სახელმწიფო ეროვნული მუზეუმი

მუზეუმების ჯერიც დადგა მუშაობას ისინი ხვალიდან განაახლებენ

98
(განახლებულია 18:22 27.06.2020)
საქართველოს მთავრობა მუზეუმების საქმიანობაზე შეზღუდვებს ოფიციალურად ხსნის – ისინი მუშაობას 20 ივნისიდან შეუდგებიან.

თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. საქართველოს მუზეუმები 20 ივნისიდან მუშაობის განახლებისთვის ემზადებიან. შესაბამისი ცვლილებები შევიდა მთავრობის დადგენილებაში „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“.

საქართველოში მალე პანდემიის გამო დაწესებული კიდევ ერთი შეზღუდვა მოიხსნება>>

კერძოდ, კულტურული ღონისძიებების მხოლოდ დისტანციური ფორმით ჩატარების შესახებ შესწორებებიდან ამოღებულია სამუზეუმო საქმიანობასთან დაკავშირებული ღონისძიებები.

შესწორება შევიდა ასევე დადგენილების იმ მუხლში, რომელიც არეგულირებს ეკონომიკურ საქმიანობას და კრძალავს სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებების ჩატარებას. იქ დაემატა ახალი პუნქტი, რომელშიც ნათქვამია, რომ შეზღუდვები არ ვრცელდება სამუზეუმო საქმიანობაზე, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად უნდა განხორციელდეს.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უკვე შეიმუშავა და წარმოადგინა რეკომენდაციები, თუ რა პირობებში იქნება შესაძლებელი შემოქმედებითი და კულტურული ღონისძიებების ჩატარება კორონავირუსის პანდემიის დროს.

რეკომენდაციები მოიცავს დეზინფექციის ჩატარებას და ჰიგიენის წესების დაცვას რეპეტიციებისა და სხვა შემოქმედებითი ღონისძიებების დროს, მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას ისეთი მასობრივი ღონისძიებებისთვის, როგორებიცაა სპექტაკლები და კონცერტები.

რეკომენდაციები კულტურის ობიექტების ადმინისტრაციას ავალდებულებს შენობებში თუ ტერიტორიაზე ხალხის ნაკადის გაკონტროლებას. ვიზიტორები ღონისძიებას შეიძლება დაესწრონ მხოლოდ ნიღბებით და უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია. დახურულ საგამოფენო დარბაზში ყოველ 5 კვადრატულ მეტრ ფართობზე მხოლოდ ერთი ვიზიტორი დაიშვება.

გიდის მომსახურების შემთხვევაში ექსკურსიის ხანგრძლივობა დახურულ სივრცეში არ უნდა აღემატებოდეს 1 საათს, ხოლო ვიზიტორთა ჯგუფში ადამიანების რაოდენობა 10-ს იმ პირობით, რომ მათ შორის სოციალური დისტანცია იქნება დაცული.

მუზეუმებმა, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მუშაობა ჯერ კიდევ მარტში შეწყვიტეს. საკარანტინო შეზღუდვების შემსუბუქება 27 აპრილიდან დაიწყო. 15 ივნისიდან საქართველოში ოფიციალურად გაიხსნა შიდა ტურიზმი.

98
გელათის მონასტერი

გელათის რეაბილიტაციის დროს დაფიქსირებული ხარვეზები სრულად გამოსწორდება

75
(განახლებულია 20:28 11.07.2020)
სააგენტოს ინფორმაციით, ტაძრის რეაბილიტაციის დროს დაშვებულ ხარვეზებს შემსრულებელი – „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“ გამოასწორებს

თბილისი, 11 ივლისი - Sputnik. გელათის რეაბილიტაციის დროს დაფიქსირებული ხარვეზები, რომელიც ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის კრამიტით გადახურვის მოწყობას უკავშირდება, სრულად იქნება გამოსწორებული, ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Фреска апсиды Гелатского монастыря
გელათის მონასტერი

სააგენტოს ცნობით, ხარვეზები, რომლებიც 2020 წლის მარტში დაფიქსირდა, შემსრულებლის – „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის“ მიერ სრულად გამოსწორდება.

