ქეთი მელუა

ქეთი მელუა თაყვანისმცემლებისთვის ონლაინ-კონცერტს გამართავს

90
მელუასთან ერთად კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ქეთის ძმა ზურაბი, რომელიც ელექტროგიტარაზე დაუკრავს. ისინი შეასრულებენ სიმღერებს ახალი ალბომიდან Album No.8

თბილისი, 16 დეკემბერი - Sputnik. მსოფლიოში სახელგანთქმული ბრიტანელი მომღერალი, წარმოშობით ქართველი ქეთი მელუა 17 დეკემბერს თავისი კონცერტის გლობალურ „ლაივსტრიმს“ მოაწყობს.

მელუა შეასრულებს სიმღერებს ახალი ალბომიდან Album No.8. მასთან ერთად წარდგებიან ქეთის ძმა ზურაბ მელუა, რომელიც ელექტროგიტარაზე დაუკრავს, და ნინა ჰარისი, რომელიც მომღერალს აკომპანირებას კონტრაბასით გაუწევს. ტრანსლაცია გაიმართება ლონდონის ცენტრში მდებარე Rivoli Ballroom დარბაზიდან, რომელიც 1913 წელს გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ადგილას გადაიღეს მელუას კლიპი სიმღერაზე A Love Like That.

ეს განსაკუთრებული ღონისძიება მომღერლის თაყვანისმცემლებისთვის მთელ მსოფლიოში პირდაპირი ეთერით გადაიცემა, თუმცა მასზე „დასასწრებად“ საჭიროა ბილეთის შეძენა.

ქეთი მელუა 1984 წელს საქართველოში დაიბადა. 8 წლის ასაკში მშობლებთან ერთად ჩრდილოეთ ირლანდიაში გადასახლდა, 14 წლისა კი - ინგლისში. მისი დებიუტი 2003 წელს შედგა, როდესაც გამოვიდა მომღერლის პირველი ალბომი Call Off the Search. ალბომმა დიდი ბრიტანეთის ჩარტებში წამყვანი ადგილები დაიკავა და პირველ ხუთ თვეში 1,2 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა.

საქართველოს ექსპრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქეთი მელუა საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისათვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა. 2018 წელს, როდესაც ქეთი საქართველოს დედაქალაქში უფასოდ მართავდა კონცერტს, მას თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს.

90
თემები:
საქართველო და კულტურა (1025)
კადრი ფილმიდან „დასაწყისი“

კინო, რომელიც თქვენ გამოტოვეთ: 2020 წლის ხუთი საუკეთესო ქართული ფილმი

1192
(განახლებულია 12:52 16.01.2021)
ქართული კინო - ფენომენი, რომლის ყურებაც ყოველთვის შეიძლება. იუმორი, ტრაგედია, დანაკარგი და სიხარული - ასე შეიძლება ქართული ფილმებისა და გასული 2020 წლის დახასიათება

Sputnik-საქართველოს სურს, მკითხველს მოუთხროს გასული წლის ყველაზე გამორჩეული ქართული ფილმების შესახებ, რომლებიც, შესაძლოა, გამოვტოვეთ.

„დასაწყისი“

ტრადიციისამებრ, საუბარს ვიწყებთ ფილმით, რომელიც წარდგენილია ამერიკის კინოაკადემიის „ოსკარის“ პრემიაზე „2021 წლის საუკეთესო საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის“ ნომინაციაში საქართველოს სახელით.

ესაა ფილმი „დასაწყისი“, რომელსაც 2020 წელს საერთაშორისო კინოფესტივალებზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

დეა კულუმბეგაშვილის სრულმეტრაჟიანმა სადებიუტო მხატვრულმა ფილმმა ერთბაშად ოთხი მთავარი ჯილდო დაიმსახურა პრესტიჟულ სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, მიიღო ტორონტოს კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის პრიზი, თავად რეჟისორი კი Special Cannes 2020-ის ჟიურის წევრად გამოცხადდა.

