10 წლის ქართველი გენიოსი პიანისტი კონცერტს გამართავს

© Sputnik / Vladimir Umikashviliცოტნე ზედგინიძე
ცოტნე ზედგინიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცოტნე 2019 წლის აღმოჩენა გახდა. მისი დაკვრითა და ნიჭით პირველად ცნობილი ქართველი დირიჟორი და კომპოზიტორი ნიკა რაჭველი აღფრთოვანდა. სწორედ მან გამოიყვანა ის სცენაზე.

თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. 10 წლის ვირტუოზი პიანისტი და კომპოზიტორი ცოტნე ზედგინიძე, რომელსაც საქართველოში „ქართველ მოცარტს“ უწოდებენ, 14 ივნისს სოლო კონცერტს გამართავს.

ცოტნეს კონცერტი საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ ორგანიზებით გაიმართება ხმის ჩამწერი სტუდია lenø-ს მუსიკალური პროექტის ფარგლებში. კონცერტი პირდაპირ ეთერში Facebook-გვერდზე 20:00 საათზე დაიწყება.

ცოტნე ზედგინიძე - Sputnik საქართველო
ცხრა წლის ქართველი „მოცარტის" ამბავი და დედის ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველი კონცერტი

ცოტნეს შესახებ საუბრობს ფონდის დამაარსებელი, ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე.

„ეს საოცარი ბიჭი საზოგადოებამ პირველად ზუსტად ერთი წლის წინ, 14 ივნისს გაიცნო, როდესაც ცოტნეს პირველი კონცერტი გაიმართა. ვირტუოზული შესრულება არ არის ის მთავარი, რამაც ყველანი გაგვაოცა, მისი მუსიკალური ენის სიღრმე და მასშტაბი იყო დაუჯერებელი, ხასიათების გამოსახვა ბგერებით, სათქმელის გადმოცემის მანერა... ჩემს უცხოელ მეგობრებს, სანამ კადრები არ ვანახე, ვერ ვაჯერებდი, რომ ამას უკრავდა 10 წლის ბიჭი“, – წერს ბურჭულაძე Facebook–გვერდზე.

კონცერტზე ზედგინიძე შეასრულებს თავის ახალ ნაწარმოებს „ზარები“. პიანისტმა ის დედის ხსოვნას მიუძღვნა, რომელიც გარდაიცვალა, როცა ცოტნე ხუთი წლის იყო.

ცოტნე ზედგინიძე – პატარა ქართველი „მოცარტი“>>

ცოტნე ზედგინიძე 2019 წლის მთავარი აღმოჩენა გახდა. როდესაც ქართველმა დირიჟორმა, კომპოზიტორმა და პიანისტმა ნიკოლოზ რაჭველმა მოუსმინა, მას „ქართველი მოცარტი“ უწოდა. ვუნდერკინდი უნიკალურ ნაწარმოებებს პატარაობიდან ქმნის, ხოლო შესასრულებლად განსაკუთრებით რთულ ნაწარმოებებს ირჩევს.

ცოტნე პედაგოგებთან ხუთი წლის ასაკიდან მეცადინეობს, აკადემიური კლასიკური რეპერტუარი მან დაჩქარებულ რეჟიმში გაიარა. კლასიკური მუსიკის გარდა მას უილიამ შექსპირის პიესები უყვარს, რომლებიც მას, როგორც თავად ამბობს, შთააგონებს.

ყველა ახალი ამბავი
0