სოფიკო შევარდნაძე

„წიგნი დავწერე... ძალიან პირადული“ სოფიკო შევარდნაძე განცხადებას ავრცელებს

80
(განახლებულია 16:19 09.10.2020)
ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი სოფიკო შე­ვარ­დნა­ძე ბავ­შვო­ბი­დან ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია. სო­ფოს ახლა რუ­სეთ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა აქვს, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­შიც ხში­რად ჩა­მო­დის.

თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილმა სოფიკო შევარდნაძემ წიგნი დაწერა. ინფორმაცია სოფომ სოციალური ქსელით გაავრცელა და აღნიშნა, რომ წიგნის იდეა პანდემიის დროს მოუვიდა.

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამას ვიტყოდი, მაგრამ, უბრალოდ, ვიტყვი. წიგნი დავწერე. ჩემი აზრით, ძალიან პირადული და ამასთანავე მნიშვნელოვანი, მათთვის, ვისაც 2020 წლის ახალი რეალობა აშინებს. ის ყველა ჩვენგანზეა, პირადულ და გლობალურ კრიზისზე, იმაზე, თუ როგორ ვიპოვოთ საკუთარი ადგილი „მესამე მსოფლიო ომის“ შემდეგ და რა ცვლილებები იქნება ხელოვნებაში, ეკონომიკაში, პოლიტიკაში, განათლებასა და მეცნიერებაში“, – წერს სოფო შევარდნაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი სოფიკო შე­ვარ­დნა­ძე ბავ­შვო­ბი­დან ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია. სო­ფოს ახლა რუ­სეთ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა აქვს, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­შიც ხში­რად ჩა­მო­დის.

80
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2256)
წერეთლის მუზეუმი MOMA Tbilisi

თბილისში პრინტის საერთაშორისო ფესტივალი - LIFE N STYLE გაიხსნა

15
(განახლებულია 22:13 28.10.2020)
ხელით ბეჭდვა-სერიგრაფია, აბრეშუმით ბეჭდვა, ოფორტი, ლითოგრაფია, გრავიურა - ამ ტექნიკით შესრულებული ხელოვნების ნიმუშები ერთი თვის განმავლობაში წერეთლის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გამოიფინება

თბილისი, 28 ოქტომბერი - Sputnik. 28 ოქტომბრიდან ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი პრინტის საერთაშორისო ფესტივალს - LIFE N STYLE-ს - მასპინძლობს, იუწყება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

LIFE N STYLE - არის პროექტი, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით იმართება და მიზნად ისახავს თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი წამყვანი დარგის (ხელით ბეჭდვა-სერიგრაფია, აბრეშუმით ბეჭდვა, ოფორტი, ლითოგრაფია, გრავიურა, ბრომ ვერცხლით ბეჭდვა) განვითარებას და ანაბეჭდის ყოველწლიური ფესტივალის ორგანიზებას.

პრინტის ფესტივალი სხვადასხვა ქვეყნიდან თანამედროვე მხატვრების, კოლექციონერების, სპეციალისტებისა და მოყვარულებისთვის შემოქმედებითი სინთეზის შესანიშნავი შესაძლებლობაა. თბილისში პრინტ ფესტივალი გაიხსნა 2020 წლის ახალი კოლექციის წარდგენით, რომელშიც მონაწილეობას, საქართველოს გარდა, მიიღებენ აშშ, ბელარუსი, ბულგარეთი, ესტონეთი, ესპანეთი, კანადა, რუსეთი, საფრანგეთი და სომხეთი.

„პრინტ ფესტივალის ეგიდით აბრეშუმით ბეჭდვის ერთადერთი უნიკალური სახელოსნო დაფუძნდა, სადაც 200-მდე ქართველი და უცხოელი მაღალი დონის მხატვრის ეპოქალური კოლექციაა გაერთიანებული. მსგავსი ატელიეები მსოფლიოში ელიტარულ და უნიკალურ სახელოსნოებად ითვლება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ფესტივალის გამოფენები წერეთლის მუზეუმში ყოველდღე, 18 საათიდან 21 საათამდე 28 ოქტომბრიდან ერთი თვის განმავლობაში გაიმართება. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

15
თემები:
საქართველო და კულტურა
დისტანციური სწავლება

პროექტი „ქართული ხელოვნების მოღვაწეები მოსწავლეებისთვის“ დისტანციურ ფორმატში ჩატარდება

37
(განახლებულია 18:08 28.10.2020)
პროექტის მიზანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კულტურის კომპონენტის გაძლიერება და მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებაა.

თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. პროექტი „ქართული ხელოვნების მოღვაწეები საქართველოს მოსწავლეებისთვის“ 29 ოქტომბრიდან დისტანციურ ფორმატში ჩატარდება. ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოში ახალი საგანმანათლებლო პროექტი „ისტორია–კინო–ისტორია“ დაიწყო>>

„ქართული ხელოვნების მოღვაწეები საქართველოს მოსწავლეებისთვის“ სამინისტროს პროექტის „ხელოვნება სკოლაში“ ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კულტურის კომპონენტის გაძლიერება, ასევე მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება.

პროექტი „ხელოვნება სკოლაში“, რომელიც 2019 წელს დაიწყო, კულტურის სამ მნიშვნელოვან სფეროს აერთიანებს და მოიცავს პროგრამებს: „სკოლა მუზეუმში“, „სკოლა თეატრში“ და „კინო სკოლაში“.

პროექტის ფარგლებში ყოველ ხუთშაბათს, 14:00 საათზე ყველა სკოლის მოსწავლე და მასწავლებელი შეძლებს დისტანციურად მოუსმინოს სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებს, ასევე გაეცნოს მათ შემოქმედებას და დაუსვას შეკითხვები.

