კადრი ფილმიდან „დასაწყისი”

ოსკარზე წარსადგენად წელს სამი ქართული ფილმი იბრძოლებს

62
(განახლებულია 17:27 02.10.2020)
ამერიკის კინოაკადემიის პრემია „ოსკარის“ 93-ე დაჯილდოების ცერემონია 2021  წლის 25 აპრილს გაიმართება

თბილისი, 3 ოქტომბერი - Sputnik. წელს ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად სამი ქართული ფილმი იბრძოლებს, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამერიკის კინოაკადემიის 2021 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევა ეროვნულმა კინოცენტრმა 1 სექტემბერს დაიწყო. განცხადებების მიღება 30 სექტემბერს დასრულდა.

ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს შემდეგი სამი ქართული ფილმი იბრძოლებს.

  • „დასაწყისი” – რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი
  • „უარყოფითი რიცხვები” – რეჟისორი უტა ბერია
  • „ურსუსი” – რეჟისორი ოთარ შამათავა

წარდგენილი ფილმებიდან საუკეთესო ფილმს სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრით გამოავლენს.

კომისიის წევრებისთვის კვალიფიციური ფილმების ჩვენება  ოქტომბრის დასაწყისში იგეგმება. კანდიდატი ფილმის სახელი კი ცნობილი  2020 წლის 10 ოქტომბრამდე გახდება.

ეროვნულ კონკურსში გამარჯვებული ფილმი ამერიკული კინოაკადემიის კომისიის წევრებს წარედგინებათ, რომლებიც კენჭისყრით ფილმს ან მოიწონებენ, ან ნომინანტების ნუსხაში არ შეიტანენ.

ამერიკის კინოაკადემიის პრემია „ოსკარის“ 93-ე დაჯილდოების ცერემონია 2021  წლის 25 აპრილს გაიმართება. ნომინაციები კი გამოცხადდება 2021 წლის 15 მარტს.

62
თემები:
საქართველო და კულტურა (972)
წერეთლის მუზეუმი MOMA Tbilisi

თბილისში პრინტის საერთაშორისო ფესტივალი - LIFE N STYLE გაიხსნა

26
(განახლებულია 22:13 28.10.2020)
ხელით ბეჭდვა-სერიგრაფია, აბრეშუმით ბეჭდვა, ოფორტი, ლითოგრაფია, გრავიურა - ამ ტექნიკით შესრულებული ხელოვნების ნიმუშები ერთი თვის განმავლობაში წერეთლის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გამოიფინება

თბილისი, 28 ოქტომბერი - Sputnik. 28 ოქტომბრიდან ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი პრინტის საერთაშორისო ფესტივალს - LIFE N STYLE-ს - მასპინძლობს, იუწყება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

LIFE N STYLE - არის პროექტი, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით იმართება და მიზნად ისახავს თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი წამყვანი დარგის (ხელით ბეჭდვა-სერიგრაფია, აბრეშუმით ბეჭდვა, ოფორტი, ლითოგრაფია, გრავიურა, ბრომ ვერცხლით ბეჭდვა) განვითარებას და ანაბეჭდის ყოველწლიური ფესტივალის ორგანიზებას.

პრინტის ფესტივალი სხვადასხვა ქვეყნიდან თანამედროვე მხატვრების, კოლექციონერების, სპეციალისტებისა და მოყვარულებისთვის შემოქმედებითი სინთეზის შესანიშნავი შესაძლებლობაა. თბილისში პრინტ ფესტივალი გაიხსნა 2020 წლის ახალი კოლექციის წარდგენით, რომელშიც მონაწილეობას, საქართველოს გარდა, მიიღებენ აშშ, ბელარუსი, ბულგარეთი, ესტონეთი, ესპანეთი, კანადა, რუსეთი, საფრანგეთი და სომხეთი.

