თბილისი, 27 დეკემბერი ― Sputnik. ლიტერატურული პრემია „საბას“ მეთვრამეტე კონკურსის 10 ლაურეატი ცნობილია, ინფორმაციას „თიბისი“ ბანკი ავრცელებს.
26 დეკემბერს დაჯილდოების ცერემონია ონლაინ-ფორმატში ჩატარდა. როგორც ცნობილია, კონკურსში 300-მდე ავტორი მონაწილეობდა.
შემოდგომაზე „საბას“ ჟიურიმ 46 ფინალისტი დაასახელა. ლაურეატები „საბას“ პრიზსა და სოლიდურ ფულად პრემიებს მიიღებენ.
საბა 2020-ის ლაურეატები არიან:
საბა 2020-ის ჟიურის წევრები იყვნენ: პოეტი ვახტანგ ჯავახაძე, მთარგმნელი მაია ბადრიძე, ლიტერატორი/მთარგმნელი ლევან ბერძენიშვილი, ლიტერატურის კრიტიკოსი ნანა ტრაპაიძე, მწერალი ოთარ ჯირკვალიშვილი.
წლის მთავარი ლიტერატურული მოვლენა - პრემია „საბა“ „თიბისი ბანკმა“ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. დაარსების დღიდან „საბამ“ ბიძგი მისცა ლიტერატურულ პროცესებს საქართველოში და არაერთი მწერლის ნაწარმოები და ღვაწლი შეაფასა.
2018 წელს „საბა“ გასცდა საქართველოს ფარგლებს, ის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში გერმანიაში ჩატარდა. დაჯილდოების ცერემონიის გამართვამ ფრანკფურტში კონკურსს საერთაშორისო მნიშვნელობა შესძინა.
თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ეროვნული თეატრის სტატუსი მიენიჭა, ამის შესახებ ინფორმაციას რუსთაველის თეატრი ავრცელებს.
ბრძანება 2020 წლის დეკემბრის თვეში დამტკიცდა.
„ამიერიდან თეატრის სახელწოდებაა – შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი“, – აღნიშნულია რუსთველის თეატრის „ფეისბუქ"–გვერდზე.
ქართული დრამის თეატრს შოთა რუსთაველის სახელი 1921 წლის 25 ნოემბერს ეწოდა, მაგრამ თეატრის ისტორია ბევრად ადრე დაიწყო. პირველი სეზონი 1879 წელს „დრამატული კომიტეტის’’ წევრების – ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთელის, დიმიტრი ყიფიანის, დავით ერისთავისა და ივანე მაჩაბლის დიდი ძალისხმევით გაიხსნა ბარბარე ჯორჯაძის კომედიით „რას ვეძებდი და რა ვჰპოვე“.
თეატრის ამჟამინდელ შენობას საძირკველი 1898 წელს ჩაეყარა და საზეიმოდ 1901 წელს გაიხსნა.
რუსთაველის თეატრს სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ კოტე მარჯანიშვილი (1922-1926 წლები), ალექსანდრე ახმეტელი (1926-1935), მიხეილ თუმანიშვილი (1968-1969), თემურ ჩხეიძე. 1979 წლიდან დღემდე დასის ხელმძღვანელი გახლავთ რეჟისორი რობერტ სტურუა.
რუსთაველის სცენაზე მოღვაწეობდნენ ისეთი არაჩვეულებრივი მსახიობები, როგორიც იყვნენ: ალექსანდრე იმედაშვილი, ვალერიან შალიკაშვილი, უშანგი ჩხეიძე, ვერიკო ანჯაფარიძე, აკაკი ხორავა, გოგი გეგეჭკორი, კოტე მახარაძე, კახი კავსაძე, სალომე ყანჩელი, მედეა ჩახავა, ჯემალ ღაღანიძე, გოგი ხარაბაძე, რამაზ ჩხიკვაძე და სხვ.
თუნუქის სახურავზე ხარვეზებით წარმართული სამუშაოები სფეროს სპეციალისტთა შორის დისკუსიას გასცდა და პოლიტიკურ ჭრილში განხილვის თემადაც იქცა. იმ კომპანიების გარდა, რომლებიც შესაბამისი სამუშაოების ჩატარებაზე იყვნენ პასუხისმგებლები, კრიტიკის თემა ხდება თავად დროებითი გადახურვის პროექტიც.
მომავალი გართულებების და კომპლექსის დაზიანების თავიდან ასაცილებლად, სფეროს სპეციალისტები პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვის საჭიროებაზე უკვე ალაპარაკდნენ. არაჯეროვნად ჩატარებული სამუშაოებისთვის კი, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ სამუშაოების განმახორციელებელ ორივე კომპანიას სოლიდური ფულადი სანქცია დააკისრა.
თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. მოქალაქეებს, რომლებსაც ეხებათ ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული სუბსიდირება, თუმცა სურთ, არ ისარგებლონ შეღავათებით, უარის დაფიქსირება შეუძლიათ სპეციალურ ელექტრონულ პლატფორმაზე, იუწყება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია (სემეკი).
საქართველოში 2021 წლის 1 იანვრიდან ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 3.5 თეთრით (დღგ-ის ჩათვლით) გაიზარდა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის განმავლობაში სახელმწიფო საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის (ძველ და მოქმედ ტარიფს შორის) სუბსიდირებას მოახდენს. გაზრდილი ტარიფი სრულად დაიფარება ელექტროენერგიის თვეში 300 კვტ/სთ-მდე მომხმარებლებისთვის.
პლატფორმაზე საკუთარი გადაწყვეტილების დაფიქსირება შეუძლია როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირს. კომუნალურ სუბსიდირებაზე უარის თქმის ბოლო ვადა 31 იანვარია.
„პლატფორმაზე რამდენიმე ველის შევსების შემდეგ, ინფორმაცია შემდგომი რეაგირებისათვის იგზავნება ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიაში. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული სუბსიდირება 2021 წლის განმავლობაში იმოქმედებს, მოქალაქეებს შეუძლიათ შეღავათზე უარი დააფიქსირონ როგორც თითოეულ თვეზე, ისე ერთიანად - 2021 წლის იანვრიდან 2021 წლის დეკემბრის ჩათვლით“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც მარეგულირებელ კომისიაში განმარტავენ, კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმის პლატფორმის შექმნის საფუძველს წარმოადგენს იმ მოქალაქეთა გარკვეული ნაწილის მოთხოვნა, რომლებსაც ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოხმარების მოცულობებიდან გამომდინარე სუბსიდირება შეეხოთ.
საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაიხურა სავაჭრო, საზოგადოებრივი კვების ობიექტები, გაჩერდა ტრანსპორტი და სხვ., ამიტომ მოსალოდნელია უმუშევართა რაოდენობის ზრდა. კონკრეტულად რამდენი ადამიანი დარჩა უმუშევარი, ჯერჯერობით უცნობია. პრობლემა შეეხო დასაქმებულებსაც და თვითდასაქმებულებსაც. სახელმწიფო მათ და მთლიანად მოსახლეობას დახმარებას შეჰპირდა უმუშევრობისა და პროდუქტებზე ფასების ტოტალური მომატების პირობებში.