„მუსიკალური მაგია“: ქეთი მელუამ საყვარელი პლეი-ლისტი გაასაჯაროვა

© AP Photo / KARL MATHISქეთი მელუა
ქეთი მელუა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საინტერესოა, რომ ცნობილი ქართველი მუსიკოსის ტოპში არის როგორც თანამედროვე შემსრულებლების ნაწარმოებები, ისე კლასიკა, მათ შორის ქართული

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. მსოფლიოში აღიარებულმა ქართული წარმოშობის ბრიტანელმა მომღერალმა ქეთი მელუამ საერთაშორისო გამოცემა BURO-სთვის თავისი მუსიკალური პლეი-ლისტი შეადგინა.

„ასეთი სიყვარული“ - ქეთი მელუამ ახალი სინგლი გამოუშვა - ვიდეო >>

საინტერესოა, რომ მანამ, სანამ გამოცემა გამოაქვეყნებდა მელუას ტრეკებს, რომლებიც მას „შთააგონებენ და ათბობენ“, სტატიის ავტორმა ანა მელეხინამ მკითხველს ქართველი მომღერალი და მისი ისტორია გააცნო. ჟურნალისტმა ასევე შეახსენა ქეთის შემოქმედების თაყვანისმცემლებს იმის შესახებ, რომ 16 ოქტომბერს გამოდის მომღერლის ახალი ალბომი No.8.

ქეთი მელუა - Sputnik საქართველო
ქეთი მელუა აჭარაში ვიდეოკლიპებს იღებს

რაც შეეხება ტრეკებს, ქეთი მელუას სიაში ის ათია. მელომანები ამ სიაში აღმოაჩენენ ისეთ მუსიკოსებს, როგორებიცაა ნიკ დრეიკი, რემსი ლიუისი, ბობი ჯენტრი, ბრედ მელდაუ და სხვ. საინტერესოა, რომ მელუას ტოპში აღმოჩნდა ასევე ლეგენდარული გია ყანჩელის სიმღერა „ის აქ არის“.

„ძალიან ამაყი ვარ ჩემი თანამემამულის ნამუშევრის გამო. მასში მან შესანიშნავად გადმოსცა ქართული სული და კულტურა. რას ვგულისხმობ? ჩემთვის ეს არის სიკეთე და სინაზე, ერთდროულად სევდიანი და ღრმა ვნება“, - ამბობს მელუა.

BURO - დამოუკიდებელი ონლაინ-გამოცემა მოდის, სილამაზის, კულტურის, მოგზაურობების და მნიშვნელოვანი ტენდენციების შესახებ, რომელიც თანამედროვე საზოგადოებას აინტერესებს. 2011 წელს დაწყებული პროექტი გახდა პირველი წარმატებული მედიაბრენდი, რომელიც რუსეთში შეიქმნა და პოპულარული მის ფარგლებს გარეთ გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0