland.

კონკურსის ფინალში რვა მონაწილე გავიდა. გამარჯვებული მაყურებელთა კენჭისყრის საფუძველზე გამოვლინდა. სულ შევიდა 1.039.760 ზარი. აქედან მაგდა ივანიშვილს მხარი დაუჭირა 25,39%-მა. ფინალისთვის მაგდამ შეარჩია ლეგენდარული Queen-ის ჰიტი Bohemian Rhapsody.

გამარჯვებულს ერგო „ვოისის“ პრიზი და 20 ათასი ლარი.

საგარეჯოელი მაგდა ივანიშვილი 22 წლისაა. ტელევიზიაში პირველად გამოჩნდა 2016 წელს მუსიკალურ პროექტში X Factor Georgia, მაგრამ მაშინ ფინალამდე ვერ მივიდა.

The Voice of Georgia 2021-ში კონკურსანტების მწვრთნელები იყვნენ ქართული ფოლკ-როკის ლეგენდა ნიაზ დიასამიძე, ახალგაზრდა ნიჭიერი მომღერალი და მუსიკოსი სალიო (სალომე კორკოტაშვილი), მომღერალი და კომპოზიტორი სტეფანე (მღებრიშვილი), ვირტუოზი მუსიკოსი, კომპოზიტორი, პიანისტი და დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი.

102

დიდი ტალღები და ძლიერი ქარი: მუმბაიში ციკლონმა ტაუკტაემ ქაოსი გამოიწვია

0
ორშაბათს მუმბაის ციკლონმა ტაუკტაემ გადაუარა, რომელიც ახლა მთელ რეგიონს ემუქრება

ტაუკტაეს გამო მუმბაის აეროპორტში 55-ზე მეტი რეისი გაუქმდა.

მთავრობამ ქალაქის სანაპიროზე სამი სამხედრო ხომალდი გაგზავნა 400-ზე მეტი ადამიანის გადასარჩენად.

ქარის სიჩქარებ 185 კმ/სთ-ს მიაღწია, რის გამოც ათასობით ადამიანს სახლის დატოვება მოუწია.

0