ქუთაისი გიგანტური გრაფიტის ფესტივალს მასპინძლობს

გამოწერა
სტრიტ–არტი სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი თანამედროვე მიმართულებაა, რომელიც თავისუფლებასთან, ახალგაზრდობასა და ახალ ტექნოლოგიებთან ასოცირდება.

თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. ქუთაისში გიგანტური გრაფიტის ფესტივალი KIU Mural Fest მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ქვეყნის ქუჩის მხატვრები ქალაქის შენობებს ხატავენ. ფესტივალი 7 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

რა მიუძღვნეს ბათუმელებმა ქალაქის ახალ სიმბოლო კუპატას>>

Tbilisi Mural Fest გასულ წელს თბილისისა და ბერლინის მერიების მხარდაჭერით დაფუძნდა. იდეის ავტორი და ორგანიზატორია ბესიკ მაზიაშვილი – ქართველი მოქანდაკე, რომელიც 2012 წლიდან ბერლინში ცხოვრობს. მისი ნამუშევრები გამოფენილია მსოფლიოს მრავალ გალერეაში, ასევე ინახება ბერლინის ევროპის კულტურის მუზეუმის მუდმივ კოლექციაში.

გაგოშას გრაფიტი - Sputnik საქართველო
რა დახატა ქართველმა ბენქსიმ: თბილისში კორონავირუსს გრაფიტი მიუძღვნეს

უკვე მეორე კვირაა გრაფიტის ოსტატები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე კედლებს ხატავენ. მოწვეულ სტუმართა შორის არიან მხატვრები გერმანიიდან, სერბეთიდან და საბერძნეთიდან. ისინი მრავალი წლის განმავლობაში ხატავდნენ შენობებსა და კედლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

ქუთაისში KIU Mural Fest პირველად ტარდება, ფესტივალის მიზანი ქალაქის პოპულარიზებაა. როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ქუჩის მხატვრების მიერ შესრულებული მოხატულობა ქუთაისის შენობებზე სტრიტ–არტის ქუჩების მსოფლიო რუკაზე გამოჩნდება და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსსა და მთლიანად ქალაქს უფრო საინტერესოსა და მრავალფეროვანს გახდის.

ფესტივალი KIU Mural Fest ასევე საქართველოში ქუჩის მხატვრობის პოპულარიზებას ემსახურება.

ყველა ახალი ამბავი
0