ანზორ ერქომაიშვილი

საქართველოში ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ

117
(განახლებულია 21:51 31.03.2021)
გამოჩენილი ლოტბარისა და მუსიკოსის ანზორ ერქომაიშვილის შემოქმედება სამუდამოდ აღიბეჭდება ქართველი მსმენელის მეხსიერებაში.

თბილისი, 31 მარტი - Sputnik. ქართველი მომღერლის, ლოტბარის და ფოლკლორის გამორჩეული ქომაგის ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს საქართველოს პირველმა პირებმა, მათ შორის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

გარდაიცვალა ანზორ ერქომაიშვილი>>

დღეს ანზორ ერქომაიშვილი 80 წლის ასაკში კორონავირუსის გართულების ნიადაგზე გარდაიცვალა. ის მკურნალობის კურსს თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადიოდა, სადაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო 19 მარტს მოათავსეს.

„დიდია ჩემი მწუხარება! ბატონ ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალებას ვუსამძიმრებ მის მეუღლეს, მთელ ოჯახს და ჩვენ საზოგადოებას, რამეთუ დიდი თუ პატარა, ყველანი ვაცნობიერებთ, თუ რა დიდი დანაკლისი განიცადა დღეს ქართულმა კულტურამ“, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.

ოჯახს და ახლობლებს ერქომაიშვილის გარდაცვალება მიუსამძირმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი რარიბაშვილმაც და აღნიშნა, რომ ბატონი ანზორის გარდაცვალება აუნაზღაურებელი დანაკლისია ქართველი ერისთვის.

„მჯერა, რომ იმ საქმეს, რომელსაც მან მთელი სიცოცხლე მიუძღვნა, მისი აღზრდილი თაობები ღირსეულად გააგრძელებენ. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და მთელ საქართველოს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ სამძიმრის წერილში აღნიშნა, დიდია ანზორ ერქომაშვილის წვლილი ქართული ფოლკლორის განვითარებაში. მან ღრმა მწუხარება გამოთქვა მისი გარდაცვალების გამო.

„სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული კიდევ ერთი ადამიანი დააკლდა საქართველოს. მთელი გულით ვიზიარებ ბატონი ანზორის ოჯახის, მისი მეგობრების, მთელი საქართველოს მწუხარებას“, – წერს კალაძე.

გამოჩენილ ლოტბარსა და მუსიკოსს, ანსამბლების „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელ ანზორ ერქომაიშვილს 2020 წლის 10 აგვისტოს 80 წელი შეუსრულდა. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იგი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

ანზორ ერქომაიშვილი არის საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1969), თბილისის საპატიო მოქალაქე (2014). ავტორია წიგნებისა „ხმა უცნაური“, „შავი შაშვი ჩიოდა“, „ბაბუა“.

117
თემები:
საქართველო და კულტურა (1080)
ნუცა ბუზალაძე

ნუცა ბუზალაძემ რუსულ პროექტში Ну-ка все вместе! კვლავ ცეცხლი დაანთო

85
(განახლებულია 13:06 19.04.2021)
ახალგაზრდა შემსრულებელმა აღაფრთოვანა პროექტის ჟიური, მათ შორის, ლარისა დოლინა და სერგეი ლაზარევი, რომლებმაც ბუზალაძის პროექტში დაბრუნებას გამბედაობა უწოდეს.

თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. ცნობილი ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე რუსული სიმღერების კონკურსში Ну-ка, все вместе! კვლავ გამოჩნდა, ასი ქულა  მოიპოვა და ავტომატურად პროექტის ფინალში გავიდა.

აღნიშნულ პროექტში 23 წლის ქართველი მომღერალი პირველად გასულ წელს გამოჩნდა და ჟიური თავისი საშემსრულებლო მანერით აღაფრთოვანა. მაშინ მომღერალი ფინალამდე მივიდა, თუმცა გამარჯვებისთვის რამდენიმე ქულა დააკლდა.

„ამჯერად ბუზალაძემ ისე ძლიერად შეასრულა უიტნი ჰიუსტონის Queen of the night, რომ ყველა ექსპერტი აიძულა ფეხზე ამდგარიყო და მასთან ერთად ემღერა. „ჩვენ ბედნიერი ვართ შენი კვლავ ამ სცენაზე გამოჩენით. ეს ისეთი გამბედაობაა“, – განაცხადა სერგეი ლაზარევმა.

