ძველი თბილისი

Universal Studios საქართველოში კინოწარმოებით დაინტერესდა

116
(განახლებულია 14:58 12.09.2020)
საქართველოში რამდენიმე დღეში ჩამოვლენ კინემატოგრაფისტები, რომლებიც ადრე მუშაობდნენ ისეთ ფილმებზე, როგორებიცაა „თვითმკვლელთა რაზმი“, „ტრანსფორმერები“, „ერთხელ ჰოლივუდში“

თბილისი, 12 სექტემბერი  – Sputnik. ჰოლივუდის კინოსტუდია Universal Studios კვლავ დაინტერესდა კინოწარმოებით საქართველოში - სექტემბერში ქვეყანას ესტუმრებიან პროფესიონალი ლოკაციების ექსპერტები და მენეჯერები, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.

თბილისში „ფორსაჟის” სცენების გადაღების შემდეგ, თბილისში აპირებენ ჩამოსვლას გამოცდილი ამერიკელი ლოკაციის მენეჯერები ილტ ჯონსი, ლორი ბარტონი და პიტერ გლუკი. მათ სხვადასხვა დროს უმუშავიათ ისეთ ცნობილ ფილმებზე როგორებიცაა: „თვითმკვლელთა რაზმი“ (The Suicide Squad), „კაპიტანი მარველი“ (Captain Marvel), „შავი პანტერა“ (Black Panther), „ტრანსფორმერები“ (Transformers“,„რკინის კაცი“ (Iron Man), „მეფე ლომი“ (The Lion King), „ერთხელ ჰოლივუდში“ (Once Upon a Time… In Hollywood), „კარიბის ზღვის მეკობრეები“ (Pirates of the Caribbean), „მისტერ და მისის სმიტები“ (Mr. & Mrs. Smith), „შეუსრულებელი მისია“ (Mission: Impossible), „იქს-მენი“ (X-Men) და სხვა.

ვიზიტი ხორციელდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და „საქართველოს კინოკლასტერის“ თანამშრომლობის ფარგლებში.

როგორც კინოცენტრში იუწყებიან, ლოკაციის მენეჯერები გაეცნობიან საქართველოს კრეატიულ ინდუსტრიას და მის პოტენციალს. ამასთანავე, ისინი დაათვალიერებენ გადაღებებისთვის საინტერესო ადგილებს ქვეყნის მასშტაბით.

სტუმრებისთვის მომზადებული ტური 14 – 18 სექტემბერს მოეწყობა. ვიზიტის ბოლოს კი ფუნიკულიორის ღონისძიებათა დარბაზში გაიმართება მასტერკლასი შემოქმედებით ინდუსტრიაში ჩართული და დაინტერესებული პირებისთვის. სემინარზე Universal Studios-ის წარმომადგენლები საზოგადოებას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.

საქართველოში კინოინდუსტრიის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, აღნიშნული ტურის მეორე ეტაპი 2021 წლის გაზაფხულზე იგეგმება.

პროგრამის „გადაიღე საქართველოში” ფარგლებში სულ გაფორმებულია 30 პროექტის განხორციელების ხელშეკრულება, საიდანაც 22 პროექტი დასრულებულია. მთლიანი კვალიფიციური ხარჯის მოცულობა შეადგენს 94 მლნ ლარზე მეტს. პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტების საშუალებით შეიქმნება 15 795 დროებითი სამუშაო ადგილი, აცხადებენ ცენტრში.

116
თემები:
ქართული კინო (102)
ჯემალ ჭკუასელი

ჯემალ ჭკუასელი იუბილარია 85

17
(განახლებულია 14:20 28.09.2020)
ცნობილ მომღერალ და ქორეოგრაფთან ერთად საიუბილეო თარიღს – 135 წლისთავს ზეიმობს „ერისიონიც“, რომელსაც ჭკუასელი რამდენიმე ათეული წელი ხელმძღვანელობდა

თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს სახალხო არტისტი, ანსამბლ „ერისიონის“ ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი თავისი 85 წლის იუბილეს ხელოვნების სასახლეში აღნიშნავს, განუცხადეს Sputnik–საქართველოს ორგანიზატორებმა.

ჯემალ ჭკუასელი დაბადების დღეს, ჩვეულებრივ, 18 მაისს აღნიშნავს, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო საიუბილეო დღესასწაულის დროებით გადადება გახდა საჭირო. ამასთან, დღეს ხელოვნების სასახლეში აღნიშნავენ არა მხოლოდ ჭკუასელის 85 წლის იუბილეს, არამედ ასევე ანსამბლ „ერისიონის 135 წლისთავსაც.

საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში მუზეუმში ერთი თვის განმავლობაში გახსნილი იქნება ექსპოზიცია, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ანსამბლის სცენური კოსტიუმები, აფიშები სხვადასხვა ქვეყანაში გასტროლებიდან, „ჩაკრულოს“ ვინილის ფირფიტის ასლი, რომელიც 1977 წელს ამერიკულმა კოსმოსურმა სააგენტო NASA–მ კოსმოსში მთელ მსოფლიოში შეკრებილ 27 სხვა კომპოზიციასთან ერთად გაუშვა. ანსამბლის წევრები თავიანთ უცვლელ ხელმძღვანელს სიურპრიზის სახით ახალ სიმღერას წარუდგენენ.

