„მაია წყნეთელის“ აღდგენილ ვერსიას მაყურებელი ფეისბუქ-ლაივის ფორმატში იხილავს

© Pixabay / MasterTuxკინოფირი
კინოფირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფილმზე მუშაობისას რესტავრატორებმა უზარმაზარი სამუშაო ჩაატარეს: გაასუფთავეს ხმა, დაამუშავეს გამოსახულება და შეიტანეს ფერის კორექტივები.

თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი „მაია წყნეთელის“ აღდგენილი ვერსიის ონლაინ-ჩვენებას გამართავს, ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფილმის ჩვენება მეფე ერეკლე II-ის დაბადებიდან 300 წლისთავთან დაკავშირებით გაიმართება.

Старая кинокамера и кинопленка - Sputnik საქართველო
ახალი სიცოცხლე „მაია წყნეთელს" – ფილმის რესტავრაცია დასრულდა

„ონლაინ-ჩვენება გაიმართება 13, 14 და 15 ნოემბერს, 22:00 საათზე ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე (ფეისბუქ-ლაივის ფორმატში)“, – აღნიშნულია ცენტრის განცხადებაში.

1959 წელს გადაღებული „მაია წყნეთელი” რეზო ჩხეიძის ერთ-ერთი საკულტო ფილმია. ფილმმა ახალი სიცოცხლე 2020 წლის ზაფხულში დაიწყო, როცა დასრულდა მისი რესტავრაცია ციფრულ 2K ფორმატში. ექსპერტებმა უზარმაზარი სამუშაო შეასრულეს: გაწმინდეს ხმა, დაამუშავეს გამოსახულება და გააკეთეს ფერის კორექტივები.

ფილმის რესტავრაცია მეფე ერეკლე მეორის დაბადებიდან 300 წლისთავს მიეძღვნა. ფილმში მოვლენები სწორედ პატარა კახის მეფობის დროს ვითარდება.

ყველა ახალი ამბავი
0