თბილისი, 30 ნოემბერი - Sputnik. თბილისის გრიბოედოვის სახ. რუსულმა დრამატულმა თეატრმა დანიურ-რუსულ თეატრ „დიალოგს“ იუბილე მიულოცა - თეატრის დასი 1 დეკემბერს 20 წლის იუბილეს აღნიშნავს.
მისალოცი სიტყვით თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ტატიანა დერბენევას და „დიალოგის“ მთელ დასს გრიბოედოვის თეატრის დირექტორმა და საზღვარგარეთ რუსული თეატრების მოღვაწეთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლაი სვენტიცკიმ მიმართა.
„მთელი გულით გილოცავთ შესანიშნავ საიუბილეო თარიღს! ამ საზეიმო დღეებში თქვენ მიიღებთ ყველაზე გულწრფელ და კეთილ სურვილებს მეგობრებისგან, კოლეგებისა და პარტნიორებისგან - ასეთები კი მთელ მსოფლიოში მრავლად გყავთ. და ეს არც არის გასაკვირი, არსებობის 20 წლის განმავლობაში თეატრი „დიალოგი“ ხომ ღირსეულად ემსახურებოდა საზღვარგარეთ რუსულ თეატრალურ ხელოვნებას. გრიბოედოველები ძალიან აფასებენ თქვენთან მეგობრობას და შემოქმედებით თანამშრომლობას“, - წერს სვენტიცკი.
მისი თქმით, გრიბოედოველები ყოველთვის დიდი მადლიერებითა და სიამოვნებით იხსენებენ გრიბოედოვის სახელობის თეატრის 170 წლისთავის იუბილეში, თბილისში საზღვარგარეთ მოქმედი რუსული თეატრების I კონგრესსა და კოპენჰაგენში დასის გასტროლებში „დიალოგის“ მონაწილეობას.
„ეს ძალიან საინტერესო იყო! ვუსურვებთ თქვენს თეატრს აყვავებას, ახალ გამარჯვებებს! გვჯერა, ვიმედოვნებთ, რომ წინ კიდევ ბევრი ბედნიერი შეხვედრა გველოდება!“ - აღნიშნავს სვენტიცკი.
დანიურ-რუსული თეატრი „დიალოგი“ 2000 წლის 1 დეკემბერს დაარსდა. მუშაობს კოპენჰაგენში მეცნიერებისა და კულტურის რუსული ცენტრის სცენაზე. სპექტაკლებს დგამს რუსულ და დანიურ ენებზე. „დიალოგს“ აქვს ორი სტუდია: საბავშვო და ახალგაზრდული. თეატრი უპირატესობას ანიჭებს მაღალპროფესიონალურ დრამატურგიას და რეჟისურას, ატარებს ფესტივალს „თეატრალური დუეტები“.
საქართველოში ძველადაც და ახლაც მიაჩნიათ, რომ წყალკურთხევის დღეს თითოეულ მდინარეს, ხევსა თუ ნაკადულს ისეთივე მადლი ეძლევა, როგორც იორდანეს - მაცხოვრის ნათლისღებისას.
დღეს, 19 იანვარს, ნათლისღება, ანუ წყალკურთხევაა — მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთ უმთავრეს ქრისტიანულ დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს მონათლა იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში იესო ქრისტე.
წყლის კურთხევა წელიწადში ორჯერ ტარდება – ნათლისღების წინა დღესა და ნათლისღების დღეს – ლიტურგიის შემდეგ. ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.
ნათლისღების დღესასწაულზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში თავისი ტრადიციები დამკვიდრდა, რომლებიც წყლის კურთხევის წეს-ჩვეულებებს უკავშირდება.
მალე მზე ამოვა და ავტომობილის სახურავზე მოდებულ ყინულს უკვალოდ გააქრობს
მყინვარე მზიან დღეს ფერთა გამას თვალი განსაკუთრებით კონტრასტულად აღიქვამს
დილის გასეირნება კი ყველას ენერგიით ავსებს
ზოგი კი დადებით ემოციებს თევზაობით ღებულობს
მიუხედავად იანვრისა, გარშემო სიმწვანეა, თუმცა, ჯერ-ჯერობით, თოვლიც არ გამდნარა, რაც პატარებს ძალიან ახარებთ
შადრევანში სასმელი წყალიც გაიყინა, თუმცა დღის მეორე ნახევარში გალღვება და წყურვილის მოკვლაც შესაძლებელი იქნება
ამასთან, ვისაც ძალიან ცივა, შეუძლია ნებისმიერი სხვა სასმელი მიირთვას
მითუმეტეს, რომ ცხელი არომატული ყავა მის მოყვარულებს განუმეორებელ შეგრძნებებს ჩუქნის
ნებისმიერი პატარასთვის კარგი გასართობია ბრტყელი ქვების წყალზე სროლა. ზაფხულობით ისინი არ იძირებიან, რადგან ყინულზე მიცურავენ
პენსიონრებს ასეთ ამინდში ჭადრაკის თამაში ხიბლავთ. მათ ყოველთვის ყავთ მეტოქეც და გულშემატკივრებიც
გაყინული ბალახი კი შეყვითლებული ფოთლებითაა მოფენილი, რაც კიდევ უფრო ახალისებს გარემოს
ასეთ სიცივეში ხის დიდი მორებიც იყინება
ყინვაში ადამიანსაც განსაკუთრებული აურა აქვს
მაგრამ სიცივე ზოგისთვის მეტისმეტად აუტანელია
ამიტომ ყინვაში ცარიელია ქალაქის პარკები და სკვერები, თუმცა მალე გაზაფხული მოვა და ყველაფერი კვლავ ხალისს დაიბრუნებს
თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ითხოვს, რომ დაიწყოს გამოძიება და დადგინდეს, ვინაა დამნაშავე იმაში, რომ გელათის უნიკალურ ძეგლს სერიოზული საფრთხე შეექმნა.
პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს მთავარ საგამოძიებო სამმართველოში განცხადება შეიტანა.
გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის ტაძრის კრამიტის სახურავზე დეფექტები გამოვლინდა. ტაძარში წვიმის წყალი ჩადის და XII, XIV და XVI საუკუნეების უნიკალურ ფრესკებს აზიანებს. სახურავი დროებით თუნუქით გადახურეს.
დროებითი თუნუქის სახურავი იქამდე იქნება, სანამ ის მთლიანად არ შეიცვლება ახლით, რომლის ხარისხსაც ლაბორატორიული კვლევები და ექსპერტების დასკვნები დაადასტურებს.
გელათის სახურავის დაზიანებით საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდნენ. ამ საკითხზე დაიკითხნენ მოწმეები. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უნდა განსაზღვროს, არის თუ არა პასუხისმგებელი სამუშაოების შემსრულებელი – ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი.
როგორც ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, გელათის ფრესკები უკვე წლებია, წიანდება და ამაზე არც ერთ უწყებას არ ჰქონია სათანადო რეაგირება. მან ამ საქმეში კორუფციის ნიშნებიც არ გამორიცხა.
გელათის რეაბილიტაციის დროს დაფიქსირებული ხარვეზები: საიამ პროკურატურას მიმართა>>
„ეს არის მორიგი თვალთმაქცობა და საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა. გამოძიება, რომელიც ამ უწყებამ გასულ წელს დაიწყო, არ არის იქითკენ მიმართული, რომ დაადგინოს ვინ არის ძეგლის დაზიანებაზე პასუხისმგებელი და გამოკვეთოს სახელმწიფო უწყებები, რომელთა უპატიებელი გულგრილობის გამო გელათი დაზიანდა. ის გამოძიება ეხება ფინანსურ ნაწილს და დიახ, შესაძლოა, მართლაც ჰქონდა ადგილი ამ შემთხვევაში კორუფციას, რაც არ გამორიცხავს ძეგლის დაზიანების გამო პასუხისმგებლობას. შეუიარაღებელი თვალითაც კი შესამჩნევია, რომ ფრესკები დაზიანებულია“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ქუთაისში — საქართველოში შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონასტერია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი, XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან 1814 წლამდე კათალიკოსის რეზიდენცია, 1994 წლიდან — მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის მიერ და მისი განსასვენებელი გახდა.
მე-13 საუკუნეში სამონასტრო ანსამბლს დაამატეს წმინდა ნიკოლოზის და წმინდა გიორგი ეკლესიები, ასევე სამსართულიანი სამრეკლო. კედლის მხატვრობა სხვადასხვა — XII-დან XVIII საუკუნის ჩათვლით — პერიოდს მიეკუთვნება. განსაკუთრებით აღსანიშნავია გვირგვინოსნების პორტრეტები.
თბილისი. 19 იანვარი — Sputnik. ერთი შეხედვით ისეთი უმნიშვნელო სიმპტომი, როგორიცაა გულძმარვა, შეიძლება პაციენტისთვის შეუმჩნეველ „ჩუმ ინფარქტზე“ მიანიშნებდეს, წერს გაზეთი Daily Express-ი ჰარვარდელ მეცნიერებზე დაყრდნობით.
ინფარქტის ძირითადი სიმპტომებია გულმკერდის არეში ძლიერი ტკივილი და მოჭერილობის შეგრძნება. თუმცა ზოგ შემთხვევაში ასეთი ნიშნები არ არსებობს და ადამიანები ვერ ხვდებიან, რა ხდება სინამდვილეში.
„გულის ჩუმი შეტევები იმაზე მეტადაა გავრცელებული, ვიდრე ჩვენ გვგონია“, — აცხადებენ ჰარვარდის სამედიცინო სკოლის სწავლულები.
მათი თქმით, ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს, რომ გულის შეტევების ყველა შემთხვევის თითქმის ნახევარი შეუმჩნევლად ვითარდება, ადამიანებმა კი ამის შესახებ არ იციან, ვინაიდან ექიმისთვის არ მიუმართავთ.
მეცნიერების განმარტებით, „ჩუმი ინფარქტის“ მაუწყებელი შეიძლება იყოს არა მარტო გულძმარვა, არამედ:
ექიმები გვირჩევენ, არ უგულებელვყოთ გულძმარვა, რომელიც, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დისკომფორტია და აუცილებლად მივმართოთ ექიმს.