ხელოვნების სასახლე  Art Palace

საქართველოს ისტორია და კულტურა ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკის ყურადღების ცენტრში მოექცა

38
(განახლებულია 22:06 22.02.2021)
საქართველო საკმაოდ დიდებულად არის წარმოდგენილი კატალოგიზებული ექსპონატების რაოდენობით მსოფლიოში ყველაზე დიდ ეროვნულ ბიბლიოთეკაში

თბილისი, 22 თებერვალი - Sputnik. ბრიტანეთის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ გამოაქვეყნა დიდი სტატია ექსპონატებზე, რომლებიც საქართველოს ხელოვნების სასახლეში – კულტურის ისტორიის მუზეუმში ინახება.

ბრიტანეთის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ მსოფლიოს გააცნო არა მარტო საქართველოს შედევრები, არამედ მთლიანობაში ისეთი მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტები, როგორიცაა, მაგალითად, ქართული დროშის გამოსახულება მსოფლიო რუკაზე, რომელიც ვენეციაში 1320 წლებში შეიქმნა, ასევე რომში გამომცემლობა Propaganda Fide-ს მიერ XVII საუკუნეში პირველი ქართული წიგნების დაბეჭდვა.

„საქართველო ძველი დროიდან წარმოდგენილია ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში, - ნათქვამია პუბლიკაციაში. - ჩვენთან ინახება ქართული ხელნაწერები, ბეჭდვითი წიგნები, რუკები, აუდიო ჩანაწერები და ვიზუალური მასალები, ასევე საქართველოსა და კავკასიაზე დასავლურ ენებზე დაწერილი პუბლიკაციების ფართო სპექტრი. ასევე გაგვაჩნია ოფიციალური გამოცემები, პერიოდული გამოცემები და გაზეთები. ეს მასალები ქართულ კულტურას სხვადასხვა დროის და სხვადასხვა ასპექტში აღწერენ. ისინი გვაჩვენებს ბრიტანულ ცნობისმოყვარეობას და სურვილს, შეიტყო ნაკლებად ცნობილი ქვეყნებისა და კულტურების შესახებ“.

ამ მოვლენას ხელოვნების სასახლის დირექტორი გამოეხმაურა.

„ძალიან ვამაყობ იმით რომ ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკა ჩვენზე წერს და განსაკუთრებული მადლიერებით მოგვიხსენიებს, ეს ჩვენთვის დიდი პატივია, ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და განმტკიცდება!“ - აღნიშნა გიორგი კალანდიამ.

საქართველოს ხელოვნების სასახლე - დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი კულტურული ცენტრია. ლამაზი შენობა, რომელშიც მდებარეობს მუზეუმი, ცნობილი გერმანელი არქიტექტორის, პაულ შტერნის პროექტით XIX საუკუნეშია აგებული.

აქ ინახება 200 ათასზე მეტი ექსპონატი, რომელიც მოგვითხრობს ქართული ხელოვნების განვითარებისა და ჩამოყალიბების ისტორიის შესახებ, ეს არის ისტორიული აფიშები, თეატრალური კოსტიუმები, რომლებიც ცნობილ ქართველ არტისტებს ემოსათ, მემორიალური ნივთები, ფოტო-, ვიდეო- და აუდიომასალები, კინოფირები და სხვ.

ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკა (British Library) — მსოფლიოში ყველაზე დიდი ეროვნული ბიბლიოთეკაა კატალოგიზებული ექსპონატების რაოდენობით. სხვადასხვა შეფასებით, აქ სხვადასხვა ქვეყნიდან 170-200 მილიონი ნივთია თავმოყრილი. ბიბლიოთეკის კოლექციები მოიცავს დაახლოებით 14 მილიონ წიგნს, ასევე ძვ. წ. 2000 წლიდან ჩვენს ერამდე დათარიღებულ ხელნაწერთა და ისტორიული ნივთების მნიშვნელოვან მარაგებს.

38
კომპიუტერთან

ვირტუალური ხელოვნება: საქართველოში იწყება ახალი პროექტი „პირველი არხი სცენა“

27
(განახლებულია 17:33 26.02.2021)
პროექტი გააერთიანებს ყველა საინტერესო მოვლენასა და ადამიანს კინოს, თეატრის, მუსიკის, სახვითი ხელოვნების, ქორეოგრაფიისა და ხელოვნების სხვა სფეროებიდან.

თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი იწყებს ახალ პროექტს „პირველი არხი – სცენა“, რომელიც ერთ ციფრულ პლატფორმაზე ხელოვნების სხვადასხვა სფეროს გააერთიანებს.

როგორც „პირველი არხის“ განცხადებაშია აღნიშნული, პანდემიის გამო ხელოვნების სფეროს თვითგამოხატვის ხელმისაწვდომი ფორმებით სარგებლობის შესაძლებლობა აღარ აქვს, ამიტომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მათ ახალ ონლაინ–ალტერნატივას სთავაზობს.