„პრინტ ფესტივალის ეგიდით აბრეშუმით ბეჭდვის ერთადერთი უნიკალური სახელოსნო დაფუძნდა, სადაც 200-მდე ქართველი და უცხოელი მაღალი დონის მხატვრის ეპოქალური კოლექციაა გაერთიანებული. მსგავსი ატელიეები მსოფლიოში ელიტარულ და უნიკალურ სახელოსნოებად ითვლება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ფესტივალის გამოფენები წერეთლის მუზეუმში ყოველდღე, 18 საათიდან 21 საათამდე 28 ოქტომბრიდან ერთი თვის განმავლობაში გაიმართება. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

26
თემები:
საქართველო და კულტურა (972)
დისტანციური სწავლება

პროექტი „ქართული ხელოვნების მოღვაწეები მოსწავლეებისთვის“ დისტანციურ ფორმატში ჩატარდება

68
(განახლებულია 18:08 28.10.2020)
პროექტის მიზანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კულტურის კომპონენტის გაძლიერება და მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებაა.

თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. პროექტი „ქართული ხელოვნების მოღვაწეები საქართველოს მოსწავლეებისთვის“ 29 ოქტომბრიდან დისტანციურ ფორმატში ჩატარდება. ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოში ახალი საგანმანათლებლო პროექტი „ისტორია–კინო–ისტორია“ დაიწყო>>

„ქართული ხელოვნების მოღვაწეები საქართველოს მოსწავლეებისთვის“ სამინისტროს პროექტის „ხელოვნება სკოლაში“ ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კულტურის კომპონენტის გაძლიერება, ასევე მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება.

პროექტი „ხელოვნება სკოლაში“, რომელიც 2019 წელს დაიწყო, კულტურის სამ მნიშვნელოვან სფეროს აერთიანებს და მოიცავს პროგრამებს: „სკოლა მუზეუმში“, „სკოლა თეატრში“ და „კინო სკოლაში“.

პროექტის ფარგლებში ყოველ ხუთშაბათს, 14:00 საათზე ყველა სკოლის მოსწავლე და მასწავლებელი შეძლებს დისტანციურად მოუსმინოს სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებს, ასევე გაეცნოს მათ შემოქმედებას და დაუსვას შეკითხვები.

პირველი შეხვედრა კინორეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილთან 29 ოქტომბერს, 14:00 საათზე გაიმართება. რეჟისორის მოსმენა შესაძლებელია ბმულზე https://bit.ly/3jGxb8R, რომელიც ხუთშაბათს გააქტიურდება.

მუზეუმები, თეატრები და კინო – ქართველ მოსწავლეებს სიახლეები ელოდებათ>>

პროექტში მონაწილეობას ასევე მიიღებენ ქართველი მწერალი დავით ტურაშვილი, პოეტი დავით მაღრაძე და კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე. გადაცემებს გაუძღვება ხელოვნების ექსპერტი მაია დათუნაშვილი.

68
თემები:
საქართველო და კულტურა (972)
წინასაარჩევნო ბანერები

ქართული პარტიების რეიტინგები არჩევნების წინ

0
(განახლებულია 11:20 29.10.2020)
საქართველოში 31 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნბის წინ რეგულარულად ქვეყნდებოდა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები, რომელთა მთავარი პუნქტი პოლიტიკური პარტიების რეიტინგი იყო

ამ არჩევნების მთავარი ინტრიგაა – შეძლებს თუ არა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ხელისუფლების შენარჩუნებას არჩევნების ახალი სისტემის პირობებში.

ვის აძლევენ ხმას საქართველოს მოქალაქეები - ახალი გამოკითხვის შედეგები>>

ამჯერად პარლამენტი დაკომპლექტდება იმ პარტიებისა და ბლოკების წარმომადგენელი 120 დეპუტატით, რომლებიც ერთპროცენტიან ბარიერს გადალახავენ და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატით, რომლებიც ოლქში 50–პროცენტიან ბარიერს გადალახავენ.

წინასაარჩევნო რეიტინგებს საქართველოში ცნობილი საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციები ადგენენ. ასეთი სულ ხუთი რეიტინგია.

აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) თავიანთ რეიტინგებს დამოუკიდებლად ადგენენ.

პარალელურად რეიტინგები შეუკვეთეს ქვეყნის წამყვანმა ტელეარხებმა: ტელეკომპანია „იმედმა – კომპანია Gorbi –ს, ოპოზიციურმა „მთავარმა არხმა“ – კომპანია Ipsos –ს, „ფორმულამ“ კომპანია Edison Research –ს, ხოლო „რუსთავი 2“–მა – კომპანია Survation –ს.

