ნუცა ბუზალაძემ Kenga Magjike-ზე ფურორი მოახდინა – ვიდეო

© photo: courtesy of Nutsa Buzaladzeნუცა ბუზალაძე
ნუცა ბუზალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2021
გამოწერა
ლამაზი სიმღერა და შესრულების შეუდარებელი მანერა – ქართველი მომღერალი ალბანური პუბლიკის აღმოჩენა გახდა.

თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. ქართველმა მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ ალბანეთში საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე Kenga Magjike ფურორი მოახდინა.

ფესტივალი Kenga Magjike 1999 წელს დაარსდა და მას შემდეგ ალბანეთის მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ მთავარი მოვლენად იქცა. ბუზალაძემ ფესტივალზე ახალი სიმღერა შეასრულა, რომელიც სპეციალურად მისთვის მომღერალმა და კომპოზიტორმა მიშა სულუხიამ დაწერა.

ფესტივალის ჟიურიმ და პუბლიკამ 23 წლის ქართველი შემსრულებლის გამოსვლას მაღალი შეფასება მისცა.

ნუცა ბუზალაძე თინეიჯერობის ასაკიდან წინ დიდი წარმატებით მიიწევს. ცნობილი მომღერალი პოპულარულ კონკურსებში უშიშრად გამოდის. არტისტი საქართველოს ფარგლებს გარეთ უკვე დიდი ხანია გაიცნეს. 2014 წელს მან გაიმარჯვა კონკურსში „ახალი ტალღა“. მონაწილეობდა კონკურსებში „ცეკვავენ ვარსკვლავები“, „ერთი ერთში“, თურქულ Voice-ში, სადაც ჟიური აღფრთოვანებას ვერ მალავდა და ის ფინალში მაყურებლებმა გადაიყვანეს.

ყველა ახალი ამბავი
0