კინოგადაღება

ტრენტოს საერთაშორისო კინოფესტივალის ფოკუს ქვეყანა წელს საქართველოა

93
(განახლებულია 10:32 20.06.2020)
კორონავირუსის პანდემიის გამო, ტრენტოს საერთაშორისო კინოფესტივალი, აპრილის ნაცვლად, 27 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

თბილისი, 20 ივნისი - Sputnik. წელს ტრენტოს (იტალია) 68-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფოკუს ქვეყანა საქართველოა - ფესტივალის ორგანიზატორები მაყურებელს შესთავაზებენ ქართული ფილმების რეტროსპექტივას სახელწოდებით DESTINATION… GEORGIA, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეროვნული კინოცენტრის ცნობით, ფესტივალის საკონკურსო სექციაშია ვანო არსენიშვილისა და ნინო ორჯონიკიძის ფილმი „გვირაბი“. ფილმის მსოფლიო პრემიერა 2019 წელს შედგა ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე (IDFA). იგი საქართველო-გერმანიის კოპროდუქციაა.

ტრენტოში წარმოდგენილი იქნება შემდეგი ქართული ფილმები:

  1.       „სანამ მამა დაბრუნდება” – რეჟისორი მარი გულბიანი;
  2.       „მზის ქალაქი” – რეჟისორი რატი ონელი;
  3.       „დედე” – რეჟისორი მარიამ ხაჭვანი;
  4.       „მე არ გადავკვეთე საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე“ – რეჟისორი თომა ჩაგელიშვილი;
  5.       „მგლების ქვეყანაში” – რეჟისორი გრეის მაკენზი;
  6.       „ლეთა” – რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი;
  7.       „დაკარგული სოფელი” – რეჟისორი გიორგი თოდრია;
  8.       „მეკვლე” – რეჟისორი გოდერძი ჩოხელი;
  9.       „ოგასავარა” – რეჟისორი ტატო კოტეტიშვილი;
  10.       „ჩვენი სისხლი ღვინოა” – რეჟისორი ემილი რეილსბექი;
  11.       „მოსავალი” – რეჟისორი მიშო ანთაძე;
  12.       „კოშკი” – რეჟისორი სალომე ჯაში;
  13.       „თეთრი ქარავანი” – რეჟისორები ელდარ შენგელაია და თამაზ მელიავა;

კორონავირუსის პანდემიის გამო, ტრენტოს 68-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, აპრილის ნაცვლად, 27 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

 

93
თემები:
ქართული კინო (89)
ქვევრი

წინანდალში ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა

54
(განახლებულია 13:42 13.07.2020)
წელს კონკურსზე წარმოდგენილი იყო ღვინის 460 ნიმუში, რაც სამჯერ აღემატება პირველ კონკურსზე წარდგენილი ღვინოების რაოდენობას.

თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. წინანდალში ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი უკვე მეოთხედ ჩატარდა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.

ორგანიზატორების თქმით, კონკურსის მიზანია საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარმოდგენა, ქვევრის ღვინის წარმოებისა და რეალიზაციის ხელშეწყობაა.

კონკურსი „ასოციაცია ქართული ღვინოს“ ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე. სწორედ აქ მდებარეობს საქართველოში ერთ-ერთი პირველი მარანი, სადაც ღვინო ბოთლში ჩამოისხა.

„წელს კონკურსზე ღვინის 460 ნიმუში იყო წარმოდგენილი, რაც სამჯერ აღემატება პირველ კონკურსზე წარმოდგენილი ღვინოების რაოდენობას. ეს მეღვინეების მხრიდან კონკურსისადმი დიდ ინტერესზე მიუთითებს. ჟიურის შემადგენლობაში საერთაშორისო რანგის ქართველი ღვინის ექსპერტები შედიოდნენ. ისინი თანხმდებიან, რომ ქვევრის ღვინის ხარისხი ყოველწლიურად უმჯობესდება. მისასალმებელია, რომ კონკურსზე ქვევრის ღვინო საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან იყო წარმოდგენილი“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, კონკურსის ჟიურის წევრმა ლევან მეხუზლამ.

