თბილისის თეატრალური ფესტივალი

თბილისის თეატრალური ფესტივალი ონლაინ–ფორმატში გაიმართება

74
(განახლებულია 13:32 15.12.2020)
წლევანდელ ფესტივალზე თეატრის მოყვარულები სხვადასხვა შემოქმედებითი დასის საინტერესო სპექტაკლებს იხილავენ.

თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 15–22 დეკემბრის პერიოდში ონლაინ–ფორმატში გაიმართება.

სპექტაკლების ნახვა ფესტივალის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ან Facebook-გვერდზე იქნება შესაძლებელი. მიუხედავად პანდემიისა, ორგანიზატორებმა ქართული და უცხოური სპექტაკლებით დატვირთული პროგრამა მოამზადეს.

პროგრამა

15 დეკემბერი

– „ოტელო“ (თეატრი Meno Fortas, ლიეტუვა)

– „თუნუქის დოლო“ (ბერლინერ ანსამბლი, გერმანია)

– „შინელი“ (Gecko Theatre ltd, დიდი ბრიტანეთი) 

Тбилисский международный театральный фестиваль
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი

16 დეკემბერი

– „ლირის სიმღერები“ (Song of the Goat Theater, პოლონეთი)

– „მერვე სიცოცხლე“ (ბრილკესთვის) (თეატრი თალია, უნგრეთი)

17 დეკემბერი

– „მხედრებსა და გაჭენებულ ცხენებზე“" (Still House, დიდი ბრიტანეთი)

– „ყველაზე აღმაფრთოვანებელი და ნაღვლიანი ისტორია რომეოსი და ჯულიეტასი“ (ოსკარას კორშუნოვასის თეატრი, ლიეტუვა)

– „კუ“ (ემილია რომანას თეატრალური ფონდი/კ. მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრი)

18 დეკემბერი

– „ვეფხვი და ლომი“ (ბადენის სახელმწიფო თეატრი, გერმანია/ თბილისის სამეფო უბნის თეატრი)

– „ლიზას ტორტი“ (კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი, საქართველო)

– „თამაშის დასასრული“ (Shaushpil, გერმანია)

– „მედეა s01e06" (საქართველოს რეგიონული თეატრების ქსელი)

– „ღმერთების დაცემა“ (იან კოხანოვსკის სახელობის თეატრი, პოლონეთი)

19 დეკემბერი

– „უხერხემლო“ (ზუგდიდის შ. დადიანის სახელობის დრამატული თეატრი)

– No Exit (ნ.დუმბაძის სახელობის მოზარდ–მაყურებელთა თეატრი, საქართველო)

20 დეკემბერი

– „ოთახი“ (ვ. გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, საქართველო)

– „უბედურება" (ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ–მაყურებელთა თეატრი, საქართველო)

21 დეკემბერი

– „2030" დასაკარგი არაფერი გვაქვს" (თავისუფალი თეატრი, საქართველო)

– „სამი ჰალსტუხიანი და ანგელოზი“ (თელავის ვაჟა–ფშაველას სახელობის დრამატული თეატრი)

22 დეკემბერი

– „ხედი სასტუმრო „საქართველოდან" (თეატრი "ლაბა", საქართველო)

– „ბოლო გაჩერება“ (ბათუმის ი. ჭავჭავაძის დრამატული თეატრი)

– „პელიკანი“ (თეატრი ათონელზე, საქართველო). 

Тбилисский международный театральный фестиваль
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2009 წელს დედაქალაქის მერიამ ქალაქის, მისი კულტურისა და მდიდარი შემოქმედებითი ატმოსფეროს პოპულარიზაციის მიზნით დააფუძნა. ორი წლის შემდეგ, 2011 წელს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ევროპის ფესტივალების ასოციაციის წევრი გახდა.

უცვლელია ფესტივალის მიზანი – აჩვენოს უცხოელ სტუმრებს საქართველოს თეატრალური პოტენციალი და ქართულ თეატრს სახელი მოუხვეჭოს.

74
თემები:
საქართველო და კულტურა (1028)
სანთლები

გარდაიცვალა მსახიობი მამუკა ლორია

83
რუსთაველის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობს სიცოცხლის განმავლობაში სხვადასხვა ტელესერიალსა და ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული

თბილისი, 27 იანვარი - Sputnik. კინოსა და თეატრის მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი ავრცელებს.

მსახიობის გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

მამუკა ლორიამ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა. ის 1985 წლიდან შოთა რუსთაველის სახელმწიფო დრამატული თეატრში მოღვაწეობდა. 

