თბილისი საერთაშორისო სტუდენტურ კინოფესტივალს მასპინძლობს

© photo: Sputnik / Artem Zhitenev / გადასვლა მედიაბანკშიკინოფირი
კინოფირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კინოფესტივალის ფარგლებში აგრეთვე გაიმართება სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტის განვითარების კონკურსი.

თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი კორონავირუსის პანდემიის გამო ონლაინ–რეჟიმში ტარდება, ნათქვამია ფესტივალის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

2020 წელს ფესტივალმა ხუთი ქვეყნიდან ხუთი საუკეთესო კინოსკოლა გააერთიანა. გერმანიის, პოლონეთის, ისრაელის, არგენტინისა და საქართველოს კინოსკოლებიდან 120-წუთიან კინოპროგრამებს სხვადასხვა სოციალური ქსელის მეშვეობით პირდაპირ ეთერში აჩვენებენ.

გამარჯვებულებს ჟიური გამოაცხადებს, რომლის შემადგენლობაშიც შედიან კინორეჟისორი თამარ შავგულიძე და კინომცოდნეები ნენო ქავთარაძე და გიორგი რაზმაძე. 

საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი BIAFF - Sputnik საქართველო
ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალი BIAFF ონლაინ–რეჟიმში მიმდინარეობს

კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტის განვითარების კონკურსი. გარდა ამისა, რეჟისორი ქეთი მაჭავარიანი ფორუმის მონაწილეებისთვის ფიჩინგის (პროექტის ზეპირი ან ვიზუალური პრეზენტაცია ინვესტორების მოძიების მიზნით) ტრენინგს გამართავს.

ჟიურის წევრები დავით ჯანელიძე, მწერალი, სცენარისტი ნესტან კვინიკაძე და კინოოპერატორი გიორგი შველიძე სამ გამარჯვებულს გამოავლენენ, რომლებიც შესაბამისი ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან.

ფესტივალის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია კინოსა და თეატრის უნივერსიტეტში 6 ნოემბერს გაიმართება, სადაც გამოავლენენ I, II და III ადგილების პრიზიორებს. ამასთან, დასახელდებიან გამარჯვებულები სამ ნომინაციაში: საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმი.

ფესტივალის ორგანიზატორია თბილისის შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით.

ყველა ახალი ამბავი
0