დრამა „დასაწყისი“ - საქართველოსა და საფრანგეთის ერთობლივი ნამუშევარია. ფილმი მოგვითხრობს იეღოვას მიმდევართა ერთი ჯგუფის ისტორიას, რომელიც პროვინციულ ქალაქში ექსტრემისტული დაჯგუფების მხრიდან თავდასხმას განიცდის. მთავარი გმირი იანა ერთ-ერთი იეღოველის მეუღლეა. მისთვის ნაცნობი სამყარო კონფლიქტის შედეგად ნელ-ნელა იმსხვრევა. იანას შინაგანი მღელვარება ძლიერდება, როდესაც იგი საკუთარი სურვილების გაანალიზებას იწყებს. 

„მოთვინიერება“

ქართველი რეჟისორის, სალომე ჯაშის ახალი ფილმის პრემიერა Sundance-ის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართება. ნამუშევარი წარდგენილია დოკუმენტური ფილმების საკონკურსო პროგრამაში (World Cinema Documentary Competition). სურათს ორჯერ - 31 იანვარს და 2 თებერვალს - აჩვენებენ.

Кадр из фильма Укрощение Саломе Джаши
Courtesy of Georgian National Film Center
კადრი ფილმიდან „მოთვინიერება“

„მოთვინიერება“ - ესაა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ უნიკალური ხეების გადარგვის სადავო და თითქმის სიურეალისტური პროცესის ისტორია. ფილმი შვეიცარიის, გერმანიისა და საქართველოს ერთობლივი ნამუშევარია.

Sundance-ზე უკვე შეაქეს დოკუმენტური ფილმი „გასაოცარი კინემატოგრაფიული სტილისთვის“, მისი რეჟისორი კი - ჟან რუშის და ნიონის კინოფესტივალების ჯილდოების მფლობელი - „გამჭრიახობისა და დაკვირვებისათვის“. ამიტომ წარმატებული საფესტივალო ცხოვრება მას ჯერ კიდევ წინ აქვს.

„ბოცვრის თათი“

სიაში მომდევნო ადგილი უჭირავს ნანა ჯორჯაძის სრულმეტრაჟიან სურათს - „ბოცვრის თათს“. ესაა სამი ქვეყნის - რუსეთის, ფინეთისა და ბელგიის ერთობლივი ნამუშევარი. ფილმში მონაწილეობენ პიერ რიშარი, ნიკოლა დუვოშელი, ევგენი ტკაჩუკი. სიუჟეტის ცენტრშია „პერესტროიკა“, ადრეული 1990-იანი წლები. მთავარი გმირები არიან ნიკა - ფრანგი არქიტექტორი, და ალია - საბჭოთა ინტელიგენტი, რომელთა შეხვედრაც ორივეს ცხოვრებას ცვლის.

ფილმი დადებითად შეაფასეს რუსეთის ფესტივალ „ამურის შემოდგომაზე“. მან მიხეილ კვირიკაძის საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის პრიზი დაიმსახურა.

„მკვდარი სულების არდადეგები“

„მკვდარი სულების არდადეგები“ - არის ქართველი რეჟისორის, ეკატერინე ჭელიძის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი. ესაა რეჟისორისა და ქართული პროდიუსერული კომპანია Parachute Films-ის პირველი დასრულებული ნამუშევარი.

Dead Souls' Vacation (Teaser) - Kitchen Scene from Parachute Films on Vimeo.

ფილმი მოგვითხრობს 45 წლის ლევან სვანიძის, ქართველი მუსიკოსის ცხოვრებაზე. ის 90-იანების ალტერნატიული ქართული სცენის წარმატებული მუსიკოსია. ცხოვრობს ხანდაზმულ დედასთან ერთად თბილისის გარეუბანში, 14 კვადრატული მეტრი ფართის ბინაში. მიუხედავად მარტოობისა, ლევანი არ კარგავს იმედს და ცდილობს თავის დამკვიდრებას, პირადი ცხოვრების აწყობას. დედის მთავარი ამოცანა კი არის ლევანის დაცვა გარესამყაროს „საფრთხეებისგან“.

ფილმში გამოყენებულია ელექტრონული მუსიკა, დაწერილი სურათის მთავარი გმირის, ლევან სვანიძის მიერ. იგი მას ბოლო 20 წლის განმავლობაში ქმნიდა. ფილმში ისმის ქართული პოსტპანკ ჯგუფ „წერილის“ მუსიკა, რომელშიც სვანიძე 1995 წლიდან ბასგიტარაზე უკრავს.

„მიტოვებული სოფელი“

ჩამონათვალს დავასრულებთ მარიამ კაპანაძის ანიმაციური ფილმით „მიტოვებული სოფელი“. ესაა უჩვეულო მულტფილმი თავისი ფორმატით, 14 წუთში ფილმში კადრები ერთმანეთს არ ენაცვლებიან, არამედ ბუნებაში ცვლილებები ნაჩვენებია გრადაციების ჩანაცვლებით. ერთი სიტყვით - თავად უნდა ნახოთ!

ანიმაციური ფილმის მთავარი გმირი - მიტოვებული სოფელია, ადამიანის ერთგვარი მეტაფორა და განსახიერება. მულტფილმში ნაჩვენებია „ადამიანი“, რომელსაც აღარ ახსოვს სამყაროს შექმნის არსი - სიყვარული. 

„მიტოვებული სოფელი“ უკვე ნახეს სლოვენიასა და იაპონიაში. ფილმმა იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯილდოც კი დაიმსახურა ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე ჰოკაიდოში.

1192
თემები:
ქართული კინო

პრეზიდენტმა მოსახლეობას სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა ვიდეო

72
(განახლებულია 21:19 14.01.2021)
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მოსახლეობას სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა, რომელიც 2004 წლის 14 იანვარს დამტკიცდა.

სახელმწიფო დროშის დღე 2012 წლიდან აღინიშნება. საქართველოს ამჟამინდელი სახელმწიფო ხუთჯვრიანი დროშა „ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლის 14 იანვარს დამტკიცდა. იმავე დღეს აღმართეს ის პარლამენტის შენობის თავზე და ჩამოხსნეს პირველი ქართული რესპუბლიკის შინდისფერი დროშა თეთრი და შავი ზოლებით, ხოლო 14 იანვარი სახელმწიფო დროშის დღედ გამოცხადდა.

„მინდა ეს დღე მივულოცო ახალგაზრდებს, ბავშვებს, ყველას, ვინც უკვე 30 წელია, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო დროშის ქვეშ ცხოვრობს. ვისაც არ ახსოვს ის დრო, როცა ამ ქვეყანაში სხვა ქვეყნის დროშა ფრიალებდა — ეს უდიდესი ბედნიერებაა“, — განაცხადა ზურაბიშვილმა.

სხვადასხვა ისტორიულ წყაროში ქართული დროშა მე-12 საუკუნიდან ძირითადად თეთრ-წითელ ფერებში არის მოხსენებული. ქართული თეთრი დროშა წითელი ჯვრებით შეტანილია მე-14 საუკუნის „მსოფლიო ატლასში", რომელიც ფრანცისკანელმა ბერმა (მისი სახელი უცნობია) შეადგინა. ასეთივე დროშა იყო გამოსახული იმ წლების იტალიურ და ესპანურ რუკებზე.

უწინდელი დროშა, რომელსაც პირველი ქართული რესპუბლიკის დროშას უწოდებენ, სახელმწიფო სიმბოლოდ 1990 წლის 14 ნოემბერს დამტკიცდა.