„გადახურვის მასალაზე გამოვლენილი დაზიანებების აღმოფხვრა დამკვეთსა და შემსრულებელ კომპანიას შორის გაფორმებული სახელშეკრულებო პირობებით განხორციელდება, რაც საექსპლუატაციო ვადაში აღმოჩენილ დეფექტებზე შემსრულებლის ვალდებულებას განსაზღვრავდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

Реставрация Гелатского монастыря
გელათის მონასტერი

სააგენტოს ინფორმაციით, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის საბურველის ნაწილის პრობლემის გადაჭრის პროცესი ფინანსური კუთხითაც კომპანიის მიერ იქნება უზრუნველყოფილი.

გელათის სამონასტრო კომპლექსის ფართომასშტაბიანი რეაბილიტაციის პროგრამას სახელმწიფო 2008 წლიდან მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან შეთანხმებული პროგრამის მიხედვით ეტაპობრივად ახორციელებს. სხვადასხვა ეტაპზე სახელმწიფოსთან ერთად საგრანტო პროგრამების ფარგლებში პროექტს აფინანსებდა აშშ-ს საელჩოს ფონდი და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი.

Реставрация Гелатского монастыря
https://www.facebook.com/mrdi.gov.ge
გელათის მონასტერი

გელათის მონასტერი ქუთაისიდან აღმოსავლეთით რამდენიმე კილომეტრშია, შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში (1994).

მონასტერი დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით. შემოზღუდულია გალავნით. ანსამბლში შედის სხვადასხვა დროინდელი (ძირითადად XII-XIII სს.) შენობები. მონასტერში იმავე 1106 წლიდან ფუნქციონირებდა გელათის აკადემია. დავითმა გელათის აკადემიაში სამოღვაწოდ შეკრიბა სწავლული ქართველები, რომელთა შორის იყვნენ იოანე პეტრიწი და არსენ იყალთოელი. თანამედროვენი გელათის აკადემიას „ასუად ათინად“, „აღმოსავლეთის მეორე იერუსალიმად“ იხსენიებდნენ.

 

75
თემები:
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
ნიკ უესტი და ნიკოლოზ კანდელაკი

ნიკოლოზ კანდელაკი „გრემის“ აკადემიის წევრად აირჩიეს

82
(განახლებულია 20:43 10.07.2020)
„ისთერნ ფრომოუშენის“ დამფუძნებლის კახა კანდელაკის შვილი, რომელიც აშშ-ში შოუბიზნესის სფეროში მუშაობს და ნიკ უესტისა და მეისი გრეის ტურმენეჯერია, ახლახან „გრემის“ აკადემიის წევრად აირჩიეს.

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. მუსიკალურ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური დაჯილდოების „გრემის“ მესვეურებმა ნიკოლოზ კანდელაკი აკადემიის წევრად აირჩიეს.

„მომივიდა მოწვევა გრემიდან და შემატყობინეს, რომ გავხდი გრემის წევრი. ნამდვილად დიდი პატივია! დიდი მადლობა ყველა ჩემს მეგობარს და მეუღლეს, ვინც რეკომენდაცია გამიწია”, – დაწერა ნიკოლოზ კანდელაკმა.

როგორც ცნობილია, 2017 წელს ცნობილი ამერიკელი ვოკალისტი, კომპოზიტორი და ფანკის ბას-გიტარისტი ნიკ უესტი ცოლად გაჰყვა ქართველ გიტარისტს ნიკოლოზ კანდელაკს.

82
თემები:
სელებრითების ცხოვრება
დაკავება

ზუგდიდში „ტყის ძმების“ ლიდერის შვილი ნარკოდანაშაულზე დააკავეს

0
დაკავებულის პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები - „მეტადონი” და „ლირიკა”. ასევე ამოღებულია დაკავებულის პირადი ავტომანქანა, 6785 აშშ დოლარი და 500 ევრო.

თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. „ტყის ძმების“ ყოფილი ლიდერის დათო შენგელიას შვილის, 38 წლის დადუ შენგელიას დაკავებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს.

სპეცოპერაცია ზუგდიდში დღეს რამდენიმე საათს მიმდინარეობდა.

სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შენგელია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალებები - „მეტადონი” და „ლირიკა” ამოიღეს.

ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დაკავებულის პირადი ავტომანქანა, 6785 აშშ დოლარი და 500 ევრო.

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში