„ოსკარის ქანდაკება

დასახელდა „ოსკარი 2021“-ის გამარჯვებულები იხილეთ სრული სია

186
(განახლებულია 14:25 26.04.2021)
ლოს-ანჯელესში 25 აპრილს „ოსკარებით“ დაჯილდოების 93-ე ცერემონია ჩატარდა. კორონავირუსის პანდემიის გამო მიღებული იყო უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები.

თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. ამერიკულმა კინოაკადემიამ ქლოი ჟაოს ფილმი „მომთაბარეთა მიწა“ წლის საუკეთესო ფილმად დაასახელა.

„მომთაბარეთა მიწა“ დაქვრივებულ და სამსახურის გარეშე დარჩენილ ქალზეა, რომელიც ფურგონში ცხოვრებას და ამერიკაში მოგზაურობას გადაწყვეტს. „ოსკარი“ ფილმის მთავარი გმირის როლის შემსრულებელმა ფრენსის მაკდორმანდმაც მიიღო ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. ხოლო როგორც საუკეთესო რეჟისორმა, „ოსკარი“ მიიღო ასევე „მომთაბარეთა მიწის" რეჟისორმა ქლოი ჟაომ. 

„ოსკარის“ რიგით 93-ე დაჯილდოების ცერემონია ლოს-ანჯელესში, „იუნიონ სთეიშენში" რამდენიმე საათის წინ დასრულდა. კორონავირუსის პანდემიის გამო ნომინანტებს ტესტირებისა და კარანტინის პროტოკოლის მკაცრად დაცვა მოუწიათ. ცერემონიას მხოლოდ ნომინანტები და წამყვანები დაესწრნენ.

ამერიკის კინოაკადემიამ გამარჯვებულები სულ 23 ნომინაციაში გამოავლინა.

საუკეთესო ფილმი:

2021 წლის საუკეთესო ფილმის ჯილდოსთვის რვა ფილმი იბრძოდა:

  • „მამა“, The Father
  • „იუდა და შავკანიანი მესია“, Judas and the Black Messiah
  • „მანკი“, Mank
  • „მინარი“, Minari
  • „მომთაბარეთა მიწა“, Nomadland ( გამარჯვებული)
  • „იმედისმომცემი ქალი“, Promising Young Woman
  • „მეტალის ხმა“, Sound of Metal
  • „ჩიგაკოს შვიდეულის სასამართლო პროცესი“, The Trial of the Chicago 7

მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი მამაკაცი:

  • ენტონი ჰოპკინსი, „მამა“ (გამარჯვებული)
  • რიზ აჰმედი, „მეტალის ხმა“
  • გარი ოლდმენი, „მანკი“
  • სტივენ იანი, „მინარი“
  • ჩედვიკ ბოუსმენი, „მა რეინი: ბლუზის დედა“  

მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი:

  • კერი მალიგანი, „იმედისმომცემი ქალი“
  • ვანესა კირბი, „ქალის ფრაგმენტები“,
  • ფრენსის მაკდორმანდი, „მომთაბარეთა მიწა“ (გამარჯვებული)
  • ანდრა დეი, „აშშ ბილი ჰოლიდეის წინააღმდეგ“
  • ვიოლა დეივისი, „მა რეინი: ბლუზის დედა“

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი მამაკაცი:

  • საშა ბარონ კოენი, The Trial of the Chicago 7
  • დენიელ კალუია, Judas and the Black Messiah (გამარჯვებული)
  • ლესლი ოდომი, One Night in Miami
  • პოლ რაჩი, Sound of Metal
  • ლაკიტ სტენფილდი, Judas and the Black Messiah

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი:

  • მარია ბაკალოვა, Borat Subsequent Moviefilm
  • გლენ ქლოუზი, Hillbilly Elegy
  • ოლივია კოლმანი, The Father
  • ამანდა სეიფრიდი, Mank
  • იუნ იუ-ჯუნგი, Minari (გამარჯვებული)

საუკეთესო რეჟისორი:

  • თომას ვინტერბერგი, Another Round
  • დევიდ ფინჩერი, Mank
  • ლი ისააკ ჩუნგი, Minari
  • ქლოა ჟაო, Nomadland (გამარჯვებული)
  • ემერალდ ფენელი, Promising Young Woman

საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი:

  • Onward
  • Over the Moon
  • Shaun the Sheep Movie: Farmageddon
  • Soul (გამარჯვებული)
  • Wolfwalkers