72

მსოფლიოს ათი საუკეთესო პატარა ქალაქი Small Cities Index-ის ვერსიით

0
  • პორტუ - ქალაქი პორტუგალიის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე  დიდი ხიდებით. აქ ეწევიან მეღვინეობას და ამზადებენ პორტვეინს
  • ბოლცანო - ქალაქი იტალიის ჩრდილოეთში, სამხრეთ ტიროლის პროვინციაში. ის განთავსებულია ალპების მისადგომებთან, ფერად ხეობაში მთის ვენახებს შრის
  • იტოსიმა - ქალაქი იაპონიაში, ფუკუოკას პრეფექტურაში
  • ლიუცერნი - პატარა შვეიცარიული ქალაქი იგივე დასახელების ტბასთან, რომლის გარშემოც დათოვლილი მთებია. ქალაქი ცნობილია შუა საუკუნეების დროინდელი არქიტექტურით
  • ბერგენი - სიდიდით მეორე ქალაქი ნორვეგიაში. ის განთავსებულია ქვეყნის დასავლეთში, ჩრდილოეთის ზღვასთან. ბერგენის შუა საუკუნეების სანაპირო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ერთ-ერთი ობიექტია
  • ოლბორგი - ქალაქი დანიაში. მისი მოსახლეობა 104 885 ადამიანს შეადგენს. მისი გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, შუა საუკუნეებში მნიშნელოვან საპორტო ქალაქად იქცა, მოგვიანებით კი - ინდუსტრიულ ცენტრად
  • ბაზელი - ქალაქი შვეიცარიის ჩრდილო-დასავლეთში, საფრანგეთისა და გერმანიის საზღვრებთან ახლოს
  • ვიქტორია - ქალაქი კანადის უკიდურეს დასავლეთში, პროვინცია ბრიტანული კომლუმბიას დედაქალაქი. განთავსებულია ვაკუვერის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში
  • ლევენი - ბელგიის ქალაქი და ქვეყნის ერთ-ერთი საუნივერსიტეტო ცენტრი
  • ლოზანა - ფრანგულენოვანი შვეიცარიის ქალაქი ჟენევას ტბასთან. აქ მდებარეობს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინა, ასევე ოლიმპიური მუზეუმი და პარკი. ქალაქი სახელგანთქმულია შუა საუკუნეების ქუჩებით და XII საუკუნის გოთური ტაძრით
გარდა დიდი ქალაქებისა, რომლებსაც ტურისტები სტუმრობენ მთელი მსოფლიოდან, არსებობს პატარა ქალაქებიც, რომლებიც საკმაოდ მნიშვნელოვანი და ლამაზებია. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში მსოფლიოს საუკეთესო პატარა ქალაქების სურათები

მაგალითად, ლუცერნი - შვეიცარიის პატარა ქალაქი იგივე დასახელების ტბის სანაპიროსთან, რომლის გარშემოც დათოვლილი მთებია. ქალაქი ცნობილია შუა საუკუნეების არქიტექტურის კარგად შენახული ძეგლებით. ლამაზი ალტშტატი (ძველი ქალაქი) ჩრდილოეთით XIV საუკუნის ციხესიმაგრე მუზეგის კედელს ესაზღვრება, რომლის სიგრძეც 870 მეტრია.

 

0
  • პორტუ - ქალაქი პორტუგალიის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე  დიდი ხიდებით. აქ ეწევიან მეღვინეობას და ამზადებენ პორტვეინს
    © photo: Sputnik / Vitaliy Belousov

    პორტუ - ქალაქი პორტუგალიის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე დიდი ხიდებით. აქ ეწევიან მეღვინეობას და ამზადებენ პორტვეინს

  • ბოლცანო - ქალაქი იტალიის ჩრდილოეთში, სამხრეთ ტიროლის პროვინციაში. ის განთავსებულია ალპების მისადგომებთან, ფერად ხეობაში მთის ვენახებს შრის
    © CC BY-SA 3.0 / Mauro Mazzio

    ბოლცანო - ქალაქი იტალიის ჩრდილოეთში, სამხრეთ ტიროლის პროვინციაში. ის განთავსებულია ალპების მისადგომებთან, ფერად ხეობაში მთის ვენახებს შრის

