საქართველო მექსიკაში საერთაშორისო ფესტივალზე საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს

CC BY-SA 2.0 / Levan Gokadze / Kazbegiდარიალის ხეობა
დარიალის ხეობა - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
გამოწერა
ფესტივალის ფარგლებში საქართველომ იდალგოს დედაქალაქში წარადგინა ორი გამოფენა - „ათასფერი საქართველო” და „წარსული, აწმყო და მომავალი”

თბილისი, 27 აპრილი - Sputnik. საქართველო ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე (FINI) მექსიკაში საპატიო ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს.

იდალგოს შტატის ავტონომიური უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის - FINI 2021 (International Image Festival) გახსნის ცერემონია 23 აპრილს გაიმართა.

ფესტივალის პირველივე მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით მოეწყო ორი ფოტოგამოფენა: „ათასფერი საქართველო”, რომელიც იდალგოს დედაქალაქში ივნისის ბოლომდე გასტანს, და „წარსული, აწმყო და მომავალი“.

ფესტივალის ოფიციალურ ონლაინ-მოედანზე ჟურნალისტმა და ფოტოხელოვანმა ბადრი ვადაჭკორიამ ვიდეკონფერენცია გამართა. პროგრამაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ქართველმა კინორეჟისორებმა ნინო კირთაძემ და დეა კულუმბეგაშვილმა. ნინო კირთაძემ წაიკითხა ონლაინ ლექცია თემაზე „ზღვარი დოკუმენტურ და მხატვრულ ფილმებს შორის”, ხოლო დეა კულუმბეგაშვილმა ისაუბრა ქართული კინოს თემაზე.

ფესტივალის პრეზენტაციაში მონაწილეობა ასევე მიიღეს უნივერსიტეტის რექტორმა მარკო ანტონიო ალფარომ, მექსიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა თამარ გამილაღდიშვილმა და სხვა სტუმრებმა.

ფესტივალი მექსიკაში მეათედ იმართება, მაგრამ პანდემიის გამო ღონისძიებები ონლაინ-ფორმატში ტარდება. ფესტივალი 30 აპრილს დაიხურება.

ყველა ახალი ამბავი
0