ნაყინი

გაგრილების დროა: თბილისში ნაყინის ფესტივალი გაიმართება

208
(განახლებულია 21:29 20.08.2020)
ფესტივალზე გაიმართება არამარტო უგემრიელესი ტკბილეულის დეგუსტაცია, არამედ ნადვილი კულინარიული შეჯიბრიც

თბილისი, 20 ივნისი - Sputnik. ნაყინის ფესტივალი-დღესასწაული 5-6 სექტემბერს თბილისის ბოტანიკურ ბაღში ტკბილეულის მოყვარულებს იწვევს, იუწყებიან ორგანიზატორები.

სხვადასხვა სახის ნაყინის უფასო დეგუსტაციის გარდა, სტუმრებს ელით მუსიკა, თამაშები, გათამაშებები და პრიზები, გემრიელი ყავა, კოქტეილები, ვაუჩერები და საჩუქრები.

ბავშვებს კი ზღაპრის პერსონაჟები გაართობენ.

დაგეგმილია პოპულარული კულინარიული ტელეშოუ „მასტერ-შეფის“ ფინალისტების - ნუცა სურგულაძის და დიმუ მენაბდეს შეჯიბრი. ისინი ფრანგული ნაყინით კოქტეილებს მოამზადებენ.

ფესტივალზე ასევე იქნება საპნის ბუშტების შოუ და ილუზიონისტ ავთანდილ გოგეშვილის შოუ.

ფესტივალი ელოდება სტუმრებს ბოტანიკური ბაღის სადღესასწაულო სივრცეში (Event Square) 14:00 საათიდან 20:00 საათამდე.

208
თემები:
საქართველო და კულტურა (937)
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე

თბილისში საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

45
(განახლებულია 12:43 28.09.2020)
ფესტივალის მიზანია განავითაროს ქართული საგუნდო მუსიკა, ხელი შეუწყოს საგუნდო საშემსრულებლო ტრადიციების შენარჩუნებას, მსმენელს გააცნოს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე გუნდების შემოქმედება

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბაღში რიგით მე-10 თბილისის საგუნდო მუსიკის ფესტივალი გაიხსნა, ნათქვამია თბილისის მერიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 2011 წელს, თბილისის მერიის ინიციატივით დაფუძნდა, ფესტივალის მიზანია განავითაროს ქართული საგუნდო მუსიკა, ხელი შეუწყოს საგუნდო საშემსრულებლო ტრადიციების შენარჩუნებას, მსმენელს გააცნოს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე გუნდების შემოქმედება.

კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ფესტივალი ღია ცის ქვეშ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში გაიმართება.

საიუბილეო ფესტივალის პროგრამაში წარმოდგენილი იქნება ოთხი კონცერტი.

დღეს ფესტივალი გახსნა გ. ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელამ.

მომდევნო დღეების პროგრამა:

10 ოქტომბერი

  • გორის ქალთა კამერული გუნდი;
  • ვაჟთა ვოკალური ანსამბლი „ფიროსმანი";
  • ახალგაზრდული შერეული გუნდი „თუთარჩელა";
  • ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „მძლევარი";

11 ოქტომბერი

  • საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრთან არსებული ქალთა ანსამბლი „ლირა";
  • სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი;
  • ვაჟთა ფოლკლორული გუნდი „ერქვანი";
  • ანსამბლი „მართვე";

14 ოქტომბერი

  • თბილისის ქალთა გუნდი;
  • ნ. სულხანიშვილის სახელობის საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა;
  • გორის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდი;
  • ვაჟთა ფოლკლორული გუნდი „ბიჭები";
  • ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კაპელა;
  • ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის საგუნდო–სადირიჟორო განყოფილების უფროსკლასელთა გუნდი.

ფესტივალის კონცერტები ღია ცის ქვეშ 16:00 საათზე გაიმართება.

ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ხოლო გენერალური პარტნიორი - საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი.

45
თემები:
საქართველო და კულტურა (937)
აქცია „ტოტალური კარნახი“

საქართველოში „ტოტალური კარნახი - 2020“ ონლაინ-ფორმატში ჩატარდება

15
(განახლებულია 18:03 27.09.2020)
თავდაპირველად რუსული ტექსტის დაწერას აპირებდნენ აპრილში, თუმცა კორონავირუსის გამო აქცია შემოდგომისთვის გადაიდო

თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს მოქალაქეები მსოფლიო საგანმანათლებლო აქციაში „ტოტალური კარნახი“ 2020 წლის 17 ოქტომბერს მიიღებენ მონაწილეობას,  წელს კორონავირუსის პანდემიის გამო ორგანიზატორები სთავაზობენ კარნახის დაწერას როგორც დასწრებული ფორმატით, ისე ონლაინ. 

