საქართველომ 2021 წლის „ევროვიზიისთვის“ სიმღერა წარადგინა

© photo: Eurovision Georgia / FBთორნიკე ყიფიანი
თორნიკე ყიფიანი - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
გამოწერა
„ევროვიზია-2021“-ის ნახევარფინალები 18 და 20 მაისს ჩატარდება, ფინალი კი - 22 მაისს როტერდამში. საქართველო ევროვიზიის მეორე ნახევარფინალში მიიღებს მონაწილეობას

თბილისი, 15 მარტი - Sputnik. საქართველომ წარადგინა ინგლისურენოვანი სიმღერა სახელწოდებით You („შენ“), რომლითაც თორნიკე ყიფიანი საქართველოს სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე „ევროვიზია-2021“-ზე წარდგება.

თორნიკე ყიფიანის ბალადა რამდენიმე ჟანრს აერთიანებს - როკს, პოპ-როკსა და ბლუზ-როკს. თუმცა ამ მრავალფეროვნებისა და კლიპში გადაღებული ლამაზი პეიზაჟების მიუხედავად, მსმენელები ორ ბანაკად დაიყვნენ - ზოგს კომპოზიცია მოსწონს, ზოგს თორნიკეს ხმა, სიმღერა კი - არა.

„კარგი სიმღერაა, მაგრამ არც ისე ორიგინალური, ხმა მართლაც კარგია“, „როგორც ჩანს, ერთადერთი ვარ, ვისაც ეს სიმღერა შარშანდელზე მეტად მოსწონს. ვიდეოც ლამაზია“, „მე 2020 წლის გამოსვლა მირჩევნია, მაგრამ ძალიან მომწონს მისი ატმოსფერო, კიდევ ერთი უნიკალური სიმღერა საქართველოდან! წარმატება საბერძნეთიდან!“ - წერენ YouTube-ის მომხმარებლები.

ინგლისურენოვანი კომპოზიცია თავად ყიფიანის შექმნილია. რაც შეეხება არანჟირებას, ის Bravo Records-ის სტუდიაში გაკეთდა და მასზე თორნიკესთან ერთად ალეკო ბერძენიშვილმა იმუშავა. სიმღერის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღეს გორის გოგონათა გუნდმა, მარიკო ლეჟავამ, მარიამ შენგელიამ და ალეკო ბერძენიშვილმა.

მუსიკალური ვიდეორგოლის რეჟისორი თემო კვირკველიაა. საკონკურსო სიმღერის ვიდეორგოლის გადაღებები რამდენიმე ადგილზე მიმდინარეობდა. ქორეოგრაფმა მარიამ ალექსიძემ სპეციალურად კლიპისთვის ცეკვა დადგა, ვიდეოში მისი დასი მონაწილეობს. მოცეკვავეების კოსტიუმების დიზაინი კი ქეთი ჩხიკვაძეს ეკუთვნის.

არიადნა შენგელაია - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
2021 წელს საქართველოში XX საუკუნის დასაწყისში გადაღებულ რვა ფილმს რესტავრაცია ჩაუტარდება

ქართველი კონკურსანტის გამოსვლის სცენურ დადგმაზე იმუშავებს შვედი რეჟისორი ემილია სინკვისტი.

„ევროვიზია-2021“-ის ნახევარფინალები 18 და 20 მაისს ჩატარდება, ფინალი კი - 22 მაისს როტერდამში. საქართველო ევროვიზიის მეორე ნახევარფინალში მიიღებს მონაწილეობას.

წელს „ევროვიზია“ ცარიელ დარბაზში, მაყურებლის გარეშე ჩატარდება. რაც შეეხება კონკურსის მონაწილეებს, შესაძლო ვარიანტებს შორის როტერდამში განიხილავენ როგორც ონლაინკონკურსს, ისე მათ გამოსვლას ნიდერლანდებში მაყურებლის გარეშე სოციალური დისტანციისა და უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით.  

ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, კონკურსის საბოლოო ფორმატზე მუშაობა გრძელდება და გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

თორნიკე ყიფიანს საქართველო კონკურსზე უნდა წარედგინა 2020 წელს სიმღერით Take Me as I am, მაგრამ პანდემიის გამო ღონისძიება გაუქმდა.

ყველა ახალი ამბავი
0