გამარჯვებული ღვინოები ივლისის ბოლომდე დასახელდება. გამარჯვებული ღვინოები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ონლაინ-დეგუსტაციებზე გაიგზავნება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეღვინეობის დარგში პანდემიით გამოწვეული სირთულეების ფონზე, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ორგანიზატორების თქმით, კონკურსმა დიდი ინტერესი გამოიწვია, განსაკუთრებით მარნების მხრიდან. მსგავს კონკურსებში მონაწილეობა მათთვის კარგი სტიმულია შემდგომი განვითარებისთვის.

ქართული ღვინის მორიგი გამარჯვება მსოფლიო არენაზე: ოქროსა და ვერცხლის მედლები პოლონეთში >>

კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე წელს საქართველოს დამსახურებული მეღვინე, ენოლოგი გიორგი დაქიშვილი იყო.

ქვევრის ღვინის კონკურსი საქართველოში პირველად 2017 წელს გაიმართა და იმ დროიდან ამ სახეობის ღვინის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2018 წელს წარმოდგენილი და დაჭაშნიკებული იყო 25%-ით მეტი ღვინო, ვიდრე კონკურსის ჩატარების პირველ წელს, აღნიშნავენ ორგანიზატორები.

დღეისათვის საქართველოში ათასობით სხვადასხვა ჯიშის ყურძენი მოჰყავთ – მთელ მსოფლიოში ყურძნის 4 ათასი ცნობილი ჯიშიდან დაახლოებით 500 ქართული წარმომავლობისაა.

54
თემები:
ღვინის კულტურა და მეღვინეობა
გელათის მონასტერი

გელათის რეაბილიტაციის დროს დაფიქსირებული ხარვეზები სრულად გამოსწორდება

111
(განახლებულია 20:28 11.07.2020)
სააგენტოს ინფორმაციით, ტაძრის რეაბილიტაციის დროს დაშვებულ ხარვეზებს შემსრულებელი – „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“ გამოასწორებს

თბილისი, 11 ივლისი - Sputnik. გელათის რეაბილიტაციის დროს დაფიქსირებული ხარვეზები, რომელიც ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის კრამიტით გადახურვის მოწყობას უკავშირდება, სრულად იქნება გამოსწორებული, ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Фреска апсиды Гелатского монастыря
გელათის მონასტერი

სააგენტოს ცნობით, ხარვეზები, რომლებიც 2020 წლის მარტში დაფიქსირდა, შემსრულებლის – „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის“ მიერ სრულად გამოსწორდება.

„გადახურვის მასალაზე გამოვლენილი დაზიანებების აღმოფხვრა დამკვეთსა და შემსრულებელ კომპანიას შორის გაფორმებული სახელშეკრულებო პირობებით განხორციელდება, რაც საექსპლუატაციო ვადაში აღმოჩენილ დეფექტებზე შემსრულებლის ვალდებულებას განსაზღვრავდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

Реставрация Гелатского монастыря
გელათის მონასტერი

სააგენტოს ინფორმაციით, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის საბურველის ნაწილის პრობლემის გადაჭრის პროცესი ფინანსური კუთხითაც კომპანიის მიერ იქნება უზრუნველყოფილი.

გელათის სამონასტრო კომპლექსის ფართომასშტაბიანი რეაბილიტაციის პროგრამას სახელმწიფო 2008 წლიდან მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან შეთანხმებული პროგრამის მიხედვით ეტაპობრივად ახორციელებს. სხვადასხვა ეტაპზე სახელმწიფოსთან ერთად საგრანტო პროგრამების ფარგლებში პროექტს აფინანსებდა აშშ-ს საელჩოს ფონდი და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი.

Реставрация Гелатского монастыря
https://www.facebook.com/mrdi.gov.ge
გელათის მონასტერი

გელათის მონასტერი ქუთაისიდან აღმოსავლეთით რამდენიმე კილომეტრშია, შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში (1994).

