ისრაელის საელჩომ საქართველოში ლიტერატურული კონკურსი გამოაცხადა

© photo: Pixabay / voltamaxმწერალი საბეჭდ მანქანასთან
მწერალი საბეჭდ მანქანასთან - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
გამოწერა
კონკურსი სამ გამარჯვებულს გამოავლენს, რომლებიც მიიღებენ ფულად პრიზებს და მათ ნაწარმოებებს ცალკე წიგნად გამომცემლობა „ინტელექტი“ გამოსცემს.

თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. ისრაელის საელჩომ საქართველოში მოკლე მოთხრობების ლიტერატურული კონკურსი გამოაცხადა.

როგორც დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებაშია აღნიშნული, მოთხრობების თემა უნდა იყოს, მათ შორის, ებრაელები, ისრაელი და დაკავშირებული უნდა იყოს თბილისთან და ქართველ ხალხთან.

იუნესკომ თბილისი 2021 წელს წიგნის მსოფლიო დედაქალაქად დაასახელა. ამასთან დაკავშირებით ისრაელის საელჩომ მოთხრობების კონკურსი გამოაცხადა გამომცემლობა „ინტელექტთან“ პარტნიორობით.

ბიბლიოთეკა - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
საბავშვო ნაწარმოებების გამოსავლენად ლიტერატურული კონკურსი გრძელდება

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს 35 წლამდე მოქალაქეებს, რომელთა ნაშრომები ამ დრომდე წიგნად არ გამოცემულა. მოთხრობა დაწერილი უნდა იყოს ქართულად და არ აღემატებოდეს 20 გვერდს.

„საელჩო არ განსაზღვრავს, თუ რა კონკრეტული კუთხით იქნება დანახული და გადმოცემული საქართველოსა და ისრაელის/ებრაული თემის ურთიერთობა... საელჩო არ მიიჩნევს საჭიროდ, ჩაერიოს მოთხრობის შინაარსსა თუ მის ქვეტექსტსა და გზავნილში“, – აღნიშნავენ საელჩოში.

იქვე ნათქვამია, რომ ავტორებს შეუძლიათ გაამახვილონ ყურადღება ორმხრივ მეგობრობაზე, ტრადიციებზე და ისტორიაზე ან, პირიქით - ამ ურთიერთობის კრიტიკულ ასპექტებზე, და რამე სერიოზული სოციალური საკითხი ან პრობლემა წამოჭრან.

ქართველი მწერლის რომანი EBRD-ს ლიტერატურულ პრემიაზეა წარდგენილი>>

გამარჯვებულ ათ მოთხრობას კრებულის სახით გამომცემლობა „ინტელექტი“ გამოსცემს. სამი გამარჯვებული მიიღებს 1,5 ათასი, 1 ათასი და 500 ლარის ოდენობის ფულად პრიზებს.

ნამუშევრებს დამოუკიდებელი ჟიურის წევრები შეაფასებენ.

საკონკურსო ნამუშევრების მიღება გაგრძელდება 1 ივლისამდე ელექტრონულ მისამართზე: Competition.israelingeorgia@gmail.com.

ყველა ახალი ამბავი
0