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი:

  • Burrow
  • Genius Loci
  • If Anything Happens I Love You (გამარჯვებული)
  • Opera
  • Yes-People

საუკეთესო ორიგინალური სცენარი

  • Judas and the Black Messiah
  • Minari
  • Promising Young Woman (გამარჯვებული)
  • Sound of Metal
  • The Trial of the Chicago 7

საუკეთესო ადაპტირებული სცენარი:

  • Borat Subsequent Moviefilm
  • The Father (გამარჯვებული)
  • Nomadland
  • One Night in Miami
  • The White Tiger

საუკეთესო საერთაშორისო ფილმი:

  • Another Round (დანია) (გამარჯვებული)
  • Better Days (ჰონკონგი)
  • Collective (რუმინეთი)
  • The Man Who Sold His Skin (ტუნისი)
  • Quo Vadis, Aida? (ბოსნია და ჰერცეგოვინა)

საუკეთესო მუსიკა ფილმისთვის:

  • Da 5 Bloods
  • Mank
  • Minari
  • News of the World
  • Soul (გამარჯვებული)

საუკეთესო სიმღერა ფილმისთვის

  • Fight for You — Judas and the Black Messiah (გამარჯვებული)
  • Hear My Voice — The Trial of the Chicago 7
  • Húsavík — Eurovision Song Contest
  • Io Si (Seen) — The Life Ahead
  • Speak Now — One Night in Miami

საუკეთესო ხმის რეჟისურა:

  • Greyhound
  • Mank
  • News of the World
  • Soul
  • Sound of Metal (გამარჯვებული)

საუკეთესო მხატვრობა

  • The Father
  • Ma Rainey’s Black Bottom
  • Mank (გამარჯვებული)
  • News of the World
  • Tenet

კოსტიუმების საუკეთესო დიზაინი:

  • Emma
  • Mank
  • Ma Rainey’s Black Bottom (გამარჯვებული)
  • Mulan
  • Pinocchio

საუკეთესო გრიმი და ვარცხნილობა:

  • Emma
  • Hillbilly Elegy
  • Ma Rainey’s Black Bottom (გამარჯვებული)
  • Mank
  •  Pinocchio

საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი:

  • Judas and the Black Messiah
  • Mank (გამარჯვებული)
  • News of the World
  • Nomadland
  • The Trial of the Chicago 7

საუკეთესო მონტაჟი:

  • The Father
  • Nomadland
  • Promising Young Woman
  • Sound of Metal (გამარჯვებული)
  • The Trial of the Chicago 7

საუკეთესო ვიზუალური ეფექტები:

  • Love and Monsters
  • The Midnight Sky
  • Mulan
  • The One and Only Ivan
  • Tenet (გამარჯვებული)

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი:

  • Collective
  • Crip Camp
  • The Mole Agent
  • My Octopus Teacher (გამარჯვებული)
  • Time

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი:

  • Colette (გამარჯვებული)
  • A Concerto Is a Conversation
  •  Do Not Split
  • Hunger Ward
  • A Love Song for Latasha

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი:

  • Feeling Through
  • The Letter Room
  • The Present
  • Two Distant Strangers (გამარჯვებული)
  • White Eye

ამერიკული კინოაკადემია ლოს-ანჯელესში ჯერ კიდევ 1927 წელს დაარსდა. მისი შექმნის იდეა კინოსტუდია Metro-Goldwyn-Mayer-ის დირექტორს ლუის მაიერს ეკუთვნის. აკადემიის პირველი პრეზიდენტი დუგლას ფერბენქსი გახდა, რომელიც კინოსამყაროში გამოჩენილი მიღწევებისათვის პრიზის დაფუძნების ინიციატივით გამოვიდა.

186
ეთნოგრაფიული მუზეუმი

საქართველოში მუზეუმების ფესტივალი გაიმართება

34
(განახლებულია 19:28 17.05.2021)
საქართველოს ეროვნული მუზეუმის მმართველობაში არსებულ ყველა მუზეუმში 18 მაისს, 10:00-დან 17:30 საათამდე შესვლა ყველასთვის უფასო იქნება.

თბილისი, 17 მაისი – Sputnik. მუზეუმების კვირეული, ანუ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფესტივალი, რომელიც მუზეუმების საერთაშორისო დღეს ეძღვნება, 18–26 მაისს მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება, ნათქვამია ეროვნული მუზეუმის ვებ-გვერდზე.