თეატრის სცენაზე მამუკა ლორიას არაერთი როლი აქვს შესრულებული, მათ შორის სპექტაკლებში "კავკასიური ცარცის წრე“, „დარისპანის გასაჭირი“, „მტრის ნიღაბი“ და სხვ.

მსახიობი გადაღებულია ფილმებსა და ტელესერიალებში. მათ შორისაა ქართული მხატვრული ფილმები „ლოლიტა“, „გარიგება“, „ყველაფერი კარგად იქნება“ და ა.შ.

მსახიობს მიღებული აქვს რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ჯილდო - „ოქროს ნიღაბი“ სპექტაკლისთვის „მაკბეტი“.

83
თემები:
საქართველო და კულტურა (1028)
არიადნა შენგელაია და მერაბ ელიოზიშვილი ფილმში „თეთრი ქარავანი“

შენგელაია-88: კინოცენტრი „თეთრი ქარავანის“ განახლებულ ვერსიას აჩვენებს

37
ეს საკულტო ფილმი აღდგენილია კანის ფესტივალზე წარსადგენად, სადაც ფილმი პირველი წარმატებული ჩვენებიდან 55 წლის შემდეგ აჩვენეს

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. ეროვნული კინოცენტრი ფილმ „თეთრი ქარავანის" (1963) აღდგენილი ვერსიის ჩვენებას ფილმის ავტორის - ლეგენდარული რეჟისორის, ელდარ შენგელაიას 88 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამართავს.

ფილმი Facebook-ის პირდაპირ ეთერში კინოცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე შაბათს, 30 იანვარს, 22:00 საათზე იქნება ნაჩვენები. ფილმის ლინკი ხელმისაწვდომი იქნება ასევე ეროვნული კინოცენტრის კინოკლუბის ვებგვერდზე.

ელდარ შენგელაიას და თამაზ მელიავას ფილმი „თეთრი ქარავანი" 1964 წელს პირველად აჩვენეს კანის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში. 2019 წელს, 55 წლის შემდეგ, იგი კანში კვლავ დაბრუნდა სექციაში „კანის კლასიკა".

სწორედ 2019 წელს, კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე კვლავ წარსადგენად, ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით გაკეთდა ფილმის ფერის, გამოსახულებისა და ხმის კორექცია.

„თეთრ ქარავანს" სამი წლის განმავლობაში იღებდნენ. სცენარზე მერაბ ელიოზიშვილი მუშაობდა, ხოლო ოპერატორი ტიტო კალატოზიშვილი იყო. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ სპარტაკ ბაღაშვილი, დოდო აბაშიძე, არიადნა შენგელაია და იმედო კახიანი.

ელდარ შენგელაია დაიბადა თბილისში 1933 წელს. 1958 წელს დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტის („ვგიკის“) კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (სერგეი იუტკევიჩის და სერგეი სკვორცოვის სახელოსნო). მან გადაიღო ისეთი საკულტო ფილმები, როგორებიცაა „თოვლის ზღაპარი“, „თეთრი ქარავანი“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, სამანიშვილის დედინაცვალი“, „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ და სხვ.

37
სალომე ზურაბიშვილი

ილია მეორემ საქართველოს პრეზიდენტს ნინოობა მიულოცა

0
(განახლებულია 14:07 27.01.2021)
წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღესრულება.

 

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა  ილია მეორემ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ნინოობა მიულოცა.

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 27 იანვარს მოციქულთა სწორი ქალწულის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს – ნინოობას აღნიშნავს. ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პატრიარქმა სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღავლინა. 

 „ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. განსაკუთრებით მივულოცავ მათ, ვინც ამ სახელს ატარებს. თქვენ იცით, რომ ჩვენი პრეზიდენტი, რომელსაც ჩვენ ვეძახით სალომეს, მატარებელია სხვა სახელის – ნინოსი. ვულოცავთ ჩვენს პრეზიდენტს ნინოობას, ღმერთმა ძალა მისცეს მას და საქართველოს“, - განაცხადა ილია მეორემ.

საქართველოში ნინოობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება – 1 ივნისს, წმინდანის საქართველოში შემოსვლის დღეს და 27 იანვარს, მისი გარდაცვალების დღეს. წმინდანი სიღნაღში, ბოდბის მონასტერშია დაკრძალული და დღემდე მის საფლავთან უამრავი მორწმუნე მიდის, დღემდე აღესრულება წმინდანის საფლავთან უამრავი სასწაული.

ნინოს ვაზის ჯვარი, რომელიც წმინდანს ღვთისმშობელმა გადასცა, დღემდე საქართველოშია და სიონის საპატრიარქო ტაძარშია დასვენებული.

0