მონასტერი დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით. შემოზღუდულია გალავნით. ანსამბლში შედის სხვადასხვა დროინდელი (ძირითადად XII-XIII სს.) შენობები. მონასტერში იმავე 1106 წლიდან ფუნქციონირებდა გელათის აკადემია. დავითმა გელათის აკადემიაში სამოღვაწოდ შეკრიბა სწავლული ქართველები, რომელთა შორის იყვნენ იოანე პეტრიწი და არსენ იყალთოელი. თანამედროვენი გელათის აკადემიას „ასუად ათინად“, „აღმოსავლეთის მეორე იერუსალიმად“ იხსენიებდნენ.

 

111
თემები:
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
ქალი

შევარჩიოთ ჩანთა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: პროფესიონალების რჩევები

0
(განახლებულია 16:21 13.07.2020)
მოდა იცვლება, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს ახალი კოლექცია, მათ შორის მაინც შეიძლება იმ განსაკუთრებული ჩანთის პოვნა, რომელზეც ქალი იტყვის „საჩემოა“

ჩანთა ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი აქსესუარია ქალის გარდერობში და გარდა იმისა, რომ მას აუცილებელი პრაქტიკული დანიშნულება აქვს, ის ასევე ხაზს უსვამს ადამიანის ინდივიდუალობასა და ხასიათს.

როგორი ჩანთა შეეფერება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ქალებს, როგორს ანიჭებენ ისინი უპირატესობას – ამის შესახებ გაეცანით ექსპერტების მოსაზრებას.

ვერძი

ვერძი ავანტიურისტია თავისი ბუნებით. ხანდახან ძნელად განსაჭვრეტია, რით დამთავრდება საღამო და საით წაიყვანს მას მოვლენების მთელი რიგი. ამ ნიშნის ქალებს ყველაზე მეტად ტევადი ჩანთა მიესადაგება, სადაც მოათავსებენ კბილის ჯაგრისს, ფეხსაცმელს, თმის ლაქს და საყვარელი სუნამოს ფლაკონს. ვერძების ცხოვრება ხომ სიურპრიზებითაა სავსე, ამიტომ ნუ გაიფუჭებთ განწყობას პატარა ჩანთით.

კურო

კუროებმა აქცენტი დეტალებზე უნდა გააკეთოთ. თუ რესტორანში ან წვეულებაზე მიდიხართ, შავი პატარა ჩანთა დაგჭირდებათ. თუ შოპინგზე მეგობართან ერთად – დიდი ჩანთა, რომელსაც თავისი „ეშხი“ ექნება – განსაკუთრებული ფერი ან ორნამენტი. მთავარია, რომ შინაგანად გრძნობდეთ, რომ ნივთი უნიკალურია, საინტერესო და გარშემომყოფების ყურადღებას იპყრობს.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ნებისმიერ ასაკში იოლად თხოვდებიან>>

ტყუპი

ტყუპებმა ბოლომდე თავადაც არ იცით, რა გსურთ. მიზეზი მარტივია: ერთი მხრივ, თქვენში მოკრძალებული ნატურა ცხოვრობს, რომელიც მოდის ბოლო ტენდენციებს მისდევს, ხოლო მეორე მხრივ – მეამბოხე, რომელსაც თვითგამოხატვის სურვილი არ ასვენებს. თქვენი ხასიათის გათვალისწინებით შეარჩიეთ ორფერიანი ჩანთები. თქვენი განწყობის ცვალებადობის მიუხედავად, არის შანსი, რომ ჩანთის ფერი გაგახარებთ.

კირჩხიბი

კირჩხიბები არ ჩქარობთ, რომ თითოეული ადამიანის წინაშე გული გახსნათ – ეს თქვენთვის საინტერესო არაა. თუმცა ნივთების საშუალებით თავის წარმოდგენა გიყვართ. საჭიროა არაა, ეს რამე მყვირალა და ორიგინალური იყოს, უფრო დახვეწილი, ნატიფი და უჩვეულო იქნება. მაგალითად, საშუალო ზომის „დუტის“ ჩანთა.