ამ დღეებში საქართველოს ეროვნული მუზეუმის მმართველობაში არსებულ ყველა მუზეუმში მოეწყობა ექსკურსიები კურატორებთან ერთად, საგანმანათლებლო პროგრამები, წიგნების პრეზენტაციები, საჯარო ლექციები, დროებითი გამოფენების გახსნა. ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის მმართველობაში არსებული მუზეუმები:

მუზეუმები თბილისში

  • სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი | რუსთაველის გამზ. 3
  • დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა | რუსთაველის გამზ. 11
  • იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი - ქარვასლა | სიონის ქ. 8
  • გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი (კუს ტბის გზატკეცილი)

მუზეუმები რეგიონებში

  • სვანეთის მუზეუმი | მესტია, ა. იოსელიანის ქ. 7
  • სიღნაღის მუზეუმი | სიღნაღი, რუსთაველის ჩიხი 8
  • ბოლნისის მუზეუმი | ბოლნისი, აღმაშენებლის ქ. 48ა
  • ვანის არქეოლოგიური მუზეუმი | ვანი, ოთარ ლორთქიფანიძის ქ. 32
  • ძალისას მუზეუმ-ნაკრძალი | მცხეთის რაიონი, სოფელი ძალისა
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის მუზეუმი | ახალციხე, რაბათის ციხე, პეტრე ხარისჭირაშვილის ქ. 1
  • ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი | ფოთი, 26 მაისის ქ. 9
  • დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი | დმანისის რაიონი, სოფელი პატარა დმანისი
34
თემები:
საქართველო და კულტურა
მუსიკალური პროექტი The Voice of Georgia ბრუნდება

ქართული „ვოისის“ გამარჯვებული მაგდა ივანიშვილი გახდა

102
ფინალისთვის მაგდამ შეარჩია ლეგენდარული Queen-ის ჰიტი Bohemian Rhapsody, მას ხმა მისცა მაყურებელთა 25%-მა.

თბილისი, 16 მაისი – Sputnik. „პირველ არხზე“ გრანდიოზული მუსიკალური შოუს The Voice of Georgia გამარჯვებული სტეფანე მღებრიშვილის გუნდის წევრი მაგდა ივანიშვილი გახდა.

The Voice of Georgia - არის სატელევიზიო ვოკალური შოუ. 2012 წლიდან კონკურსი „იმედის“ არხზე გადიოდა, ამჟამად კი „პირველი არხით“ გადაიცემა.

ადრე მას ეწოდებოდა „ახალი ხმა“. პირველი ორი სეზონის გამარჯვებულები გახდნენ სალომე ქათამაძე და მარიამ ჩაჩხიანი. პროექტი არის ორიგინალური ფორმატის The Voice ქართული ანალოგი. პროექტი 2010 წელს ჰოლანდიურ ტელევიზიაში RTL4 გამოჩნდა, როგორც The Voice of Holland.

კონკურსის ფინალში რვა მონაწილე გავიდა. გამარჯვებული მაყურებელთა კენჭისყრის საფუძველზე გამოვლინდა. სულ შევიდა 1.039.760 ზარი. აქედან მაგდა ივანიშვილს მხარი დაუჭირა 25,39%-მა. ფინალისთვის მაგდამ შეარჩია ლეგენდარული Queen-ის ჰიტი Bohemian Rhapsody.

გამარჯვებულს ერგო „ვოისის“ პრიზი და 20 ათასი ლარი.

საგარეჯოელი მაგდა ივანიშვილი 22 წლისაა. ტელევიზიაში პირველად გამოჩნდა 2016 წელს მუსიკალურ პროექტში X Factor Georgia, მაგრამ მაშინ ფინალამდე ვერ მივიდა.

The Voice of Georgia 2021-ში კონკურსანტების მწვრთნელები იყვნენ ქართული ფოლკ-როკის ლეგენდა ნიაზ დიასამიძე, ახალგაზრდა ნიჭიერი მომღერალი და მუსიკოსი სალიო (სალომე კორკოტაშვილი), მომღერალი და კომპოზიტორი სტეფანე (მღებრიშვილი), ვირტუოზი მუსიკოსი, კომპოზიტორი, პიანისტი და დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი.

