ფილმ „ფორსაჟის“ პრემიერა ისევ გადაიდო

© Sputnik / Vladimir Umikashvili"ფორსაჟის" გადაღებები რუსთაველის გამზირზე
ფორსაჟის გადაღებები რუსთაველის გამზირზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში „ფორსაჟი 9"-ის ეპიზოდების გადაღება 19 აგვისტოდან დაიწყო და 22 სექტემბრამდე  მიმდინარეობდა.

თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. ფილმ „ფორსაჟი 9“-ის პრემიერა, რომლის ზოგიერთი ეპიზოდი საქართველოში გადაიღეს, კორონავირუსის პანდემიის გამო კვლავ გადაიდო, წერს Deadline. დიდ ეკრანზე ფილმი 2021 წლის 28 მაისს გამოჩნდება. 

კადრი ფილმიდან „დასაწყისი” - Sputnik საქართველო
ოსკარზე წარსადგენად წელს სამი ქართული ფილმი იბრძოლებს

პრემიერის თარიღის გადაწევა პირველი შემთხვევა არაა. თავიდან ფილმი გაქირავებაში 2020 წლის 21 მაისს უნდა გამოსულიყო, მაგრამ ფილმის ავტორების გეგმები კორონავირუსის პირველი ტალღის გამო შეიცვალა – ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დიდი რაოდენობით კინოთეატრები დაიხურა.

„ფორსაჟი" (The Fast and the Furious) ამერიკული ფრენჩაიზია, რომელიც მოცემულ მომენტში რვა სრულმეტრაჟიანი და ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმისგან შედგება. იგი სტუდია Universal-ის ყველაზე მომგებიანი ფრენჩაიზია – მისი საკასო შემოსავალი 5,1 მლრდ დოლარია.

ფილმის რეჟისორია ჯასტინ ლინი, მსახიობები: ვინ დიზელი, დუეინ ჯონსონი, ჯორდანა ბრიუსტერი, ლუკას ბლეკი, ტაირიზ გიბსონი, მიშელ როდრიგესი.

„ფორსაჟის“ წინა ფილმებში ბრაიან ო'კონერის მთავარ როლს ასრულებდა ცნობილი ამერიკელი მსახიობი პოლ უოლკერი, რომელიც 2013 წელს ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

საქართველოში „ფორსაჟი 9"-ის ეპიზოდების გადაღება 19 აგვისტოდან დაიწყო და 22 სექტემბრამდე მიმდინარეობდა. კინომწარმოებელმა კომპანია Universal-მა ხუთწუთიანი ეპიზოდები ძველ თბილისში, რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე, ასევე რუსთავში გადაიღო. გადაღებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტის „გადაიღე საქართველოში" ფარგლებში განხორციელდა. რაც შეეხება ბიუჯეტს, თბილისში გადაღებებზე 32 მლნ ლარი დაიხარჯა.

ყველა ახალი ამბავი
0