„ცხოვრება ოქროს გალიაში“: გრაფიტი საქართველოდან მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარეს

© Facebook / Tbilisi MURAL festგრაფიტი Tbilisi MURAL fest
გრაფიტი Tbilisi MURAL fest - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონკურსში, საქართველოს გარდა, ნამუშევრები წარდგენილი იყო საფრანგეთიდან, იტალიიდან, რუსეთიდან და ბრაზილიიდან.

თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. თბილისური გრაფიტი, რომელიც თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ფესტივალ Tbilisi Mural Fest-ის ფარგლებში შეიქმნა, სტრიტ-არტის All City Canvas-ის პლატფორმის ვერსიით, მსოფლიოში საუკეთესო გრაფიტად დასახელდა.

All City Canvas – ქუჩის ხელოვნების საერთაშორისო პლატფორმაა.

ნახატი სახელწოდებით „ცხოვრება ოქროს გალიაში“ სიის სათავეში აღმოჩნდა, რომელშიც ასევე შესულია ნამუშევრები ბაიონადან (საფრანგეთი), ნეაპოლიდან (იტალია), ჩელიაბინსკიდან (რუსეთი) და სან–პაულუდან (ბრაზილია). 

გრაფიტი - Sputnik საქართველო
ქუთაისი გიგანტური გრაფიტის ფესტივალს მასპინძლობს

გრაფიტი თბილისში გასულ წელს გამართული ქუჩის ხელოვნების ფესტივალის დროს საოფისე შენობის კედელზე გერმანელმა მხატვრებმა შექმნეს.

ნამუშევარი ეძღვნება ახალგაზრდების საინფორმაციო ტექნოლოგიებზე დამოკიდებულების თემას. ნახატზე გამოსახულია ოქროს გალიაში მჯდომი ახალგაზრდა ნიღბით, სათვალით, ყურსასმენითა და მობილური ტელეფონით. „ყველაფერი ეს სიმბოლოა ახალი რელობის, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ“, – ასე აღწერს All City Canvas ნამუშევარს.

Tbilisi Mural Fest გასულ წელს თბილისისა და ბერლინის მერიების მხარდაჭერით დაფუძნდა. იდეის ავტორი და ორგანიზატორია ბესიკ მაზიაშვილი – ქართველი მოქანდაკე, რომელიც 2012 წლიდან ბერლინში ცხოვრობს. მისი ნამუშევრები გამოფენილია მსოფლიოს მრავალ გალერეაში, ასევე ინახება ბერლინის ევროპის კულტურის მუზეუმის მუდმივ კოლექციაში.

გიგანტური გრაფიტის ფესტივალი KIU Mural Fest, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ქვეყნის ქუჩის მხატვრებმა ქალაქის შენობები მოხატეს, წელს ქუთაისში გაიმართა.

ყველა ახალი ამბავი
0