ახალგაზრდა ქართველი კომპოზიტორი World Soundtrack Awards 2020-ის ლაურეატი გახდა

© photo: Sputnik / Konstantin Chalabov / გადასვლა მედიაბანკშიფორტეპიანოზე დაკვრა
ფორტეპიანოზე დაკვრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანიმაციური ფილმის I Lost My Body ჩვენების უფლება, რომლისთვისაც მუსიკა ქართველმა კომპოზიტორმა დაწერა, Netflix-მა მოიპოვა.

თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. ქართველი კომპოზიტორი ანა ქასრაშვილი საერთაშორისო პრემია World Soundtrack Awards 2020-ის ლაურეატი გახდა ნომინაციაში „ახალგაზრდა კომპოზიტორის საუკეთესო ორიგინალური თხზულება“.

World Soundtrack Awards – საერთაშორისო მუსიკალური ჯილდოა, რომელიც 2001 წელს შეიქმნა ფილმების საუნდტრეკებისა და მათი კომპოზიტორების პოპულარიზაციის მიზნით.

წელს კონკურსი მეოცედ გაიმართა. ღონისძიება ყოველწლიურად ბელგიის ქალაქ გენტში ტარდება, ხოლო ცერემონია, ჩვეულებრივ, საკონცერტო დარბაზ Capitole-ში, რომელსაც ანა ქასრაშვილიც ესწრებოდა.

ქასრაშვილი შეაფასეს ფრანგული ანიმაციური ფილმისთვის შექმნილი კომპოზიციისთვის I Lost My Body/J’ai perdu mon corps („დავკარგე ჩემი სხეული“).

კანის ფესტივალის დასრულების შემდეგ ამ ფილმზე უფლება Netflix-მა მოიპოვა. ფილმის რეჟისორია ჟერემი კლაპენი, სცენარის ავტორი – გიიომ ლორანი.

ანა ქასრაშვილმა უკვე არაერთი გამარჯვება მოიპოვა საერთაშორისო არენაზე. თავდაპირველი მუსიკალური განათლება მან ბათუმში მიიღო. 2015 წელს დაამთავრა ბერკლის მუსიკალური კოლეჯი, სადაც სწავლობდა კი­ნოს, ტე­ლე­ვი­ზი­ი­სა და ვი­დე­ო­თა­მა­შე­ბის მუ­სი­კის ფაკულტეტზე. მიიღო მაგისტრის ხარისხი. ბერკლის კოლეჯმა ანა 2015 წელს დააჯილდოვა „გამორჩეული სტუდენტის“ პრიზით. 2018 წელს კინომუსიკის საერთაშორისო კონკურსზე ესპანეთში პირველი ადგილი დაიკავა, ასევე მიიღო 50 ათასი დოლარის ოდენობის პრიზი.

ქასრაშვილმა ასევე გაიმარჯვა ფილმების კომპოზიტორთა მე-18 საერთაშორისო კონკურსზე (CAIFF), რომელიც კალიფორნიის კინოფესტივალის ფარგლებში ჩატარდა.

ყველა ახალი ამბავი
0