ბუზალაძის გამოსვლა შეაფასა მომღერალმა ლარისა დოლინამ, რომელმაც აღნიშნა, რომ ნუცა იმ მცირე რაოდენობის არტისტებში შედის, რომლებსაც შეუძლიათ ერთდროულად სცენაზე მოძრაობა და სწორი ნოტების აღება. „თქვენ მშვენივრად მოძრაობთ, თქვენ გასაოცარი პლასტიკა გაქვთ. ამასთან, არცერთი ყალბი ბგერა. ეს ფანტასტიური იყო“, – განაცხადა დოლინამ. 

View this post on Instagram

A post shared by Nutsa Buzaladze (@nutsabuza)

რამდენადაც ნუცას და კონკურსის კიდევ ერთ მონაწილეს ქულების ერთნაირი რაოდენობა (100 ქულა) ჰქოდათ, ექსპერტებმა აღნიშნულ მონაწილეებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციები კიდევ ერთხელ დააფიქსირეს – ჟიურის გადაწყვეტილებით, ფინალში ქართველი მომღერალი გავიდა.

ნუცა ბუზალაძე თინეიჯერობის ასაკიდან წინ დიდი წარმატებით მიიწევს. ცნობილი მომღერალი პოპულარულ კონკურსებში უშიშრად გამოდიოდა. არტისტი საქართველოს ფარგლებს გარეთაც გაიცნეს. მან მონაწილეობა თურქულ Voice-ში მიიღო, სადაც ჟიური აღფრთოვანებას ვერ მალავდა და უცხო ქვეყანაში ის ფინალში მაყურებლებმა გადაიყვანეს.

Ну-ка, все вместе! – რუსული სანახაობრივი ვოკალური შოუა, სადაც საუკეთესო შემსრულებლები, ყველა სტილისა და მიმართულების წარმომადგენლები წარმოაჩენენ საკუთარ მუსიკალურ ნიჭს. მონაწილეთა გამოსვლებს სტუდიაშივე ასამდე ადამიანი დაუყოვნებლივ აფასებს. ჟიურიში შედიან მომღერლები, კომპოზიტორები, პროდიუსერები, ქვეყნის საუკეთესო ვოკალური სასწავლებლების პედაგოგები და მუსიკალური ბლოგერები. ერთ-ერთი ცნობილი შემფასებელი მომღერალი სერგეი ლაზარევია.

 

 

85
რუსთაველის თეატრის დარბაზი

ხმაური რუსთაველის თეატრთან - აქციის მონაწილეებსა და მსახიობებს შორის დაპირისპირება მოხდა

113
(განახლებულია 22:57 17.04.2021)
რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები მსახიობ ნინუცა მაყაშვილს უცხადებენ მხარდაჭერას და რეჟისორ რობერტ სტურუას უპირისპირდებიან, თეატრის მსახიობები კი თავის მხრივ სტურუას უჭერენ მხარს.

თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრთან აქციაზე დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „გილდიას“ წევრებსა და თეატრის მსახიობებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, იუწყება „პირველი არხი“.

აქციის მონაწილეები ძალადობასა და დისკრიმინაციას აპროტესტებენ. მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს მსახიობ ნინუცა მაყაშვილს და საგამოძიებო ორგანოს დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდეს. აქციაზე მყოფი პირებმა ასევე განაცხადეს, რომ სტურუა მოძალადეა და რეპეტიციებზე ქალებს შეურაცხყოფას აყენებს.

12 აპრილს ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გადაცემა „ფარულ კონვერტში“ მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა 11 წლის წინანდელი ფაქტები გაიხსენა და განაცხადა, რომ იგი ბესო ზანგურის მხრიდან, რომელიც მაშინ მისი მეუღლე იყო, ძალადობის მსხვერპლი იყო, ორსულობის პერიოდშიც კი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გუშინ კი რუსთაველის თეატრმა მსახიობი ბესო ზანგური სპექტაკლების ყველა როლიდან დროებით მოხსნა. ამის შესახებ ბრძანება დღეს რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რობერტ სტურუამ გამოსცა.

რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას გაკეთებულმა განცხადებებმა თეატრში მყოფი მსახიობების გაღიზიანება გამოიწვია. მსახიობები განმარტავენ, რომ აქციის მონაწილეთა განცხადებები, თითქოს რეჟისორი რობერტ სტურუა ბესო ზანგურის მიერ ჩადენილი საქციელის წახალისებას ცდილობს, სიცრუეა.

„ჩვენი გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ ყველაფერმა რობერტ სტურუაზე გადაიარა. ბესო ზანგური ყველა სპექტაკლიდან მოხსნილია და იურიდიულად, რაც თეატრს შეეძლო გაეკეთებინა, უკვე გააკეთა“, - განაცხადა რუსთაველის თეატრის მსახიობმა გოგა ბარბაქაძემ.

მეორე მხრივ „გილდიას“ დამფუძნებელი გიგა ბექაური განმარტავს, რომ მათი მთავარი მოთხოვნაა თეატრის თითოეულმა წევრმა და მათ შორის რეჟისორმა სტურუამ სოლიდარობა გამოუცხადოს ნინუცა მაყაშვილს. როგორც ცნობილია, სტურუამ ბესო ზანგურს სოციალურ ქსელში მხარი დაუჭირა.

„თანამდებობაზე მყოფი პირები, თეატრში ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, ან სოლიდარობა გამოუცხადონ მაყაშვილს ან, მინიმუმ, გაჩუმდნენ და არაფერი თქვან, რადგან ასე აზიანებენ უამრავი ადამიანის ჯანმრთელობას. ჩვენი მთავარი მიზანია ადამიანებმა შეძლონ საკუთარი უფლებების დაცვა“, - განაცხადა გიგა ბექაურმა.

ნინუცა მაყაშვილის მიერ ბესო ზანგურთან დაკავშირებულ განცხადებას საზოგადოებაში მწვავე რეაქციები მოჰყვა. ნინუცა მაყაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა მსახიობი ამბობს, რომ ჩვენების მიცემას არ აპირებს, რადგან მისი თვითმიზანი არ არის ყოფილი ქმრის პასუხისგებაში მიცემა.

113
გამწვანების აქცია არტოს ბაღში

არტოს ბაღში ხეები დარგეს

0
(განახლებულია 16:40 19.04.2021)
დედაქალაქის ერთ–ერთ უძველეს ბაღში, რომელსაც ცოტა ხნის წინ დიდი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის სახელი ეწოდა, 15 სახეობის ხე დარგეს

თბილისი, 19 პარილი – Sputnik. თბილისის მერიამ და ისრაელის საელჩომ არტოს ბაღში გამწვანების ერთობლივი აქცია გამართეს, იუწყება დედაქალაქის მუნიციპალიტეტის პრეს–სამსახური.

აქცია დედამიწის მსოფლიო დღეს მიეძღვნა.

Акция озеленения в тбилисском саду Арто
photo : press-service of Tbilisi City Hall
გამწვანების აქცია არტოს ბაღში

ისრაელის საელჩოს ინიციატივით, არტოს ბაღში 15 ძირი მცენარე და სამმეტრიანი ხე დაირგა.

გამწვანების აქციაში მონაწილეობდნენ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი.

ბასიალაის განცხადებით, ის მოხარულია, რომ უერთდება ისრაელის საელჩოს ინიციატივას. მისი თქმით, არტოს ბაღს ცოტა ხნის წინ გია ყანჩელის სახელი დაერქვა და მუნიციპალიტეტი ახლო მომავალში ამ პარკის რეაბილიტაციას გეგმავს.

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტულია ახალი მწვანე ნარგავების გაჩენა და ბევრი რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაციასაც ვახორციელებთ. მსგავსი ინიციატივები მისასალმებელია კერძო პირების მხრიდან, რათა წახალისდეს და ხელი შეეწყოს გამწვანებას“, – აღნიშნა ბასილაიამ.

გამწვანების აქციაში ასევე მონაწილეობდნენ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ პაატა ტოგონიძე და მოხალისეთა ჯგუფი.

დედამიწის დღე ყოველ წელს 22 აპრილს აღინიშნება. დღესასწაული 50 ქვეყნის თანაავტორობით გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2009 წელს 63–ე სესიაზე დააფუძნა. დედამიწის დღე 2010 წლიდან აღინიშნება.

0
თემები:
თბილისი დღეს