დავით ანდღულაძეს სამშობლოში დაკრძალავენ

დავით ანდღულაძეს სამშობლოში დაკრძალავენ

87
(განახლებულია 09:17 29.12.2020)
ანდღულაძე მრავალი წლის განმავლობაში იყო ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. მის სახელს უკავშირდება არაერთი გახმაურებული სპექტაკლი.

თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. ცნობილ ქართველ რეჟისორს დავით ანდღულაძეს, რომელიც 19 დეკემბერს პარიზში გარდაიცვალა, სამშობლოში დაკრძალავენ.

გარდაიცვალა რეჟისორი დავით ანდღულაძე>>

როგორც „პირველი არხი“ რეჟისორის ახლობლების ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, ამჟამად ცხედარი სტამბულშია გადასვენებული და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით მიმდინარეობს აუცილებელი პროცედურები, რათა ის თბილისში უახლოეს დღეებში გადმოასვენონ.

დავით ანდღულაძე 19 დეკემბერს 64 წლის ასაკში გარდაიცვალა.

1982-1985 წლებში დავით ანდღულაძე იყო მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი. ამ პერიოდში განსაკუთრებით გამორჩეული გახდა გრიგოლ რობაქიძის რომანის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „გრაალის მცველები“, რომელშიც თავადი გიორგი ორბელიანის როლი ოთარ მეღვინეთუხუცესმა შეასრულა.

მრავალი წლის განმავლობაში იყო ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

ანდღულაძე იყო „რკინის თეატრის“ დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, ასევე „არტ-ცენტრის“ დამაარსებელი და დირექტორი. ასევე იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

87
თემები:
საქართველო და კულტურა (1025)
გიორგი ოთხმეზური

გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური

117
ცნობილი მეცნიერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარება უკვე გამოხატეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ

თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ცნობა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა. ისტორიკოსი უნივერსიტეტში მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გიორგი ოთხმეზურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმარი გამოხატა. მინისტრმა აღნიშნა, რომ სამეცნიერო საზოგადოებამ ღირსეული ადამიანი და მეცნიერი დაკარგა.

„სამეცნიერო საზოგადოებამ დაკარგა ღირსეული პიროვნება, მეცნიერი, რომელმაც მთელი ცხოვრება საქართველოს ისტორიის, ქართული ეპიგრაფიკისა და პალეოგრაფიის კვლევას დაუთმო და არაერთი ღირებული და მნიშვნელოვანი ნაშრომი დაგვიტოვა“, - აღნიშნა ჩხენკელმა.

მინისტრმა მიუთითა ასევე, რომ ოთხმეზური ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი და თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოცენტი იყო და თავისი ცოდნა და გამოცდილება სტუდენტების უამრავ თაობას გაუზიარა, აღზარდა არაერთი შესანიშნავი ისტორიკოსი.

მეცნიერის გარდაცვალების გამო სინანული გამოხატა ასევე თბილისის მერმა კახა კალაძემ.

„მინდა მწუხარება გამოვთქვა ცნობილი ქართველი მეცნიერის, ისტორიკოსის, გიორგი ოთხმეზურის გარდაცვალების გამო. დიდია მისი წვლილი საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის კვლევებში. ვიზიარებ გიორგი ოთხმეზურის ოჯახის წევრების, მისი ახლობლების, აკადემიური და სამეცნიერო წრეების დიდ გულისტკივილს“, - დაწერა მერმა თავის Facebook-გვერდზე.

გიორგი ოთხმეზური ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს ჰუმანიტარული ფაკულტეტის დოცენტი იყო. მისი კვლევების ძირითადი მიმართულებები იყო საქართველოს ისტორიის, წყაროთმცოდნეობის, ქართული ეპიგრაფიკისა და პალეოგრაფიის შესწავლა და განვითარება.

117

ქუჩის მუსიკოსების კონცერტი ორბელიანის სასახლესთან - ვიდეო

146
ქუჩის მუსიკოსების კონცერტი ორბელიანის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით გაიმართა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში კადრები შოუდან

ორბელიანის სასახლე, სადაც ახლა პრეზიდენტის რეზიდენციაა განთავსებული, XIX საუკუნეში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი იყო. იქ ასევე იკრიბებოდნენ კულტურის სფეროს მოღვაწეები, იმართებოდა კონცერტები და შეხვედრები.

პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, კონცერტი ახალგაზრდა მუსიკოსების პოპულარიზაციის მიზნით გაიმართა. შესაძლოა, მსგავსი ღონისძიებები აქ ტრადიციადაც იქცეს.

146
მიგრანტი ქალი აშშ-მექსიკის საზღვარზე

აშშ დეპორტაციას აჩერებს: ცნობილია ვადა და მიზეზი

0
(განახლებულია 11:55 21.01.2021)
მანამდე ცნობილი გახდა, რომ შინაგანი უსაფრთხოების სამინისტრო წყვეტდა ახალი მიგრანტების ჩართვას პროგრამაში, რომელიც მათ უფლებას აძლევდა, დალოდებოდნენ აშშ–ში შესვლის ნებართვას მექსიკაში

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. შეერთებული შტატები ასი დღით შეაჩერებს დეპორტაციას, რათა ქვეყნის შინაგანი უსაფრთხოების სამინისტროს მუშაობა უფრო ეფექტური გახადოს, იუწყება სამინისტროს პრესსამსახური. 

„შინაგანი უსაფრთხოების სამინისტრო 2021 წლის 22 იანვრიდან ასი დღით შეაჩერებს არამოქალაქე პირების დეპორტაციას, რათა მიგრაციული კანონმდებლობის სამართლიანი და ეფექტური აღსრულება უზრუნველვყოთ, რაშიც უპირველესი ყურადღება ეთმობა ეროვნულ უსაფრთხოებას, საზღვრებისა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას“, — ნათქვამია განცხადებაში.

აღინიშნება, რომ ეს ზომა სამინისტროს საშუალებას მისცემს, რესურსები ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემებისკენ მიმართოს, მათ შორის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში უსერიოზულესი კრიზისის აღმოფხვრის ოპერატიული ამოცანების გადაჭრისკენ.

მანამდე სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ წყვეტს ახალი მიგრანტების მიღებას პროგრამაში, რომელიც მათ უფლებას აძლევდა, დალოდებოდნენ აშშ–ში შესვლის ნებართვას მექსიკის ტერიტორიაზე.

 

0
თემები:
საერთაშორისო პანორამა