სმირნოვების მუზეუმში

თბილისში პუშკინის დაბადების დღე უჩვეულო ფლეშმობით აღნიშნეს

54
კულტურა და ხელოვნება პოლიტიკურ ვნებათაღელვაზე მაღლა დგას - ახალგაზრდებმა თბილისში რუს პოეტს პატივი მიაგეს

თბილისი, 6 ივნისი - Sputnik. დიდი რუსი პოეტის, ალექსანდრ სერგეის ძე პუშკინის დაბადებიდან 221 წლის იუბილესთან დაკავშირებით რუსულ-ქართული ურთიერთობების აღორძინებისა და განვითარების ფონდის დიასპორების საკითხთა დეპარტამენტმა გამოუშვა სპეციალური ფლეშმობი, რომლის ფარგლებში ახალგაზრდებმა მუხრან მაჭავარიანის ლექსი „პუშკინი ტფილისში“ წაიკითხეს.

გოგო, რომელიც თოვლზე პუშკინს ხატავდა... >>

„პუშკინი აერთიანებს ერებს, მას კითხულობენ და ის მთელს მსოფლიოში უყვართ. მისი ლექსების და პროზის კითხვა - სამკურნალო ბალზამია დაღლილი სულებისთვის, განსაკუთრებით ამ რთულ დროს. პუშკინით აღფრთოვანებული იყო ქართული კულტურის დიდი მოღვაწეები. დიდმა ქართველმა პოეტმა მუხრან მაჭავარიანმა დაწერა ლექსი „პუშკინი ტფილისში“, რომელშიც სახელოვანი პოეტი დიდი სითბოთი და სიყვარულით არის აღწერილი. სწორედ ეს ლექსი გახდა ჩვენი ფლეშმობის ლაიტმოტივი“, - დაწერა ფონდის პრეზიდენტმა დავით ცეცხლაძემ ვიდეორგოლის აღწერაში.

ფონდის პრეზიდენტის თქმით, ფლეშმობი „სიყვარულით საქართველოდან“ - თანამედროვე ქართველი ახალგაზრდობის მხრიდან პატივისცემის გამოხატულებაა ალექსანდრ პუშკინის ხსოვნისადმი. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ კულტურა და ხელოვნება ყველა პოლიტიკურ ვნებათაღელვაზე მაღლა დგას.

54
თემები:
ქართულ–რუსული ურთიერთობები (188)
გელათის მონასტერი

გელათის ბედით პოლიტიკოსები დაინტერესდნენ: „ლელო“ გამოძიებას ითხოვს

28
(განახლებულია 09:29 19.01.2021)
ძეგლის სახურავიდან წყალი კვლავ ჟონავს. წყალმა შეიძლება უნიკალური ფრესკები დააზიანოს. პრობლემის გადაწყვეტაში პოლიტიკოსები ერთვებიან

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ითხოვს, რომ დაიწყოს გამოძიება და დადგინდეს, ვინაა დამნაშავე იმაში, რომ გელათის უნიკალურ ძეგლს სერიოზული საფრთხე შეექმნა.

პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს მთავარ საგამოძიებო სამმართველოში განცხადება შეიტანა.

გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის ტაძრის კრამიტის სახურავზე დეფექტები გამოვლინდა. ტაძარში წვიმის წყალი ჩადის და XII, XIV და XVI საუკუნეების უნიკალურ ფრესკებს აზიანებს. სახურავი დროებით თუნუქით გადახურეს.

დროებითი თუნუქის სახურავი იქამდე იქნება, სანამ ის მთლიანად არ შეიცვლება ახლით, რომლის ხარისხსაც ლაბორატორიული კვლევები და ექსპერტების დასკვნები დაადასტურებს.

გელათის სახურავის დაზიანებით საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდნენ. ამ საკითხზე დაიკითხნენ მოწმეები. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უნდა განსაზღვროს, არის თუ არა პასუხისმგებელი სამუშაოების შემსრულებელი – ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, გელათის ფრესკები უკვე წლებია, წიანდება და ამაზე არც ერთ უწყებას არ ჰქონია სათანადო რეაგირება. მან ამ საქმეში კორუფციის ნიშნებიც არ გამორიცხა.

გელათის რეაბილიტაციის დროს დაფიქსირებული ხარვეზები: საიამ პროკურატურას მიმართა>>

„ეს არის მორიგი თვალთმაქცობა და საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა. გამოძიება, რომელიც ამ უწყებამ გასულ წელს დაიწყო, არ არის იქითკენ მიმართული, რომ დაადგინოს ვინ არის ძეგლის დაზიანებაზე პასუხისმგებელი და გამოკვეთოს სახელმწიფო უწყებები, რომელთა უპატიებელი გულგრილობის გამო გელათი დაზიანდა. ის გამოძიება ეხება ფინანსურ ნაწილს და დიახ, შესაძლოა, მართლაც ჰქონდა ადგილი ამ შემთხვევაში კორუფციას, რაც არ გამორიცხავს ძეგლის დაზიანების გამო პასუხისმგებლობას. შეუიარაღებელი თვალითაც კი შესამჩნევია, რომ ფრესკები დაზიანებულია“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ქუთაისში — საქართველოში შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონასტერია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი, XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან 1814 წლამდე კათალიკოსის რეზიდენცია, 1994 წლიდან — მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის მიერ და მისი განსასვენებელი გახდა.

