თბილისში გაიმართება საიუბილეო მუსიკალური ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“

გამოწერა
ფესტივალის მიზანია ქართველი შემსრულებლების შემოქმედების პოპულარიზება და ახალგაზრდობის ინტერესის ამაღლება კლასიკური მუსიკისადმი

თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. რიგით მეთხუთმეტე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ გაიმართება 6–11 ოქტომბერს თბილისში, ღია სივრცეში და ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით, იუწყება საქართველოს კულტურის სამინისტრო.

ფესტივალი 6 ოქტომბერს გია ყანჩელის სახელობის (არტოს) ბაღში გაიხსნება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო-საგანმანათლებლო პროექტით „ნოტებად ქცეული გმირობა".

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის სულხან ცინცაძის დაბადებიდან 95 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი, ასევე ეთნომუსიკოსის ანზორ ერქომაიშვილის დაბადებიდან 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო.

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე - Sputnik საქართველო
თბილისში საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

ფესტივალის ფარგლებში სოლო კონცერტებს გამართავენ ფრანსისკო ვინიასის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი ნატალია ქუთათელაძე და ესპანეთის ქალაქ ვიგოს პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი გიგა გიგაშვილი.

ფესტივალის ფარგლებში აღინიშნება კომპოზიტორების გიორგი შავერზაშვილისა და ოთარ ტატიშვილის საიუბილეო საღამოები.

ფესტივალის დასკვნით საღამოში მონაწილეობას მიიღებენ საოპერო მომღერალი იანო ალიბეგაშვილი, თბილისის ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი და პიანისტი სალომე მოდებაძე.

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე" 2006 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა დააარსა აკაკი რამიშვილის ფონდთან „ტრადიციები და ინოვაციები" ერთად.

საქსოფონი - Sputnik საქართველო
ჯაზი და ღვინო: კახეთი მუსიკალურ ფესტივალს უმასპინძლებს

ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია იტალიაში მცხოვრები ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი იანო თამარ ალიბეგაშვილი, ღონისძიების მხატვრული მრჩეველი - პიანისტი ალექსანდრე კორსანტია აშშ-დან.

პროექტი საქართველოს კულტურული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ფესტივალის მიზანია ქართველი შემსრულებლების შემოქმედების პოპულარიზება და ახალგაზრდობის ინტერესის ამაღლება კლასიკური და საეკლესიო მუსიკისადმი.

ფესტივალის მხარდამჭერი არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.

ყველა ახალი ამბავი
0