მერაბ ნინიძე

მერაბ ნინიძემ გერმანულ სერიალში ექიმის როლი მოირგო ვიდეო

92
(განახლებულია 19:28 05.04.2021)
ცნობილი ქართველი მსახიობი მაყურებელმა მორიგ გერმანულ სერიალში იხილა. ნახეთ ფილმის დეტალები და მერაბ ნინიძის კიდევ ერთი წარმატება.

თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. ცნობილი ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე გერმანული ტელეარხი ZDF-ის მინისერიალში „ექიმი ბალუზი“ მთავარ, ექიმის როლს თამაშობს. 6-სერიანი დრამის პრემიერა 1 აპრილს შედგა.

სერიალმა „მაკმაფიამ" (McMafia), სადაც მერაბ ნინიძე ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს, „ემის" (International Emmy) ჯილდო მოიპოვა. „ემის" დაჯილდოება 2020 წლის 25 ნოემბერს გაიმართა. „მაკმაფიას" ჯილდო საუკეთესო დრამატული სერიალის კატეგორიაში ერგო. ნიუ-იორკში გამართულ ცერემონიაზე პრიზი სერიალის რეჟისორს ჯეიმს უოტკინსსა და შემოქმედებით ჯგუფს გადაეცა.

მერაბ ნინიძე 1965 წლის 3 ნოემბერს თბილისში დაიბადა. დამთავრებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი (გიზო ჟორდანიას სახელოსნო). თეატრალურ სცენაზე მისი დებიუტი ჯერ კიდევ 1980 წელს შედგა — 15 წლის ასაკში მან რობერტ სტურუას სპექტაკლში „რიჩარდ III" პრინც ედუარდის როლი ითამაშა.

1992 წელს ნინიძე დიდ ბრიტანეთში გადავიდა, საიდანაც 1995 წელს ვენაში (ავსტრია) გაემგზავრა, სადაც ამ დრომდე ცხოვრობს და მუშაობს. კინოში მისი დებიუტი 1984 წელს შედგა თენგიზ აბულაძის „მონანიებაში", სადაც მან აბელ არავიძის შვილიშვილის როლი შეასრულა.

92
თემები:
ქართველი სელებრითები (201)
ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრი

თბილისი ბეთჰოვენის მუსიკის საღამოს უმასპინძლებს

2
(განახლებულია 11:49 14.04.2021)
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით კონცერტი ეპიდ–რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება - მსმენელის წინაშე პიანისტი ალექსანდრე ვასაძე წარდგება

 

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. გერმანელი კომპოზიტორის ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ნაწარმოებების საღამო თბილისის ჯანსუღ კახიძის სახელობის კულტურულ–მუსიკალურ ცენტრში 18 მარტს გაიმართება. 

სცენაზე გაიჟღერებს ორკესტრის თანხლებით ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის საფორტეპიანო კონცერტი №3 და სიმფონია №7. მსმენელის წინაშე წარდგება სიმფონიური ორკესტრი დავით მუკერიას დირიჟორობით და ასევე ქართველი პიანისტი და ორგანისტი ალექსანდრე ვასაძე.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით კონცერტი ეპიდ–რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება. კონცერტი 17:00 საათზე დაიწყება.

ბეთჰოვენი გამოჩენილი გერმანელი კომპოზიტორი, პიანისტი და დირიჟორი, „ვენის კლასიკური სკოლის“ ბოლო წარმომადგენელია. მისი შემოქმედება მოიცავს გარდამავალ პერიოდს კლასიკურიდან რომანტიკულ ეპოქაში.  ბეთჰოვენი ერთ-ერთი ყველაზე უფრო აღიარებული კომპოზიტორია მსოფლიო მუსიკალური კულტურის ისტორიაში.

2
თემები:
საქართველო და კულტურა
 Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi

Mercedes Benz Fashion Week Tbilisi მაისში ონლაინ–ფორმატში გაიმართება

25
(განახლებულია 21:27 13.04.2021)
კორონავირუსის პანდემიის გამო თბილისის მოდის კვირეული ვირტუალურ ფორმატში ჩატარდება – ქართველი დიზაინერების ნამუშევრების ნახვა პლატფორმაზე MBFWTBILISI.ONLINE იქნება შესაძლებელი 

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik.  დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენა მოდის სამყაროში Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi 6–9 მაისს გაიმართება – ქართველი დიზაინერები 2021–22 წლების შემოდგომა–ზამთრის სეზონის კოლექციას ონლაინ–ფორმატში წარმოადგენენ. 

„მოდის კვირეულის ციფრულ ფორმატში გადასვლა მთელ მსოფლიოში შექმნილმა სიტუაციამ გამოიწვია. ჩვენთვის რთული აღმოჩნდა, რადგან ქართველი დიზაინერებისთვის ჩვენებაზე საერთაშორისო პრესის და ბაიერების ფიზიკური დასწრება აუცილებელია. ამ სეზონზე ფორმატი უცვლელი, ანუ ციფრული იქნება, თუმცა, შედარებით განსხვავებული. ლაივ–ჩვენებების გადაღებები ჩვენს ახალ სივრცეში,  „კოკა-კოლას“ ძველ ქარხანაში მიმდინარეობს“, – განაცხადა პორტალ at.ge–თან ინტერვიუში MBFWTBILISI–ის დამფუძნებელმა სოფო ჭყონიამ.

Mercedes Benz Fashion Week Tbilisi–ის ჩვენებები პლატფორმაზე  MBFWTBILISI.ONLINE ჩატარდება და  მაყურებელს პირდაპირ ეთერში თვალის დევნება შეეძლება.

მოდის კვირეულის მონაწილეთა სია და ჩვენებების განრიგი ოფიციალურ ვებგვერდზე მოგვიანებით გამოქვეყნდება.

Mercedes-Benz Fashion Week – ესაა მოდის საერთაშორისო კვირეულების სერია, რომელიც Mercedes-Benz-მა დააარსა. ის ყოველწლიურად ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის – რუსეთში, გერმანიაში, აშშ-ში, თურქეთში, ავსტრალიაში და ა.შ.

25