ლომი

ლომებს ყურადღების გარეშე ყოფნა არ შეგიძლიათ, ამიტომ ყველაფერს აკეთებთ, რომ ყურადღება მიიქციოთ, მათ შორის, ტანსაცმლისა და აქსესუარების გამოყენებით. მოგიხდებათ ლითონით დამშვენებული კაშკაშა ფერის ჩანთები. ეს გარშემომყოფების ყურადღებას მიიპყრობს.

თუ გინდათ, სურვილები აგისრულდეთ: ფერი-თილისმა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ქალწული

ქალწულები, თუ არ მოგწონთ, მოდის გამო ჩანთას არ იყიდით – უფრო საკუთარ თავს მოუსმენთ და რამე უნივერსალურს, საიმედოს და ვინტაჟურსაც კი შეარჩევთ. ჩანთის ფერი ისეთი იქნება, რომ ნებისმიერ სამოსს მოუხდეს, ზომა კი – იმაზე დამოკიდებული, თუ რა მიზნით ყიდულობთ მას.

სასწორი

ზოდიაოქს ნიშანი თვითონ მეტყველებს ყველაფერზე – სასწორები დიდხანს წონიან დასკვნებს, სანამ არჩევანს გააკეთებენ. ამასთან, გადაწყვეტილება სრულიად მოულოდნელია ხოლმე. მაგალითად, თუ არჩევენ ჩანთას – წითელი აიღონ თუ ნაცრისფერი, უეცრად თვალს მოჰკრავენ დამაჯერებლი ზომის ჩანთა–საქაღალდეს და არჩევანს მასზე აჩერებენ. აქ წინასწარ ვერასდროს გამოიცნობთ. უბრალოდ, მოუსმინეთ საკუთარ თავს.

მორიელი

მორიელის გარდერობში იდეალურად ჩაეწერება რთული შეფერილობის ჩანთა აქტუალური პალიტრიდან. ეს შეიძლება იყოს ტყავის ან ზამშის ჩანთა, ოღონდ უნიკალური და თავისი საოცარი პეწით. ასეთი ჩანთების შეხამება სხვადასხვა სტილის ნივთებთან შეიძლება. თუმცა, მორიელები თავადაც შესანიშნავად ერკვევიან ამაში – გემოვნების „დეფიციტი“ არა აქვთ.

როგორია თქვენი აურის ფერი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

მშვილდოსანი

მშვილდოსნებს ორიგინალური ნივთები უყვართ, მათ შორის სხვადასხვა მორთულობა. გამონაკლისი არც ჩანთაა. ფერი და ზომა სხვადასხვა შეიძლება იყოს, მთავარია, რომ ხაზი გაუსვას თქვენს ორიგინალობასა და გადმოსცეს განუმეორებელი გემოვნება.

თხის რქა

თხის რქები ყველაფერში პრაქტიკულობას აფასებენ: ს ეხება როგორც ფინანსურ საკითხებს, ისე ნივთების შერჩევას. ამ ნიშნისთვის იდეალური ვარიანტია ნატურალური ტყავის ჩანთა. ჯერ ერთი, დიდხანს ძლებს, მეორეც – ყოველთვის მოდური და ესთეტიკურია.

მერწყული

ამ ნიშნის წარმომადგენლებს ექსპერიმენტებისა არ ეშინიათ. მათ „არსენალში“ შეიძლება შეგხვდეთ ნოუთბუქისთვის განკუთვნილი ან მყვირალა ლიმონისფერი ჩანთა, მაგრამ სრულიად ჩვეულებრივს ვერაფერს აღმოაჩენთ. განაგრძეთ ექსპერიმენტების ჩატარება და ირგვლივ მყოფთა გაოცება.

რომელი ფერია თქვენთვის ბედნიერებისა და წარმატების მომტანი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

თევზები

თევზები არ უშინდებიან სიახლეებს და ამიტომ ადვილად შეუძლიათ რამე მოულოდნელი, უჩვეულო მოსინჯონ, მაგალითად, კასრის ფორმის ჩანთა – ეს იდეალური გადაწყვეტილებაა ამ ნიშნის ქალებისთვის.

0