  • იტოსიმა - ქალაქი იაპონიაში, ფუკუოკას პრეფექტურაში

    იტოსიმა - ქალაქი იაპონიაში, ფუკუოკას პრეფექტურაში

  • ლიუცერნი - პატარა შვეიცარიული ქალაქი იგივე დასახელების ტბასთან, რომლის გარშემოც დათოვლილი მთებია. ქალაქი ცნობილია შუა საუკუნეების დროინდელი არქიტექტურით

    ლიუცერნი - პატარა შვეიცარიული ქალაქი იგივე დასახელების ტბასთან, რომლის გარშემოც დათოვლილი მთებია. ქალაქი ცნობილია შუა საუკუნეების დროინდელი არქიტექტურით

  • ბერგენი - სიდიდით მეორე ქალაქი ნორვეგიაში. ის განთავსებულია ქვეყნის დასავლეთში, ჩრდილოეთის ზღვასთან. ბერგენის შუა საუკუნეების სანაპირო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ერთ-ერთი ობიექტია
    © photo : Pixabay/Nextvoyage

    ბერგენი - სიდიდით მეორე ქალაქი ნორვეგიაში. ის განთავსებულია ქვეყნის დასავლეთში, ჩრდილოეთის ზღვასთან. ბერგენის შუა საუკუნეების სანაპირო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ერთ-ერთი ობიექტია

  • ოლბორგი - ქალაქი დანიაში. მისი მოსახლეობა 104 885 ადამიანს შეადგენს. მისი გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, შუა საუკუნეებში მნიშნელოვან საპორტო ქალაქად იქცა, მოგვიანებით კი - ინდუსტრიულ ცენტრად
    © Depositphotos / A1804

    ოლბორგი - ქალაქი დანიაში. მისი მოსახლეობა 104 885 ადამიანს შეადგენს. მისი გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, შუა საუკუნეებში მნიშნელოვან საპორტო ქალაქად იქცა, მოგვიანებით კი - ინდუსტრიულ ცენტრად

  • ბაზელი - ქალაქი შვეიცარიის ჩრდილო-დასავლეთში, საფრანგეთისა და გერმანიის საზღვრებთან ახლოს
    © photo: Sputnik / Alexey Vitvitsky

    ბაზელი - ქალაქი შვეიცარიის ჩრდილო-დასავლეთში, საფრანგეთისა და გერმანიის საზღვრებთან ახლოს

  • ვიქტორია - ქალაქი კანადის უკიდურეს დასავლეთში, პროვინცია ბრიტანული კომლუმბიას დედაქალაქი. განთავსებულია ვაკუვერის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში

    ვიქტორია - ქალაქი კანადის უკიდურეს დასავლეთში, პროვინცია ბრიტანული კომლუმბიას დედაქალაქი. განთავსებულია ვაკუვერის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში

  • ლევენი - ბელგიის ქალაქი და ქვეყნის ერთ-ერთი საუნივერსიტეტო ცენტრი

    ლევენი - ბელგიის ქალაქი და ქვეყნის ერთ-ერთი საუნივერსიტეტო ცენტრი

  • ლოზანა - ფრანგულენოვანი შვეიცარიის ქალაქი ჟენევას ტბასთან. აქ მდებარეობს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინა, ასევე ოლიმპიური მუზეუმი და პარკი. ქალაქი სახელგანთქმულია შუა საუკუნეების ქუჩებით და XII საუკუნის გოთური ტაძრით
    © Fotolia / Mihai-Bogdan Lazar

    ლოზანა - ფრანგულენოვანი შვეიცარიის ქალაქი ჟენევას ტბასთან. აქ მდებარეობს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინა, ასევე ოლიმპიური მუზეუმი და პარკი. ქალაქი სახელგანთქმულია შუა საუკუნეების ქუჩებით და XII საუკუნის გოთური ტაძრით