თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. 87 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ტელეწამყვანი და მსახიობი ჯულიეტა ვაშაყმაძე, იუწყება პირველი არხი.
ჯულიეტა ვაშაყმაძე საქართველოს პირველ არხზე ტელევიზიის დაარსების დღიდან, 1956 წლის 30 დეკემბრიდან მუშაობდა, ჯერ დიქტორად, ხოლო 1968 წლიდან ტელეკომენტატორად. სხვადასხვა დროს მიჰყავდა საინფორმაციო, თეატრალური, კულტურული, სოციალური და სხვა სახის ტელეგადაცემები.
2013 წლის 30 დეკემბერს, ტელევიზიის დაარსების 57 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პირველმა არხმა მთაწმინდის პარკში, თბილისის ანძის სიახლოვეს, საპატიო ვარსკვლავი გაუხსნა ტელევიზიის პირველ წამყვანებს, მათ შორის, ჯულიეტა ვაშაყმაძეს.
ჯულიეტა ვაშაყმაძე გადაღებულია არა ერთ ფილმში. მათ შორის: „ყვავილი თოვლზე“, „პაპა გიგია“, „თოჯინები იცინიან“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“.
60-იან წლებში ჯიულიეტა ვაშაყმაძე კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე გამოდიოდა.
თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ეროვნული თეატრის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთაველის თეატრი ავრცელებს.
ბრძანება 2020 წლის დეკემბრის თვეში დამტკიცდა.
„ამიერიდან თეატრის სახელწოდებაა – შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი“, – აღნიშნულია რუსთველის თეატრის „ფეისბუქ"-გვერდზე.
ქართული დრამის თეატრს შოთა რუსთაველის სახელი 1921 წლის 25 ნოემბერს ეწოდა, მაგრამ თავად თეატრის ისტორია ბევრად ადრე დაიწყო. პირველი სეზონი 1879 წელს „დრამატული კომიტეტის’’ წევრების – ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთელის, დიმიტრი ყიფიანის, დავით ერისთავისა და ივანე მაჩაბლის დიდი ძალისხმევით გაიხსნა ბარბარე ჯორჯაძის კომედიით „რას ვეძებდი და რა ვჰპოვე“.
თეატრის ამჟამინდელ შენობას საძირკველი 1898 წელს ჩაეყარა და საზეიმოდ 1901 წელს გაიხსნა.
რუსთაველის თეატრს სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ კოტე მარჯანიშვილი (1922-1926 წლები), სანდრო ახმეტელი (1926-1935), მიხეილ თუმანიშვილი (1968-1969), თემურ ჩხეიძე. 1979 წლიდან დღემდე დასის ხელმძღვანელია რეჟისორი რობერტ სტურუა.
რუსთაველის სცენაზე მოღვაწეობდნენ ისეთი არაჩვეულებრივი მსახიობები, როგორიც იყვნენ ალექსანდრე იმედაშვილი, ვალერიან შალიკაშვილი, უშანგი ჩხეიძე, ვერიკო ანჯაფარიძე, აკაკი ხორავა, გოგი გეგეჭკორი, კოტე მახარაძე, კახი კავსაძე, სალომე ყანჩელი, მედეა ჩახავა, ჯემალ ღაღანიძე, გოგი ხარაბაძე, რამაზ ჩხიკვაძე და ა.შ.
თუნუქის სახურავზე ხარვეზებით ჩატარებული სამუშაოები სფეროს სპეციალისტთა შორის დისკუსიას გასცდა და პოლიტიკურ ჭრილში განხილვის თემადაც იქცა. იმ კომპანიების გარდა, რომლებიც შესაბამისი სამუშაოების ჩატარებაზე იყვნენ პასუხისმგებლები, კრიტიკის თემაა თავად დროებითი გადახურვის პროექტიც.
მომავალი გართულებების და კომპლექსის დაზიანების თავიდან ასაცილებლად სფეროს სპეციალისტები პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვის საჭიროებაზე ალაპარაკდნენ. არაჯეროვნად ჩატარებული სამუშაოებისთვის კი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ სამუშაოების განმახორციელებელ ორ კომპანიას ფულადი სანქციები დააკისრა.
შამუ — უზარმაზარი, შავ–თეთრი შეფერილობის მკვლელი ვეშაპები, ორლანდოს დელფინარიუმის ბინადრები; ისინი არაჩვეულებრივ, ფერადოვან და დინამიურ შოუს წარმოადგენენ თითქმის ყოველდღე და პუბლიკას არა მხოლოდ ზომებით, არამედ არტისტობითაც ხიბლავენ.
ეს მართლაც განუმეორებელი სანახაობაა.