Sputnik–საქართველო გთავაზობთ კვლევების შედეგებს იმ პარტიების რეიტინგების შესახებ, რომლებსაც ქვეყნის პარლამენტში მოხვედრის შანსები აქვთ.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – მმართველი პარტია. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს მესამედ.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – პარტიის შესახებ>>

გამოკითხვა რეიტინგი
NDI  17%
IRI  33%
Gorbi   56,3%
Ipsos  24,5%
 Edison Research   36%
Survation   55,6%

ბლოკი „ძალა ერთობაშია“, რომელშიც შედის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, საპარლამენტო არჩევნებში ძალებს ამ შემადგენლობით პირველად მოსინჯავს. პარტია „ნაცმოძრაობისთვის“ ეს მეექვსე საპარლამენტო არჩევნებია. მისი პირველი მონაწილეობა არჩევნებში „ვარდების რევოლუციით“ დამთავრდა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – ყველაფერი პარტიის შესახებ>>

გამოკითხვა რეიტინგი
NDI  5%
IRI  16%
Gorbi    11,9%
Ipsos  17,4%
 Edison Research  17%
 Survation  19,8%

„ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – „ნაცმოძრაობის“ ყოფილი ლიდერების პარტია ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში პირველად მონაწილეობს.

„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – პარტიის შესახებ>>

გამოკითხვა  რეიტინგი
IRI  4%
Gorbi  4,8%
Ipsos  6,9%
 Edison Research    5%
Survation  5,2%

„ლელო საქართველოსთვის“ – ბანკირ მამუკა ხაზარაძის პარტია. ის ქვეყნის ყველაზე ახალგაზრდა პოლიტიკური ძალაა. შეიქმნა გასული წლის ნოემბერში. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს პირველად.

„ლელო საქართველოსთვის“ – ცნობები პარტიის შესახებ>>

გამოკითხვა  რეიტინგი
Gorbi  2,9%
Ipsos  3,6%
 Edison Research     2%
Survation  3,1%

 

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – არჩევნების გამოცდილი მონაწილეა. პარტიისთვის ეს უკვე მეორე არჩევნებია. 2016 წელს პირველი არჩევნების შემდეგ ისინი პარლამენტში მოხვდნენ.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - ყველაფერი პარტიის შესახებ>>

გამოკითხვა   რეიტინგი
IRI  4%
Gorbi  7,1%
Ipsos  1,7%
 Edison Research     3%
Survation  3,8%

ბლოკი „სტრატეგია აღმაშენებელი“ – შედგება ორი პარტიისგან, რომლებისთვის ეს არჩევნები პირველია.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ - ყველაფერი პარტიის შესახებ>>

გამოკითხვა   რეიტინგი
IRI  4%
Gorbi  3,5%
Ipsos  3,4%
 Edison Research  4%
Survation  5,1%

„ლეიბორისტული პარტია“ – საპარლამენტო არჩევნების ყველაზე გამოცდილი მონაწილე. ამ ოპოზიციური პარტიისთვის ეს უკვე მეექვსე საპარლამენტო არჩევნები იქნება.

„საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - ყველაფერი პოლიტიკური ძალის შესახებ>>

გამოკითხვა   რეიტინგი
IRI  3%
Gorbi  3,3%
Ipsos  1,9%
 Edison Research   3%
Survation  2,7%

„ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა“ – პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძის პარტია. ამ პოლიტიკური ძალისთვის ეს მეორე საპარლამენტო არჩევნებია.

ახალი ხედვა პოლიტიკაზე: რას გვთავაზობს ბურჯანაძის პარტია>>

გამოკითხვა   რეიტინგი
Gorbi    1,7%
Ipsos   1%
 Edison Research    1%
Survation   1,1%
„გირჩი“ – ყველაზე ორიგინალური პარტია საქართველოში. არჩევნებში მონაწილეობს ისე, რომ ერთ თეთრსაც არ ხარჯავს წინასაარჩევნო კამპანიაზე.
„ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ - ყველაფერი პარტიის შესახებ>>
გამოკითხვა   რეიტინგი
 Gorbi  2,7%
Ipsos  1,8%
 Edison Research     2%
Survation

 2,1%

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020