„თბილისის ცის ქვეშ“ – დედაქალაქში მერია კონცერტებს აწყობს

© Sputnik / Denis Aslanovკონცერტი
კონცერტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“, რომელიც  დედაქალაქის მერიამ 2018 წელს დაიწყო, კულტურის სფეროს მხარდაჭერას ემსახურება

თბილისი, 2 აგვისტო - Sputnik. დედაქალაქის მერიის ორგანიზებით,  პროექტ „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა, ნათქვამია თბილისის მერიის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროექტის ფარგლებში, გლდანში მდებარე განახლებულ პარკში თბილისის მერიის ბიგ-ბენდმა გამართა კონცერტი. ასევე, კონცერტი გაიმართა ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში მდებარე ახლადრეაბილიტირებულ პარკში და მასში მონაწილეობა ქართული ესტრადის წარმომადგენლებმა მიიღეს.

მუსიკოსები კონცერტზე - Sputnik საქართველო
„ვიწყებთ კულტურის სფეროს დახმარებას“ – თბილისში კულტურული პროგრამების დაფინანსება იზრდება

„თბილისის მერია განაგრძობს პროექტს „თბილისის ცის ქვეშ“, რომელიც ემსახურება კულტურის სფეროს მხარდაჭერას. სხვადასხვა უბანში, ღია ცის ქვეშ, ჩვენ შევთავაზებთ მოსახლეობას მონატრებულ შემსრულებლებს. პროექტს მომავალშიც გავაგრძელებთ და კიდევ ბევრ ლოკაციაზე შევხვდებით’’, - განაცხადა  დედაქალაქის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ.

„თბილისის ცის ქვეშ“ დედაქალაქის მერიამ 2018 წელს დაიწყო. პროექტი ღია სივრცეებსა და განახლებულ პარკებში კულტურულ ღონისძიებებს ითვალისწინებს.

მომდევნო კონცერტი  ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში 2 აგვისტოს ჩატარდება. ასევე, მუსიკალური საღამოები, ბენდებისა და ჯაზის შემსრულებლების მონაწილეობით, მომავალი კვირიდან  „მზიურის“ პარკში, კიკვიძის პარკსა და გოძიაშვილის ბაღში გაიმართება.

პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, გამართულ ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0