პირველი შეხვედრა კინორეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილთან 29 ოქტომბერს, 14:00 საათზე გაიმართება. რეჟისორის მოსმენა შესაძლებელია ბმულზე https://bit.ly/3jGxb8R, რომელიც ხუთშაბათს გააქტიურდება.

მუზეუმები, თეატრები და კინო – ქართველ მოსწავლეებს სიახლეები ელოდებათ>>

პროექტში მონაწილეობას ასევე მიიღებენ ქართველი მწერალი დავით ტურაშვილი, პოეტი დავით მაღრაძე და კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე. გადაცემებს გაუძღვება ხელოვნების ექსპერტი მაია დათუნაშვილი.

37
თემები:
საქართველო და კულტურა
შემოდგომის ფოთოლი

ზოდიაქოს ხუთი იღბლიანი ნიშანი ნოემბერში ვის გაუმართლებს ყველაზე მეტად

0
(განახლებულია 17:20 28.10.2020)
ასტროლოგების აზრით, ნოემბერი შემოდგომის ყველაზე ხელსაყრელი თვეა. იღბალი ყველას ეწვევა, მაგრამ ამ ხუთი ნიშნის წარმომადგენლებს – ყველაზე ხშირად

ასტროლოგებმა ნოემბრის რჩეული ნიშნები დაასახელეს, ზოდიაქოს ამ ხუთი ნიშნის წარმომადგენლებს ამ თვეში ყველაზე მეტად გაუმართლებს

2020 წლის სახუმარო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>

ვერძი

ვერძებისთვის ნოემბერი ცხოვრების ყველა სფეროში წარმატებული თვე იქნბა. ვარსკვლავები და პლანეტები ძალზე ხელსაყრელ მდგომარეობაში იქნებიან, განსაკუთრებით თვის დასაწყისში. ვერძები შეძლებთ ადრე გაწეული მუშაობის პიველი ნაყოფის დანახვას. ის, რაც ოქტომბერში გააკეთეთ, ახლა უკვე სიხარულს, ფულსა და იღბალს მოგიტანთ. არ არის გამორიცხული, რომ წარმატება პირდაპირ „ხელში ჩაგივარდეთ“ – მხოლოდ მზად უნდა იყოთ ამისთვის.

ტყუპი

ყველა ტყუპს დიდი წარმატებები ელოდება ფინანსურ სფეროში. ძალიან გაგიმართლებთ. იდეალური დროა ძვირფასი შენაძენების, სახსრების ინვესტიციისთვის საკუთარ განვითარებაში. ბევრი თქვენგანი შეძლებს ახალი სამსახურის მოძებნას, შემოსვლების დამატებითი წყაროების პოვნას, ბევრს ეწვევა შთაგონება და ენთუზიაზმით აივსება. მოტივაციაც უამრავი იქნება, მთავარია საქმეების სწორად დაგეგმვა. დიდი წწარმატებები ელოდება შემოქმედებითი სფეროების წარმომადგენლებს.

როგორია თქვენი ბოსი? ხელმძღვანელის პლუსები და მინუსები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ქალწული

ქალწულების ცხოვრება, ვარსკვლავებისა და პლანეტების დამსახურებით, უკეთესობისკენ შეიცვლება. ნოემბერში უამრავი კარგი ცვლილება გელოდებათ სასიყვარულო ფრონტზე – განსაკუთრებით, მარტოხელა ქალწულებს. შეიძლება შეხვდეთ დიდ სიყვარულს, იმ ერთადერთს, რომელთანაც მთელი ცხოვრების გატარების სურვილი გაგიჩნდებათ, ასევე ცხოვრებაში საუკეთესო მეგობარს. ზოგადად, ამ თვეში ბევრი სასარგებლო და საბედისწერო ნაცნობობა გელოდებათ. ასევე გაუმართლებს იმათაც, ვისაც უკვე ჰყავს პარტნიორი – საუკეთესო დრო იქნება საერთო პრობლემების მოგვარებისა და გადაჭრისთვის.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებს მრავალი საინტერესო მოვლენა გელოდებათ ნოემბერში. თვე დატვირთული იქნება ახალი შეხვედრებით, თავგადასავლებით, უეცარი აღმაფრენებით. დიდი ძალა და ენერგია დაგჭირდებათ, რომ ტონუსი შეინარჩუნოთ და არაფერი მნიშვნელოვანი არ გამოგრჩეთ. ნოემბრის ბოლოს, თვის მესამე დეკადაში თქვენი ენერგიის ფარული რეზერვები გააქტიურდება და რომ იტყვიან, „მეორე სუნთქვა“ გაგეხსნებათ. ვარსკვლავები მძლავრ პოზიტიურ იმპულსს გამოგიგზავნიან, რომლის წყალობითაც თქვენი ცხოვრებაუკეთესობისკენ შეიცვლება.

ზოდიაქოს ნიშნების ვენდეტა>>

მერწყული

სექტემბერსა და ოქტომბერში მერწყულებს არაერთი საქმე და საზრუნავი დაგიგროვდათ. ეს პრობლემები ნოემბერში უკვე მოგვარდება. ვარსკვლავები დაგეხმარებიან წარმატებების მიღწევაში. ასტროლოგები ამ თვეში ძვირადღირებული ნივთების ყიდვას გირჩევენ – საუბარია რამე აუცილებელსა და ძალზე მნიშვნელოვანზე. შესაძლებელი გახდება ასევე წარმატებული სამუშაო გარიგებების დადება.

0