მე-13 საუკუნეში სამონასტრო ანსამბლს დაამატეს წმინდა ნიკოლოზის და წმინდა გიორგი ეკლესიები, ასევე სამსართულიანი სამრეკლო. კედლის მხატვრობა სხვადასხვა — XII-დან XVIII საუკუნის ჩათვლით — პერიოდს მიეკუთვნება. განსაკუთრებით აღსანიშნავია გვირგვინოსნების პორტრეტები.

28
ორბელიანის სასახლე

ორბელიანების სასახლის ეზოში ქუჩის მუსიკოსების კონცერტი გაიმართება

45
პანდემიის პერიოდში ქუჩის მუსიკოსები შემოსავლის გარეშე დარჩნენ. კონცერტი მიზნად ისახავს ხელოვანი ადამიანების მხარდაჭერასა და პოპულარიზაციას

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. ორბელიანების სასახლის ეზოში ხვალ, 19 იანვარს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, ახალგაზრდა ხელოვანების მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით ქუჩის მუსიკოსების კონცერტი ონლაინრეჟიმში გაიმართება, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური.

საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, ირინა შენგელიას განცხადებით, ახალგაზრდა ხელოვანების პოპულარიზაცია და მხარდაჭერა პრეზიდენტის სტრატეგიის ნაწილია, მით უფრო, პანდემიის პერიოდში, როცა მათ მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლევათ.

„ღონისძიება ხაზს უსვამს ორბელიანების სასახლის ღიაობას. მრავალი წლის განმავლობაში, ეს შენობა იმ ეპოქის საზოგადოების, მათ შორის კულტურის სფეროს გამორჩეული ნაწილის თავშეყრის ადგილი იყო, იმართებოდა კონცერტები და სალონური შეხვედრები. მსგავსი ღონისძიებებით „ორბელიანების სასახლე” იბრუნებს ტრადიციას“, – განაცხადა ირინა შენგელიამ.

კონცერტი 18:00 საათზე დაიწყება. მონაწილეობას მიიღებენ ქუჩის მუსიკოსები, კომპოზიტორი დავით ევგენიძე და ბენდი. კონცერტს მაყურებელი პრეზიდენტის ოფიციალური Facebook-გვერდისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდის საშუალებით უყურებს.

45
ბათუმის ახალი სტადიონი

პირველად საქართველოში - ბათუმის სტადიონზე ჰიბრიდული მინდვრის საფარი მოეწყობა

0
(განახლებულია 11:45 19.01.2021)
მინდვრის საფარის მოწყობას ცნობილი ბრიტანული ბრენდი უზრუნველყოფს. მოედნის ბუნებრივი საფარის მოდერნიზებას კომპანია „ანაგი“ საკუთარი სახსრებით განახორციელებს

თბილისი, 19 იანვარი - Sputnik. ბათუმის სტადიონი ამიერკავკასიაში ერთ-ერთი პირველი სტადიონი იქნება ბაქოს ახალ ოლიმპიურ სტადიონთან ერთად, რომელსაც პრემიუმ კლასის ჰიბრიდული მინდვრის საფარი ექნება. ინფორმაციას აჭარის პროექტების მართვის კომპანია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჰიბრიდულ მინდვრის საფარს ბათუმის სტადიონზე მსოფლიოს წამყვანი ბრიტანული კომპანია SISPITCHES მოაწყობს. აღნიშნულ საერთაშორისო ბრენდს ჰიბრიდული საფარით მსოფლიოს 100-ზე მეტი სტადიონი აქვს მოწყობილი, მათ შორისაა ესპანური „ბარსელონას“ „კამპ ნოუ“ და იტალიის ქალაქ მილანში მდებარე ჯუზეპე მეაცას სახელობის („სან სირო“) სტადიონი. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე SISPITCHES-მა ჰიბრიდული საფარით ექვსი სტადიონის მინდორი მოაწყო.

აჭარის პროექტების მართვის კომპანიაში განმარტავენ, რომ მინდვრის ჰიბრიდული ზედაპირი ულტრათანამედროვე, მაღალტექნოლოგიური პროდუქტია, რომელიც მოედანზე ბუნებრივ ბალახთან ერთად ეწყობა და მის სიმტკიცეს, გაზრდილ ცვეთამედეგობას და სეზონურობის მიმართ სტადიონის მდგრადობას უზრუნველყოფს.

„სტადიონის მოედნის ჰიბრიდული ზედაპირი არის საკმაოდ ძვირადღირებული ტექნოლოგიური გადაწყვეტა და წარმოდგენილია ბრიტანეთის, იტალიის, ესპანეთისა და ევროპის სხვა ქვეყნების A კლასის სტადიონებზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტადიონის საფარის მოდერნიზებას ქართული სამშენებლო კომპანია „ანაგი"  საკუთარი სახსრებით განახორციელებს.

გაზაფხულზე სტადიონი საქართველოს ეროვნული ლიგის თამაშებს უმასპინძლებს, 2023 წელს კი სტადიონზე 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართება.

0
თემები:
სპორტის ამბები