რომელი უცხოური ენაა ყველაზე პოპულარული საქართველოში – ამერიკული კვლევის შედეგები >>

თუმცა რუსული ენის ცოდნის დონის შემოწმების მსურველები საქართველოდან კარნახში მონაწილეობას მხოლოდ ონლაინ მიიღებენ - ქვეყანაში COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობის ზრდის და მასობრივი შეკრებების აკრძალვის გამო.

 „ტოტალური კარნახი“ ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც სურს რუსული ენის ცოდნის დონის შემოწმება. წელსაც რიგით მე-16 ღონისძიება მსურველებს ათობით ქვეყანაში შეკრებს.

წელს „ტოტალური კარნახის“ მონაწილეებს სთავაზობენ მის გავლას ან პროექტის ვებგვერდზე სპეციალური ფორმის მეშვეობით, ან ახალ ფორმატში #пишемдома ვებგვერდ totaldict.ru-ზე ტრანსლაციის თანხლებით.

მათ, ვინც რუსულს როგორც უცხო ენას სწავლობს, შეუძლიათ გაიარონ ტესტი სახელწოდებით TruD. ეს არის „ტოტალური კარნახის“ სპეციალური ვერის, რომელიც 2016 წელს გაჩნდა. გასულ წელს „ტოტალური კარნახი“ და TruD 85 ქვეყანაში 250 ათასმა ადამიანმა დაწერა.

ვისაც სურს კარნახის დაწერაში წაივარჯიშოს, უკვე შეუძლია შეასრულოს რამდენიმე დავალება 2020 წლის TruD-ტესტის მოსამზადებელი სავარჯიშოებიდან.

ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 2020 წელს ღონისძიების თემა იქნება კოსმოსი და გამომგონებელი კონსტანტინ ციოლკოვსკი. ტექსტის ავტორია მწერალი ანდრეი გელასიმოვი. დეტალური ინფორმაცია მონაწილეობასა და რეგისტრაციაზე იხილეთ „ტოტალური კარნახის“ ვებგვერდზე.

15
ხაჭო

ხაჭო მამაკაცურ პოტენციას ამაღლებს: რეკომენდაციები ცნობილი პროფესორისგან

0
(განახლებულია 11:58 28.09.2020)
პროფესორი განმარტავს, რა სარგებლობა მოაქვს ხაჭოს და რატომაა მავნებელი ცხიმგამოცლილი რძის პროდუქტები

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ხაჭო დადებითად მოქმედებს მამაკაცურ ჯანმრთელობაზე, ებრძვის შემოდგომის დეპრესიას და აუმჯობესებს განწყობას, აცხადებს პროფესორი ალექსეი ბუევეროვი.

„არსებობს მონაცემები, რომ ხაჭოს, მასში შემავალი მიკროელემენტების წყალობით, შეუძლია პოზიტიური გავლენა მოახდინოს მამაკაცის პოტენციაზე. ამასთან არსებობს მციფრე კვლევა, რომ რეგულარული მიღების შემთხვევაში, ხაჭოს შეუძლია აამაღლოს განწყობა და დაგეხმაროთ შემოდგომის დეპრესიასთან ბრძოლაში“, — აღნიშნა პროფესორმა.

მისი თქმით, ხაჭო მდიდარია სასარგებლო ნივთიეწრებებით , ცილებითა და ცხიმებით და მცირე რაოდენობით შეიცავს ნახშირწყლებს. გარდა ამისა, მასში შედის ისეთი მიკროელემენტები, როგორებიცაა: კალციუმი, მაგნიუმი და თუთია.

ამასთან ბუევეროვი განმარტავს, რომ ცხიმგამოცლილი რძის პროდუქტების მავნებლობა უფრო მეტია, ვიდრე სარგებელი.

„სჯობს, მიირთვათ ნაკლები და ნორმალური ცხიმიანობის ხაჭო — 5 ან 9 პროცენტიანი. ცხიმგამოცლილი რძის პროდუქტებისგან მავნებლობა უფრო მეტია, ვიდრე სარგებელი. როდესაც ადამიანი ცხიმებს საკმარისი რაოდენობით არ იღებს, ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესი ირღვევა და იწყება ცხიმების დაგროვება. მეორეც: ცხიმგამოცლილი პროდუქტები უგემურია და ამიტომ მწარმოებელი მათში შაქარს ან შაქრის შემცვლელს ამატებს. ეს კი მავნებელია როგორც ნახშირწყების ცვლის, ისე სხეულის მასის მატების კუთხით. შეუძლია დიაბეტის განვითარებაც კი გამოიწვიოს, თუ ადამიანი ამისადმი გენეტიკურადაა მიდრეკილი“, — დააზუსტა პროფესორმა.

მისი თქმით, ხაჭოს დღიური ნორმა არ უნდა აღემატებოდეს 200 გრამს.

 

0
თემები:
სასარგებლო რჩევები