დავით მაღრაძე

დავით მაღრაძე „ვერცხლის დრაკონით” დაჯილდოვდა

67
(განახლებულია 21:53 10.10.2020)
დავით მაღრაძე – პოეტი და მწერალი, წარსულში ჟურნალ „ცისკრის“ მთავარი რედაქტორი და საქართველოს კულტურის მინისტრია

თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. პოეტი დათო მაღრაძე პოემისთვის „ბარაქიანი მიწა“ ფესტივალის მთავარი პრიზით „ვერცხლის დრაკონით” დაჯილდოვდა. ინფორმაცია ქართულ მედიაში ვრცელდება.

ინგლისური გამოცემის Poetry on the lake-ის და UNESCO- ს კომიტეტის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია ორტა-სანჯულიოს კუნძულზე დღეს შედგა.

დავით მაღრაძე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის – „თავისუფლების“ ტექსტის ავტორია.

დავით მაღრაძე – პოეტი და მწერალი, წარსულში ჟურნალ „ცისკრის“ მთავარი რედაქტორი და საქართველოს კულტურის მინისტრია. ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაზე ორჯერ იყო წარდგენილი.

67
თემები:
საქართველო და კულტურა (972)
წერეთლის მუზეუმი MOMA Tbilisi

თბილისში პრინტის საერთაშორისო ფესტივალი - LIFE N STYLE გაიხსნა

17
(განახლებულია 22:13 28.10.2020)
ხელით ბეჭდვა-სერიგრაფია, აბრეშუმით ბეჭდვა, ოფორტი, ლითოგრაფია, გრავიურა - ამ ტექნიკით შესრულებული ხელოვნების ნიმუშები ერთი თვის განმავლობაში წერეთლის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გამოიფინება

თბილისი, 28 ოქტომბერი - Sputnik. 28 ოქტომბრიდან ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი პრინტის საერთაშორისო ფესტივალს - LIFE N STYLE-ს - მასპინძლობს, იუწყება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

LIFE N STYLE - არის პროექტი, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით იმართება და მიზნად ისახავს თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი წამყვანი დარგის (ხელით ბეჭდვა-სერიგრაფია, აბრეშუმით ბეჭდვა, ოფორტი, ლითოგრაფია, გრავიურა, ბრომ ვერცხლით ბეჭდვა) განვითარებას და ანაბეჭდის ყოველწლიური ფესტივალის ორგანიზებას.

პრინტის ფესტივალი სხვადასხვა ქვეყნიდან თანამედროვე მხატვრების, კოლექციონერების, სპეციალისტებისა და მოყვარულებისთვის შემოქმედებითი სინთეზის შესანიშნავი შესაძლებლობაა. თბილისში პრინტ ფესტივალი გაიხსნა 2020 წლის ახალი კოლექციის წარდგენით, რომელშიც მონაწილეობას, საქართველოს გარდა, მიიღებენ აშშ, ბელარუსი, ბულგარეთი, ესტონეთი, ესპანეთი, კანადა, რუსეთი, საფრანგეთი და სომხეთი.

„პრინტ ფესტივალის ეგიდით აბრეშუმით ბეჭდვის ერთადერთი უნიკალური სახელოსნო დაფუძნდა, სადაც 200-მდე ქართველი და უცხოელი მაღალი დონის მხატვრის ეპოქალური კოლექციაა გაერთიანებული. მსგავსი ატელიეები მსოფლიოში ელიტარულ და უნიკალურ სახელოსნოებად ითვლება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ფესტივალის გამოფენები წერეთლის მუზეუმში ყოველდღე, 18 საათიდან 21 საათამდე 28 ოქტომბრიდან ერთი თვის განმავლობაში გაიმართება. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

17
თემები:
საქართველო და კულტურა (972)
დისტანციური სწავლება

პროექტი „ქართული ხელოვნების მოღვაწეები მოსწავლეებისთვის“ დისტანციურ ფორმატში ჩატარდება

41
(განახლებულია 18:08 28.10.2020)
პროექტის მიზანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კულტურის კომპონენტის გაძლიერება და მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებაა.

თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. პროექტი „ქართული ხელოვნების მოღვაწეები საქართველოს მოსწავლეებისთვის“ 29 ოქტომბრიდან დისტანციურ ფორმატში ჩატარდება. ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოში ახალი საგანმანათლებლო პროექტი „ისტორია–კინო–ისტორია“ დაიწყო>>

„ქართული ხელოვნების მოღვაწეები საქართველოს მოსწავლეებისთვის“ სამინისტროს პროექტის „ხელოვნება სკოლაში“ ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კულტურის კომპონენტის გაძლიერება, ასევე მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება.

პროექტი „ხელოვნება სკოლაში“, რომელიც 2019 წელს დაიწყო, კულტურის სამ მნიშვნელოვან სფეროს აერთიანებს და მოიცავს პროგრამებს: „სკოლა მუზეუმში“, „სკოლა თეატრში“ და „კინო სკოლაში“.

პროექტის ფარგლებში ყოველ ხუთშაბათს, 14:00 საათზე ყველა სკოლის მოსწავლე და მასწავლებელი შეძლებს დისტანციურად მოუსმინოს სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებს, ასევე გაეცნოს მათ შემოქმედებას და დაუსვას შეკითხვები.

პირველი შეხვედრა კინორეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილთან 29 ოქტომბერს, 14:00 საათზე გაიმართება. რეჟისორის მოსმენა შესაძლებელია ბმულზე https://bit.ly/3jGxb8R, რომელიც ხუთშაბათს გააქტიურდება.

მუზეუმები, თეატრები და კინო – ქართველ მოსწავლეებს სიახლეები ელოდებათ>>

პროექტში მონაწილეობას ასევე მიიღებენ ქართველი მწერალი დავით ტურაშვილი, პოეტი დავით მაღრაძე და კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე. გადაცემებს გაუძღვება ხელოვნების ექსპერტი მაია დათუნაშვილი.

41
თემები:
საქართველო და კულტურა (972)
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

ლარის კურსი 29 ოქტომბერს

0
(განახლებულია 09:04 29.10.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0103 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,2345 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0103 ლარით გაუფასურდა.

ლარის კურსი 29 ოქტომბერს
0
თემები:
ლარის კურსი დღეს