„მგზავრების“ კონცერტები რუსეთში 2021 წლის აპრილში გაიმართება

© courtesy of Mgzavrebi Bandჯგუფი „მგზავრები“ (Mgzavrebi)
ჯგუფი „მგზავრები“  (Mgzavrebi) - Sputnik საქართველო
გამოწერა
მუსიკოსებმა აღიარეს, რომ იზოლაციაში ახალი მუსიკის შექმნის გარდა ასევე დაკავებულები არიან თვითგანვითარებით და სპორტით

თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. პოპულარულმა ქართულმა ჯგუფმა „მგზავრები" რუსეთში კონცერტების სერიას 2021 წლის აპრილში ჩაატარებს, ამის შესახებ ჯგუფის წევრებმა თავის Facebook-გვერდზე დაწერეს.

ცნობილია, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ჯგუფმა უცხოეთში უამრავი კონცერტი გააუქმა. გადაიდო აპრილის მასშტაბური ტური, რომელიც მუსიკოსებს რუსეთის ქალაქებში უნდა ჩაეტარებინათ.

ჯგუფი „მგზავრები“ - Sputnik საქართველო
პირველი კონცერტი კარანტინის შემდეგ: „მგზავრები“ ბათუმში წარდგებიან

„პანდემიის პერიოდში ჩვენ, როგორც ჩანს, მივხვდით, რას გრძნობენ მუსიკოსები, როდესაც ასრულებენ თავიანთ კარიერას და პენსიაზე გადიან. ირგვლივ ყველა მუშაობს, შენ კი ზიხარ და ელოდები, როდის გექნება საშუალება აიღო ხელში გიტარა და კვლავ დადგები სცენაზე. ისეთი მონატრება გვაქვს, რომ ვერც გამოვთქვამთ“, - ნათქვამია ჯგუფის გვერდზე.

თუმცა, მუსიკოსების თქმით, ისინი დროს ტყუილად არ კარგავენ. ახლა ჯგუფი დაკავებულია არამარტო ახალი მუსიკით, არამედ თვითგანვითარებით - ისინი კითხულობენ, ვარჯიშობენ, „ახალგაზრდავდებიან მორალურად, ფიზიკურად და მუსიკალურად“.

კონცერტების თარიღებს მუსიკოსები მოგვიანებით გამოაქვეყნებენ. ჯერჯერობით ცნობილია, რომ მოსკოვში „მგზავრები“ მსმენელების წინაშე 2021 წლის 10 აპრილს Adrenaline Stadium-ის სცენაზე წარდგებიან.

ჯგუფის მუსიკოსები გამოირჩევიან შესრულების ინდივიდუალური მანერით, რომელშიც ერთმანეთს ერწყმის ფოლკლორული რიტმი, მრავალხმიანობა, იმპროვიზაცია, ასევე თანამედროვე და კლასიკური ელემენტები.

ჯგუფი „მგზავრები" ვოკალისტმა გიგი დედალამაზიშვილმა 2006 წელს დააარსა. 2008 წელს გამოვიდა სადებიუტო ალბომი „მე მოვიგონე", რომელმაც საქართველოში დიდი პოპულარობა მოიპოვა. 2016 წლის თებერვალში „მგზავრებმა" რუსეთში ნომინაციაში Взлом პრემია Чартова Дюжина მოიპოვა.

„მგზავრები" აქტიურად მართავენ კონცერტებს რუსეთში, უკრაინასა და, რა თქმა უნდა, საქართველოში.

 

ყველა ახალი ამბავი
0