ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრმა ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტის შეჩერება გადაწყვიტა

გამოწერა
საქართველოში დიდი ხელოვნება კვლავ დიდ პოლიტიკაში „გაეხვია“ – როგორ გახდა ცნობილი ბალერინა და პედაგოგი ნინო ანანიაშვილი ორი ქვეყნის კულტურულ–პოლიტიკურ სამყაროში „განხეთქილების ვაშლი“

თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის ადმინისტრაციამ ინფორმაციის გაჟონვის გამო ქართველ პრიმა–ბალერინა ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტის შეჩერება გადაწყვიტა. ანანიაშვილს თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელის თანამდებობა უნდა დაეკავებინა.

როგორც თეატრის განცხადებაშია აღნიშნული, მასმედიის რიგ საშუალებებიში გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნინო ანანიაშვილი მოწვეულია თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

„თეატრის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ხელმძღვანელის ვინაობის გასაჯაროება კოლექტივისთვის მის ოფიციალურ წარდგენამდე დასის მსახიობებისადმი უპატივცემულობის უკიდურესი გამოვლენაა. ამიტომ იძულებული ვართ, შევაჩეროთ კონტრაქტის მოქმედება, სანამ არ გამოირკვევა ამ ინფორმაციის საჯარო სივრცეში გამოჩენის ყველა ვითარება“, – ნათქვამია თეატრის ხელმძღვანელობის განცხადებაში.

საბოლოო გადაწყვეტილება კონტრაქტთან დაკავშირებით იანვრის შუა რიცხვებში, მას შემდეგ იქნება მიღებული, როდესაც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვლადიმირ კეხმანი ნინო ანანიაშვილს შეხვდება

მომხდარის მიზეზები

საქართველოში ანანიაშვილის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია სხვადასხვაგვარად აღიქვეს. ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ბალერინა, საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობების გამო, მწვავედ გააკრიტიკა და მისი გადაწყვეტილება „არაპატრიოტულ საქციელად“ მონათლა.

ნინო ანანიაშვილი - Sputnik საქართველო
პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილი საქართველოში „ევროპა ნოსტრას“ საპატიო პრეზიდენტი გახდა

იმის თაობაზე, რომ ანანიაშვილმა ნოვოსიბისრსკის თეატრის წინადადება მიიღო საბალეტო დასის ხელმძღვანელობის შესახებ, ცნობილი 6 იანვარს გახდა. ამაზე ანანიაშვილმა თავად განაცხადა რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში და აღნიშნა, რომ ის, პარალელურად, ქართული საბალეტო დასის ხელმძღვანელიც იქნებოდა. „სხვა შემთხვევაში ამას არ დავთანხმდებოდი“ – განაცხადა ბალერინამ.

მისი თქმით, დიდი პასუხისმგებლობაა, იყო ისეთი დიდი რუსული თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელი, როგორიც ნოვოსიბირსკის თეატრია.

„დიახ, ასეა, გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ ჯერ ამ პოზიციაზე ოფიციალურად არ ვარ დასახელებული. მალე დამასახელებენ. ეს არის თანამდებობა, რომელიც მავალდებულებს შევქმნა განვითარების გეგმა, შევადგინო რეპერტუარი და ა.შ. ეს არის აბსოლუტურად შემოქმედებითი სამუშაო“, – აღნიშნა ანანიაშვილმა.

„თბილისში ყველაფერი მოგვარებულია“

კითხვაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ეს პოზიცია, ანანიაშვილმა უპასუხა, რომ, იმის გათვალისწინებით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბალეტი რუსეთისთვის და ამ მხრივ ეს ქვეყანა, პირველი თუ არა, ერთ–ერთი წამყვანია მთელ მსოფლიოში, მისთვის ეს მნიშვნელოვანი პოზიციაა.

ნინო ანანიაშვილი პეკინის ცეკვის აკადემიის საპატიო პროფესორი გახდა>>

მისი თქმით, ის საქართველოს სახელმწიფო ბალეტის ხელმძღვანელი უკვე 15 წელია, მას დასთან მუშაობის გეგმა შემდეგ ოთხ წელზე გაწერილი აქვს.

ნინო ანანიაშვილი - Sputnik საქართველო
ნინო ანანიაშვილი: ვოცნებობდი, რომ ჩემი მომაკვდავი გედით ყინულზე გამოვსულიყავი

„ამ მხრივ თბილისში ყველაფერი დალაგებულია, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მიმაღებინა იმ ვითარებამ, რაც ქვეყანაში პანდემიის გამო შეიქმნა და რამაც ჩვენს თეატრზეც იმოქმედა“, – აღნიშნა ანანიაშვილმა და დასძინა, რომ მარტში ერთი წელი გახდება, რაც თეატრი დაკეტილია და უცნობია, როდის გაიხსნება. გაუქმებულია შვიდი გასტროლი.

პრიმა–ბალერინამ სინანული გამოთქვა, რომ უცხოეთიდან, მათ შორის აშშ–იდან მიღებული ყველა წინადადება გამორიცხავდა საქართველოში პარალელურ მუშაობას. ამის გამო მან მიწვევებზე უარი განაცხადა.

მისი თქმით, ის რჩება ქართულ ბალეტში, რაც მეტ შესაძლებლობას მისცემს, მეტი ყურადღება მიიპყროს ქართული დასისადმი საერთაშორისო არენაზე.

ბალერინას თანხმობის ერთ–ერთი მიზეზი ის იყო, რომ ნოვოსიბირსკის თეატრში სპექტაკლებს ცნობილი ქორეოგრაფი ნაჩო დუატო დგამს. როგორც ანანიაშვილმა აღნიშნა, მან ვერ მოახერხა დუატოს საქართველოში ჩამოყვანა, ახლა კი საშუალება ექნება, მასთან ერთად საქართველოში სპექტაკლი დადგას.

ნიკოლოზ ცისკარიძე და ნინო ანანიაშვილი - Sputnik საქართველო
ნიკოლოზ ცისკარიძის და ნინო ანანიაშვილის საოცარი „ქართული“ – ვიდეო

„ვიცი, გამაკრიტიკებენ“

კითხვაზე, თუ როგორ წარმოუდგენია მას ორი – რუსული და ქართული – თეატრის თანამშრომლობა, ანანიაშვილმა უპასუხა, რომ ბალეტის სფეროში თანამშრომლობა ჩვეულებრივი საქმეა. მაგალითად, იური პოსოხოვმა ქართული დასისთვის სპექტაკლი „მედეა“ შექმნა.

მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, ნოვოსიბირსკის თეატრი მუშაობას განაგრძობს. თვეში ისინი 25 სპექტაკლს წარმოადგენენ. ანანიაშვილის თქმით, მას იქ მუშაობის საშუალება ექნება.

როგორც ბალერინამ აღნიშნა, მისი მეუღლე, პოლიტიკოსი გრიგოლ ვაშაძე ამით აღფრთოვანებული არ ყოფილა. კითხვაზე, მზად არის თუ არა ის იმისთვის, რომ მას გააკრიტიკებენ, ანანიაშვილმა აღნიშნა:

„ვიცი, რომ გამაკრიტიკებენ, მაგრამ მე ვცეკვავდი რუსეთში, რუსეთის ბალერინა ვიყავი და ამის გამო ჩემი სიყვარული საქართველოს მიმართ არასოდეს მომიკლია“, – აღნიშნა ანანიაშვილმა.

ანანიაშვილი რუსეთში, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს აპირებდა გამგზავრებას. რუსული თეატრის ხელმძღვანელობის განცხადებაზე მას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ყველა ახალი ამბავი
0