102
Корабли ВМФ России на репетиция парада

მიმოხილვა: ჩრდილოეთის ფლოტი ახალ მოიერიშე კომპლექსს ითვისებს

0
უახლესი გემსაწინააღმდეგო რაკეტა „ცირკონის“ გამოცდა ფინიშს უახლოვდება _ ჩრდილოეთის ფლოტი „ადმირალი გორშკოვი“ დასკვნითი სატესტო გაშვებისთვის ემზადება.

ნიკოლაი პროტოპოპოვი 

ბოლო მონაცემებით, ტესტირება ზაფხულის ბოლოს ჩატარდება, შემდეგ კი სისტემის დახვეწაზე მუშაობა წყალქვეშა ნავებზე გაგრძელდება.

პირველი მზიდი

დასკვნითი გამოცდების დაწყების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს თქმით, წლის ბოლოსთვის რაკეტა სრულად იქნება შემოწმებული. ხოლო აპრილის გზავნილში ფედერალური კრების მიმართ, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რაკეტა მალე შევა შეიარაღებაში. სერიული მიწოდებები მომავალი წლისთვისაა დაგეგმილი.

პროექტ 22350-ის სათავო ფრეგატმა „ადმირალმა გორშკოვმა“ პირველმა ისროლა პერსპექტიული რაკეტა „ცირკონი“ სასწავლო მიზნებით. ის ფლოტის შემადგენლობაში 2018 წლის ზაფხულში მიიღეს. ბორტზე მოწინავე ელექტრონული სისტემებისა და ავტომატიზაციის მაღალი დონის გამო, ამ ხომალდს „მცურავ კომპუიტერს“ უწოდებენ. ამასთან ბევრი ტექნოლოგია პირველადაა გამოყენებული.

ფრეგატების ძირითადი იარაღი ფრთოსანი რაკეტა „კალიბრებია“ 16 ვერტიკალურ გამშვებ დანადგარებზე. არტილერია _ ეს 130 მმ-ანი იარაღია წუთში 30 გასროლის სისწრაფითა და 23 კმ სიშორით. ცას საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „პოლიმენტ-რედუტი“ აკონტროლებს. წყალქვეშა ნავების წინააღმდეგ არის ოთხი ტორპედული აპარატი „პაკეტი-НК“. 

სათავო ვიმპელ „ადმირალ გორშკოვს“ საფუძველი 2006 წელს ჩაეყარა - ეს პირველი ახალი მსხვილი წყალზედა ხომალდია სსრკ-ს დროიდან. ფრეგატი საცდელი პოლიგონი იყო სხვადასხვა პროექტებისთვის, შეიარაღების სხვადასხვა სისტემების, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებისა და რადიოელექტრონული აღჭურვილობისთვის. ასე რომ, გადაწყვეტილება, აღჭურვილიყო პლატფორმა „ცირკონით“, სრულიად ლოგიკურია. 

პირველი გამოცდები „გორშკოვის“ ბორტიდან 2019 წლის დეკემბერში შედგა. თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, შედგა სამი გაშვება: ორი საზღვაო სამიზნეებზე და ერთი სახმელეთოზე.

არქტიკის დასაცავად 

საზღვაო და სახმელეთო ბაზირების პრინციპულად ახალ ჰიპერბგერით კომპლექსზე მუშაობა 2010-იანებში დაიწყო, პროექტის წარმატებული რეალიზაციის შესახებ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2018-ში განაცხადა.

მოსალოდნელია, რომ საზღვაო ვერსია გემსაწინააღმდეგო რაკეტა „გრანიტს“ ჩაანაცვლებს, რომლებიც რუსეთის სამხედრო ფლოტის შეირაღებაში 1980 წლიდანაა. „ცირკონებით“ თანამედროვე და მოდერნიზებულიხომალდები აღიჭურვება - პირველ რიგში, პროექტ 22350-ის ფრეგატები, კრეისერი „ადმირალი ნახიმოვი“, პერსპექტიული ნაღმმზიდები „ლიდერი“. გარდა ამისა, „ჰიპერბგერით“ შეიარაღდება რავალმიზნობრივი ატომური წყალქვეშა ნავები 971, 949А და 885. პრიოტიტეტეშია ჩრდიოლოეთის ფლოტი. და ეს შემთხვევითი არ არის. 

„ცირკონს“ დიდი სიშორე აქვს და ექსპლუატაციის პროცესში აუცილებელია საკონტროლო გაშვებები და სროლები - საბრძოლო მომზადების ფარგლებში. ზომების გამო ჩრდილოეთის ფლოტის საოპერაციო ზონა და მისი პოლიგონები უფრო შესაფერისია ახალი შეიარაღების ტიპების, როგორც იტყვიან, ჭკუაზე მოსაყვანად, ვიდრე ბალტიკა ან შავი ზღვა“, - აცხადებს ჩრდილოეთის ფლოტის ექს-სარდალი ვიაჩესლავ პოპოვი.

ამასთან არქტიკული ზონა უფრო რაკეტსაშიში მიმართულებაა რუსეთისთვის. 

„ჩრდილოეთის ფლოტი არქტიკაზე აგებს პასუხს, - განმარტავს ადმირალი. - შენაერთის გაძლიერება მარტო დღევანდელი დღის კი არა, პერსპექტივის საკითხიცაა. ტრანსპორტის ასპექტშიცა და ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფაშიც მომავალი არქტიკისაა. რაკეტა „ცირკონი“ მეტად უნივერსალური რამაა. და შეიარაღებული ძალების განვითარების გარკვეულ ეტაპზე ის წამყვანი სარაკეტო იარაღი გახდება მთლიანობაში სამხედრო-საზღვაო ფლოტისთის, და ასევე მძლავრი შემაკავებებლი ფაქტორი სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსეტის ინტერესების შელახვის გადაწყვეტილებას მიიღებენ“.

კონტროლის საშუალება 

გამოცდების პროცესში „ცირკონები“ ანადგურებდა როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო სამიზნეებს 450 კილომეტრზე. სროლის გაცხადებული სიშორე ათასი კილომეტრია. ეს რაკეტას მოუწყვლადს ხდის თანამედროვე და პერსპექტიული ჩამჭერი საშუალებებისთვის. 

გასაკვირი არ არის, რომ „ცირკონზე“ მაშინვე ირეაგირეს დასავლეთის ქვეყნებმა, მათ შორის, აშშ-მა. პენტაგონი ყურადღებით ადევნებს თვალს თითოეულ გაშვებას და აცხადებს, რომ მნიშვნელოვნად ჩამორჩება ჰიპერბგერითი შეიარაღების სფეროში. ამერიკელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს კომპლექსი სერიოზული საფრთხეა ავიამზიდებისთის - აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მთავარი შემტევი ძალისთვის.

პირველი რანგის კაპიტან მიხაილ ნენაშევის თქმით, არმიისა და ფლოტისთის ყველა პროექტი, მათ შორის „ცირკონიც“, არის პასუხი დასავლეთის აგრესიულ სცენარზე. 

„საფრანგეთისა და აშშ-ის სამხედროების ბოლოდროინდელი განცხადებების ფონზე აშკარად ჩანს, რომ დასავლეთის ქვეყნებისთის აუცილებელია, წარმოაჩინონ რუსეთი საშიშ მტრად. უკვე დიდი ხანია, შემუშავებულია სცენარი და დასავლეთის პოლიტიკური კლასი კურსს რუსეთის წინააღმდეგ ააგებს. „ცირკონი“ კი 21-ე საუკუნის თავდაცვის საშუალებაა ზღვარგადასული პოლიტიკური ტურბულენტობის პირობებში. ჩვენთვის აუცილებელია თავისი შესაძლებლობების დემონსტრირება“. 

ექსპერტს მიაჩნია, რომ „ცირკონებით“ აღჭურვილი ათი წყალქვეშა ნავი და წყალზედა ხომალდი, მოიერიშე ბირთვულ და თავდაცვით შეიარაღებასთან ერთად, ჩრდილოეთის ფლოტს მისცემს შესაძლებლობას, გადაჭრას ნებისმიერი გეოპოლიტიკური ამოცანა ქვეყნის თავდაცვის კუთხით. 

აღსანიშნავია, რომ „ცირკონი“, რომელიც ჯერ კიდევ არ არის შესული შეიარაღებაში, უკვე ახდენს გავლენას პოლიტიკაზდე. როგორც რუსეთის ელჩმა აშშ-ში ანატოლი ანტონოვმა შენიშნა, კომპლექსის წარმატებული გამოცდები რუს დიპლომატებს თავდაჯერებას მატებს ამერიკელებთან მოლაპარაკებებში შეიარაღებაზე კონტროლის შესახებ.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

0
თემები:
რუსეთი დღეს