ქართული ფილმი „გვირაბი“ აზერბაიჯანში საუკეთესოდ აღიარეს

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიბაქო
ბაქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ესაა დოკუმენტური ფილმი იმის შესახებ, თუ როგორ დააყენა თავდაყირა „საქართველოს რკინიგზის“ მოდერნიზაციის ამბიციურმა პროექტმა ადამიანების ცხოვრება.

თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. ქართული დოკუმენტური ფილმი „გვირაბი“ დოკუმენტური კინოს საერთაშორისო ფესტივალზე DokuBaku (DokuBaku International Documentary Film Festival) საუკეთესო სურათად დაასახელეს, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ცენტრის განცხადებაში.

ქართული „გვირაბი" იტალიაში საუკეთესოდ დაასახელეს>>

„გვირაბი" – 90-წუთიანი ფილმია, რომელიც მოგვითხრობს ხარაგაულის რაიონში სარკინიგზო სადგურ „მოლითის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე. როგორც კი „საქართველოს რკინიგზის" მოდერნიზაციის ამბიციური პროექტი დაიწყო, ახლომდებარე სოფლების მოსახლეობის ცხოვრება თავდაყირა დადგა.

„გვირაბის" გადაღებები 2014 წელს დაიწყო. ფილმზე მუშაობდნენ ჟურნალისტი ნინო ორჯონიკიძე და რეჟისორი ვანო არსენიშვილი. ამ დუეტმა ერთად უკვე ხუთი ფილმი გადაიღო, „გვირაბი" კი მათი დებიუტია სრულმეტრაჟიან კინოში.

DokuBaku დამოუკიდებელი კინოფესტივალია, რომელიც ორგანიზებულია კინემატოგრაფისტების ჯგუფის მიერ. ფესტივალის ფარგლებში, ტრადიციულად, ეწყობა ფილმების ჩვენება, მასტერ–კლასები, მსჯელობენ სოციალურ საკითხებზე ადგილობრივი და საერთაშორისო კინემატოგრაფისტების მონაწილეობით. ფესტივალი პირველად ბაქოში 2017 წელს ჩატარდა.

DokuBaku წელს პანდემიის გამო ონლაინ–ფორმატში ჩატარდა. მონაწილეობაზე მსოფლიოს 53 ქვეყნიდან 250 განაცხადი შევიდა – 90 სრულმეტრაჟიან ფილმზე და 160 – მოკლემეტრაჟიანზე. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ სპეციალისტები აზერბაიჯანიდან, ჩეხეთიდან, თურქეთიდან, ირანიდან და სხვა ქვეყნებიდან.

ყველა ახალი ამბავი
0