ჯემალ ჭკუასელი საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატია. ის ანსამბლ „ერისიონს“ სათავეში 1986 წლიდან ედგა. ანსამბლი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებით დადის გასტროლებზე. ამჟამად „ერისიონს“ შერმადინ ჭკუასელი ხელმძღვანელობს.

ანსამბლი 1885 წელს დაარსდა. დღეს ის ერთ – ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო პროექტია ეთნო სტილში.

ცნობილი ანსამბლი „ერისიონი“ ონლაინ-კონცერტს გამართავს>>

ანსამბლში ასზე მეტი ნიჭიერი არტისტი არა მხოლოდ დახვეწილი აკრობატული ელემენტების გამოყენებით ცეკვავს, არამედ მღერიან პოლიფონიურ სიმღერებს უნიკალური ქართული ტრადიციების გამოყენებით. გარდა ამისა, მსოფლიოში „ერისიონის“ არტისტები იმ მცირერიცხოვანთა რიცხვში არიან, რომლებიც დაეუფლნენ „პოპ-პოინტის“ ტექნიკას - ცეკვის ხელოვნებას რბილი ტყავის ბალეტის ფეხსაცმელში.

17
თემები:
საქართველო და კულტურა
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე

თბილისში საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

47
(განახლებულია 12:43 28.09.2020)
ფესტივალის მიზანია განავითაროს ქართული საგუნდო მუსიკა, ხელი შეუწყოს საგუნდო საშემსრულებლო ტრადიციების შენარჩუნებას, მსმენელს გააცნოს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე გუნდების შემოქმედება

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბაღში რიგით მე-10 თბილისის საგუნდო მუსიკის ფესტივალი გაიხსნა, ნათქვამია თბილისის მერიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 2011 წელს, თბილისის მერიის ინიციატივით დაფუძნდა, ფესტივალის მიზანია განავითაროს ქართული საგუნდო მუსიკა, ხელი შეუწყოს საგუნდო საშემსრულებლო ტრადიციების შენარჩუნებას, მსმენელს გააცნოს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე გუნდების შემოქმედება.

კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ფესტივალი ღია ცის ქვეშ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში გაიმართება.

საიუბილეო ფესტივალის პროგრამაში წარმოდგენილი იქნება ოთხი კონცერტი.

დღეს ფესტივალი გახსნა გ. ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელამ.

მომდევნო დღეების პროგრამა:

10 ოქტომბერი

  • გორის ქალთა კამერული გუნდი;
  • ვაჟთა ვოკალური ანსამბლი „ფიროსმანი";
  • ახალგაზრდული შერეული გუნდი „თუთარჩელა";
  • ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „მძლევარი";

11 ოქტომბერი

  • საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრთან არსებული ქალთა ანსამბლი „ლირა";
  • სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი;
  • ვაჟთა ფოლკლორული გუნდი „ერქვანი";
  • ანსამბლი „მართვე";

14 ოქტომბერი

  • თბილისის ქალთა გუნდი;
  • ნ. სულხანიშვილის სახელობის საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა;
  • გორის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდი;
  • ვაჟთა ფოლკლორული გუნდი „ბიჭები";
  • ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კაპელა;
  • ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის საგუნდო–სადირიჟორო განყოფილების უფროსკლასელთა გუნდი.

ფესტივალის კონცერტები ღია ცის ქვეშ 16:00 საათზე გაიმართება.

ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ხოლო გენერალური პარტნიორი - საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი.

47
თემები:
საქართველო და კულტურა
ამირან გამყრელიძე

გამყრელიძე: გარკვეული პერიოდი კორონავირუსის შემთხვევები 200-500-ის ფარგლებში იმერყევებს

0
(განახლებულია 14:11 28.09.2020)
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძე საუბრობს საქართველოში მიმდინარე ეპიდსიტუაციაზე
გამყრელიძე: გარკვეული პერიოდი კორონავირუსის შემთხვევები 200-500-ის ფარგლებში იმერყევებს
„სამწუხაროდ, გვაქვს 31 გარდაცვალება. ქვეყანაში სიკვდილიანობის მთლიანი პროცენტი არის 0.56, ერთ-ერთი ყევალზე დაბალი მაჩვენებლი გვაქვს ევროპაში. მიუხედავად იმისა, რომ პროგნოზირებადი იყო, რომ სექტემბერში შემთხვევების რაოდენობა მოიმატებდა, შესაბამისად მოიმატებდა საშუალო და მძიმე, მათ შორის კრიტიკული შემთხვევები. თითოეული გარდაცვალება ტრაგედიაა, მაგრამ სამწუხაროდ, მედიცინაში ეს ხდება, თუმცა შემთხვევათა დიდი რაოდენობის ფონზე, საქართველოს აქვს ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო პროცენტი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველო გადავიდა იმ მოდელზე, როცა აქტიურად ერთვება პირველადი ჯანდაცვა, ხდება მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტების სახლში მკურნალობა.

0