პირველი არხი – სცენა“ – ესაა ვირტუალური სივრცე, რომელიც ნებისმიერ მსურველს აძლევს საშუალებას, მოისმინოს კონცერტი ქართველი შემსრულებლების შესრულებით, ნახოს ქართული ფილმები, თეატრალური დადგმები, ცნობილი ქართველი ფოტოგრაფების გამოფენები და ნამუშევრები. გარდა ამისა, პორტალზე იქნება სხვადასხვა კონცერტის პირდაპირ ტრანსლაციაზე დასწრების შესაძლებლობა ვირტუალური ბილეთის საშუალებით, ასევე დაინტერესებულ პირებს აქვთ თანხის გადარიცხვის შესაძლებლობა, რათა დაეხმარონ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს.

ორგანიზატორებმა უკვე დააანონსეს პროექტის პირველი ცოცხალი კონცერტი, ესაა „ჯაზის საღამო“, რომელიც 28 თებერვალს გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ JANNGO, ნინი ნუცუბიძე, ანა დოი, ბექა გოჩიაშვილი, ლევან დეისაძე და ზაზა ცერცვაძე.

27
თემები:
საქართველო და კულტურა
კადრი ფილმიდან „წყალს საზღვარი არ აქვს“

ქართულ–ფრანგული ფილმი ბედს საფრანგეთში სცდის

38
(განახლებულია 15:36 26.02.2021)
ფილმი პლატფორმის ParisDOC Works-in-Progress მონაწილე გახდა, რომელიც აქტიურად უწყობს ხელს სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების პოპულარიზებას.

თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. რეჟისორ მარადია ცაავას ქართულ–ფრანგული დოკუმენტური ფილმი „წყალს საზღვარი არ აქვს“ წარდგენილია სპეციალურ საერთაშორისო პლატფორმაზე ParisDOC Works-in-Progress.

ParisDOC Works-in-Progress – ესაა ფილმის განხილვისა და კარიერის დაგეგმვის ადგილი. პლატფორმა აქტიურად უწყობს ხელს სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების გავრცელებასა და წინსვლას, აკავშირებს რა წარმოების პროცესის საკვანძო ეტაპზე პროექტის რეჟისორებსა და პროდიუსერებს დარგის პროფესიონალებთან. ღონისძიება 16–19 მარტს გაიმართება.

ParisDOC Works-in-Progress წარადგენს ცაავას ფილმს „წყალს საზღვარი არ აქვს“, როგორც 2021 წლის ერთ-ერთ დაუსრულებელ კინოპროექტს.

პლატფორმა მომდევნო თვეში ქართულ–ფრანგულ ერთობლივ წარმოებას ცხრა სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის შემადგენლობაში წარადგენს. ასე კინემატოგრაფიის პროფესიონალებს ურთიერთობებისა და ერთობლივი პროექტების განვითარების საშუალება მიეცემათ.

ცაავას ნამუშევარი საქართველოს ყველაზე მძლავრ ელექტროსადგურ „ენგურჰესზე“ მოგვითხრობს. ის უკვე ორჯერ გახდა კონკურსის New Talents Caucasus გამარჯვებული. კონკურსი New Talents Caucasus არის ფონდ Noosfera Foundation-ის პროექტი, რომელიც დოკუმენტური კინოს საერთაშორისო ფესტივალის Sinedoc ფარგლებში იმართება.

ფილმი საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ არის დაფინანსებული.

38
თემები:
საქართველო და კულტურა
პატრული

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

0
(განახლებულია 20:18 26.02.2021)
სავარაუდო დამნაშავემ, სამართალდამცველების მისამართით ცეცხლი გახსნა, რასაც პოლიციის მხრიდან საპასუხო სროლა მოყვა

 

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. ზუგდიდში დევნის ოპერაციის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ იარაღის გამოყენებით განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყაჩაღობის ფაქტი ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე 26 თებერვალს, დღის პირველ ნახევარში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი ოქროს ბირჟაზე შეიჭრა და ერთ-ერთ გამყიდველს ოქროს ნივთები იარაღის მუქარით გასტაცა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა მომხდარი ფაქტიდან უმოკლეს დროში დაიწყეს ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები. 

რუსთაველის ქუჩიდან მოშორებით, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენმა პირმა, მას შემდეგ, რაც სამართალდამცველები შენიშნა, მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნა, რასაც პოლიციის მხრიდან, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უკიდურესი ღონისძიების სახით, საპასუხო სროლა მოჰყვა.

შემთხვევის ადგილზე თავდამსხმელი - 1996 წელს დაბადებული პირი პოლიციამ უგონო მდგომარეობაში ნახა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

უწყების ინფორმაციით, გამომძიებლების მიერ ამ ეტაპზე ტარდება პირველადი საგამოძიებო მოქმედებები. ამასთან, გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზები.

უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტი მიმდინარეობს.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში